კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

წლის მთავარი საავტომობილო მოვლენა რუსთავის ავტოდრომზე

30 იანვარს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი სრულიად ქართულ საავტომობილო სამყაროს მასპინძლობდა. ჟურნალ „აუტობილდ საქართველოს” და საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის ორგანიზებითა და კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” პარტნიორობით, შედგა საავტომობილო „ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია – „ოქროს საჭე 2013”. ჟურნალი „აუტობილდი” ყველა ქვეყანაში ავლენს იმ წლის საუკეთესო ავტომობილებს სხვადასხვა კლასში, წელს გამოკითხვაში საქართველოც ჩაერთო და ქართველმა ხალხმა აირჩია საყვარელი ავტომობილები ექვს სხვადასხვა კლასში. პარალელურად, საავტომობილო სპორტის ასოციაციამ დააჯილდოვა ის მრბოლელები, რომლებმაც 2013 წელს წრიული რბოლის ჩემპიონატში ქულათა ჯამის მიხედვით დაიკავეს საპატიო ადგილები. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ექვს სხვადასხვა კლასში, მათ შორის: მოტოციკლეტები - ნიკა გოგოლი; ტურინგ ლაითი - დავით მენთეშაშვილი; ტურინგ 2.0 - არჩილ ბიძინაშვილი; GT unlimited - სანდრო ცხადაძე; ლეგენდს ქარსი - დათა ქაჯაია; ფორმულა ალფა – ლაშა ნადირაშვილი. წელს პირველად დასახელდა წლის საუკეთესო მრბოლელი და, ეს ტიტული, „ოქროს საჭესთან” ერთად, მიიღო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ორგზის ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ. დათას „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” დირექტორისგან, ბატონი ვასილ ხორავასგან პრიზად „ვისოლის“ საწვავი გადასცა. 

მევლუდ მელაძე (რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორი): 2013 წელი საკმაოდ პროდუქტიული იყო რუსთავის ავტოდრომისთვის და, ზოგადად, ქართული ავტოსპორტისთვის. სწორედ გასულ წელს ჩაიყარა ის საფუძველი, რომლის მოსავალსაც 2014 წლის სეზონზე ავიღებთ. რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ეს არის „ფორმულა ალფას” 24 ბოლიდი სტარტზე – იმდენივე, რამდენიც „ფორმულა 1-ის” ჩემპიონატზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ წრიული რბოლის ყველა ეტაპი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი იქნება. გარდა ამისა, წარმატებები გვაქვს სხვა კლასებში; იზრდება, როგორც მონაწილეების რაოდენობა, ისე მათი ოსტატობის დონეც. წელს ჩვენი პილოტები სხვადასხვა საერთაშორისო ეტაპზეც მოსინჯავენ ძალებს და, დარწმუნებული ვარ, წინ დიდი წარმატება გველის. რუსთავის ავტოდრომი კი მზადაა, არა მხოლოდ წმინდა სპორტული ივენთების არამედ, მსგავსი ღონისძიებების სამასპინძლოდაც. 

„ჟურნალმა „აუტობილდმა,” კომპანია „ვისოლთან” ერთად, დღეს გააერთიანა მთელი საავტომობილო საქართველო და შედგა გალა-დაჯილდოება იმ ხანგრძლივი აქციისა, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვგულისხმობ „ოქროს საჭის” გამოკითხვას, რომელიც საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩვენ დავაჯილდოვეთ ყველა კლასის გამარჯვებულის წარმომადგენლობა საქართველოში. „რენჯ როვერი,” „მერსედესი,” „ბეემვე”, „ტოიოტა”, „აუდი,” „მაზდა” – ეს ის ავტომარკებია, რომლებმაც დღეს გამარჯვება მოიპოვეს. ვფიქრობ, ღონისძიებით ყველა კმაყოფილია”, – განაცხადა ჟურნალ „აუტობილდის” მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ. 

„კომპანია „ვისოლი” მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარში ედგა ამ ღონისძიებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს საუკეთესო მოდელის შერჩევა, რადგან, დღევანდელი ავტოინდუსტრია აწარმოებს მაღალი კლასის უამრავ ავტომობილს, რაც, თავისთავად, მოითხოვს მაღალი კლასის საწვავს”, - განაცხადა ღონისძიებაზე „ვისოლის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

„ოქროს საჭე 2013” ფოიერვერკით დასრულდა . 

скачать dle 11.3