კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გეგმები აქვს ორგანიზაციას „მომავლის ახალგაზრდული პოზიცია” და ვისი ამბიციების რეალიზაცია სურს მას

რამდენიმე თვეა, ინტერნეტგამოცემებში აქტიურად ჩანს ორგანიზაცია „მომავლის ახალგაზრდული პოზიციის” სტატიები და შეფასებები სხვადასხვა საკითხზე. ასეა თუ ისე, გავერკვიეთ ამ ორგანიზაციის მიზნებში, მოღვაწეობასა და ვალდებულებებში, მაგრამ არავინ იცის, ვინ დააფუძნა ის. მხოლოდ ამონაწერით ვკითხულობთ, რომ დამფუძნებლები არიან: თეიმურაზ მაჩიტიძე, მერაბ მანაგაძე და თეო გოგსაძე. გადავწყვიტეთ, რომ ცოტა რამ მაინც გაგვეგო ორგანიზაციის დამფუძნებლების შესახებ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, თეიმურაზ მაჩიტიძეს.

– როდის გადადგით პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში?

– პირველად 2007 წელს ვიდექი „სახალხო კრებასთან” ერთად. მახსოვს 7 ნოემბრის დღე, რა დღეში იყვნენ ქართველები იმ საღამოს. სულ შემთხვევით მოვხვდი იმ დღეს რუსთაველის გამზირზე და მას შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას ვებრძვი. ვერ გავუძელი ჩვენი ქვეყნის ნგრევის ყურებას. მას შემდეგ, 2013 წლის 27 ოქტომბრამდე პარტიაში ვიყავი.

– რატომ გადაწყვიტეთ, პარტიიდან სამოქალაქო სექტორში გადასულიყავით?

– პოლიტიკაში უარყოფით თემებს შევხედე, რაღაც-რაღაცეები არ მომეწონა ახლანდელი მთავრობისაც და ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა ახალგაზრდული ორგანიზაცია „მომავლის ახალგაზრდული პოზიცია,” რომელიც მონიტორინგს გაუწევს მთავრობის აქტივობას და თან, კარგ საქმესაც გააკეთებს. არანაირ მიკერძოებას ჩვენს საქმიანობაში ადგილი არ აქვს და არც მომავალში ექნება. 

– ვინ არიან თქვენი თანაგუნდელები? ისინიც პარტიულები იყვნენ? 

– დიახ, უმრავლესობა „ქართულ ოცნებაში” გავიცანი. ერთ საღამოს მე და მერაბმა გადავწყვიტეთ, ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩამოგვეყალიბებინა. ჩვენს მეგობრებსაც შევთავაზეთ, იდეა მოეწონათ და შემოგვიერთდნენ. 

– რაც შეეხება პირად ცხოვრებას. როგორც ვიცით, სტიქაროსანი ბრძანდებით. 

– 2008 წლიდან ქალაქ ქუთაისში, ივერიის ღვთისშობლის ტაძარში ვმსახურობ. ძალიან კარგი მოძღვარი მყავს – დეკანოზი ალექსი სინაურიძე, რომლისგანაც ხშირად ვიღებ რჩევა-დარიგებას. 

– ისევ თქვენს საქმიანობას დავუბრუნდები. რა გეგმები აქვს თქვენს ორგანიზაციას?

– საქართველოში ახალგაზრდობას ამბიცია აქვს და საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენენ. ჩვენ კი ძალიან გვინდა, ახალგაზრდები გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. რაც შეეხება ჩვენს წესდებას, ალბათ, გადახედეთ და მიზნებიც კარგად გეცოდინებათ ამ თემასთან დაკავშირებით. 

– წარმატებას გისურვებთ და მადლობა იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ!   

 

скачать dle 11.3