კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხვრეტდნენ სიკვდილმისჯილ პატიმრებს საბჭოთა კავშირში

სამედიცინო კომისიის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 75 წლის ალექსანდრ ზუნტაბეროვი, მეტსახელად „საშა ბეზლიკი“ შრომის პირველი ჯგუფის ინვალიდია და ქმედითუნარიანობა საწარმოო ტრავმის შედეგად დაკარგა. პროფესიით ის ციხის შემსრულებელია, რაც უბრალო ენაზე ჯალათს ნიშნავს. მას ამ სფეროში 35-წლიანი სტაჟი აქვს. თავისი კარიერის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ციხეში მას 216 სასიკვდილო განაჩენი აქვს სისრულეში მოყვანილი, მათგან ერთ-ერთი კი მისი საკუთარი ძმა იყო. „საწარმოო ტრავმა“ მან 1990 წელს, მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი დახვრეტილის ჭირისუფალმა სახეში გოგირდმჟავა შეასხა. მეტსახელი „ბეზლიკი“ მას შემდეგ შეარქვეს და სწორედ იმ დღეს დაესვა წერტილი მის ჯალათურ „კარიერას”. საშკა ბეზლიკი უცოლშვილოა, დღესდღეობით საკუთარ დასთან, თბილისში ცხოვრობს და პენსიონერია.

 

– როგორ გახდით ჯალათი? თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას, იმავე გზას დაადგებოდით?

– შრომის წიგნაკში მე „ციხის შემსრულებელი მიწერია” და არა „ჯალათი”. ეს სიტყვები ცუდად ხვდება ყურს და ადამიანები იფიქრებენ, რომ თითქოს რამე არაკანონიერს ვაკეთებდი. პირიქით, მე დამნაშავეს ვსჯიდი და, მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვეწეოდი. ვიღაცას ხომ უნდა შეესრულებინა ასეთი სამუშაო, ჰოდა, ეს ფუნქცია მე ნებაყოფლობით ვიკისრე. ყველაფერი კი 1957 წელს დაიწყო. მაშინ მე ქალაქ პერმში შინაგანი ჯარის ნაწილებში ვმსახურობდი. იქვე სამხედრო ტრიბუნალი და სამხედრო მოსამსახურეების ციხე იყო, სადაც სიკვდილმისჯილ სამხედროებს ხვრეტდნენ. ერთ საღამოს, ციხის შემსრულებელი გარდაიცვალა, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი უნდა აღესრულებინა. უფროსობამ, შესაბამისი ანაზღაურებისა და დამატებითი „პაიოკის“ საფასურად, მე შემომთვაზა ამ მისიის შესრულება. ბევრი არ მიფიქრია, მალევე დავთანხმდი და მეორე დღეს ჩემი პირველი სიკვდილმისჯილი დავხვრიტე ციხის სარდაფში. მას შემდეგ სპეციალური კურსები გამატარეს, რამდენიმე თვეში ჯარში სამსახურიც დამიმთავრდა და ციხის შემსრულებლის ოფიციალურ შტატში ჩამსვეს. ჩემი აზრით, ყველა პროფესია საპატიოა და კვლავ ამ გზას ავირჩევდი…

– თუ შეგიძლიათ, ზუსტად აგვიწერეთ დახვრეტის პროცესი, ანუ, ის გზა, რომელსაც სიკვდილმისჯილი ადამიანი საიქიოში მისვლამდე გადის.

– სიამოვნებით მოგიყვებით, მაგრამ, მანამდე ერთი შესწორება უნდა შევიტანო: სიკვდილმისჯილის ბოლო გზა დასახვრეტად გაყვანით კი არ იწყება, არამედ, მაშინ, როდესაც მას ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი შეწყალებაზე უარს ეუბნება. როდესაც ყველა „პადრასტრელნის“ ბოლო იმედი გადაიწურება, სიკვდილისკენ მისი სვლაც სწორედ იმ წამიდან იწყება. მაქსიმუმ, ეს პერიოდი ერთი თვე გაგრძელდეს, ბოლოს მაინც „სტენკით“ მთავრდება. ეს ერთი თვე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთელი ეპოქაა ადამიანის ცხოვრებაში. ამ ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილს თითქმის არ სძინავს და განუწყვეტლივ ფიქრობს. დახვრეტა კი ამ გზის დაბოლოებაა და მეტი არაფერი. ყველა დასახვრეტი ოთახი ციხის ძირითადი კორპუსებისგან იზოლირებულია და იქამდე მიწისქვეშა გვირაბია გაყვანილი. ხელბორკილდადებული სიკვდილმისჯილი ამ გვირაბის „ნადზორებთან“ ერთად გავლის მერე ხვდება დასახვრეტთა ოთახთან. იქ მას განაჩენს უკითხავს პროკურორი, ციხის უფროსი კი ეუბნება, რომ სიკვდილმისჯილთა ახალ საკანში – „ადინოჩკაში“ ათავსებენ და ოთახში შესვლას სთავაზობს, მანამდე კი ხელბორკილებს ხსნიან. დასახვრეტთა ოთახი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ საკანს ჰგავს და სიკვდილმისჯილის მოსატყუებლად კარიც კი აქვს. ოთახი 12 კვადრატული მეტრია. მის შესასვლელში, რუსული ასო გ-ს მსგავსი, ვიწრო დერეფანია. როდესაც სიკვდილმისჯილი პირველ დერეფანს გაივლის და მოუხვევს, სწორედ მაშინ ხდება გასროლა. იქვე, კედელში, პატარა სარკმელია, რომელიც საშუალო სიმაღლის კაცის ზომაზეა გამოჭრილი (დაახლოებით 170 სანტიმეტრი იატაკიდან), ისე, რომ, იქიდან გასროლილი ტყვია მას კეფაში მოხვდეს. კედლის უკან სულ 2 კვადრატული მეტრი ფართობია და სწორედ იქიდან ისვრიან. მეორე დერეფნის ბოლოს 6 კვადრატული მეტრი ოთახია, სადაც საკანალიზაციო ჭაა. დახვრეტის შემდეგ იმ ოთახში შედიან პროკურორი, ექიმი, ციხის უფროსი და დახვრეტის ოქმს ადგენენ. შემდეგ, დახვრეტილთან ციხის სანიტარი შედის, აშიშვლებს მას და ტანსაცმელს ცალკე აწყობს, ხოლო მკვდარს კი ჯერ შლანგით რეცხავს, შემდეგ კი ბორბლებიანი საკაცით ციხის მორგში გადააქვს. დახვრეტილს იმავე დღეს სპეციალურ სასაფლაოზე ასაფლავებენ, ტანსაცმელსა და ტყვიის ჰილზას კი მის ოჯახს უგზავნიან. დახვრეტის პროცესი ყოველთვის გამთენიისას, დილის 5 საათზე ხდებოდა. პატიმრებს ან ორშაბათს ხვრეტდნენ, ან ოთხშაბათს. დახვრეტის წინა ღამეს პატიმრის ვინაობას ციხის უფროსი მე მაცნობებდა. ვიყენებდი ჯერ „ტეტეს“, შემდეგ კი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტს. 

– რამდენი კაცი გყავთ დახვრეტილი და რა გრძნობა გეუფლებოდათ სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შემდეგ?

– 35 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის 8 ციხეში ვიმუშავე და 216 სასიკვდილო განაჩენი აღვასრულე. განსაკუთრებული არაფერი მიგრძნია – ეს ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო იყო და მეტი არაფერი. უბრალოდ, ძალიან მშივდებოდა ხოლმე და, სამუშაოს რომ დავასრულებდი, თან წაღებულ კატლეტებსა და პურს შევექცეოდი ძღომაზე. შემდეგ კი ჩემს ოთახში შევდიოდი და ვიძინებდი. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი.

– კაცის მოკვლის შემდეგ ასე მშვიდად როგორ იძინებდით? ნუთუ, ოდნავ მაინც არ გქენჯნიდათ სინდისი?

– მე კაცს კი არ ვკლავდი, კანონს ვასრულებდი. სინდისს რატომ უნდა შევეწუხებინე, მე ხომ დამნაშავეებს ვსპობდი?!

– მაგრამ, მათ ხომ პირადად თქვენთვის არაფერი დაუშავებიათ? 

– მე თუ არა, სხვებს ხომ დაუშავეს და, საერთოდ, ვიღაცამ ხომ უნდა შეასრულოს შავი სამუშაო?

– ნაცნობს თუ დახვრეტდით?

– ნაცნობს კი არა, ჩემი ღვიძლი ძმა მყავს დახვრეტილი ნოვოჩერკასკის ციხეში.

– იცოდით და მაინც დახვრიტეთ?

– რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ, ხომ გითხარით, რომ ეს ჩემი სამუშაო იყო და, რა უნდა მექნა? მე რომ უარი მეთქვა, მაშინ სხვა დახვრეტდა. როცა ციხის უფროსმა წინა საღამოს დამიბარა და დასახვრეტის გვარი გამომიცხადა, მითხრა: ხვალ შენი მოგვარე უნდა გაამგზავრო საიქიოში და ხელი ხომ არ აგიკანკალდებაო? მან არ იცოდა, რომ ჟენია ზუნტაბეროვი ჩემი უფროსი ძმა იყო და მხოლოდ მოგვარე ეგონა. რას ბრძანებთ, ხელს რა ამიკანკალებს-მეთქი, ვუპასუხე და ჩემი ვალდებულება პირნათლად შევასრულე. ციხის უფროსმა მოგვიანებით მაინც გაიგო, რომ საკუთარი ძმა დავხვრიტე და თავიდან მომიშორა. არ ვიცი, ის რამ შეაშინა, მაგრამ მე პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.

– ძმის დახვრეტის შემდეგაც მადიანად გამოძეხით და ასევე, მშვიდად დაიძინეთ?

– რა თქმა უნდა. სამსახური სამსახურია და თუ კი პროფესიონალი ხარ, ასე უნდა მოიქცე.

– რომ ეთქვათ, შვილსაც დახვრეტდით?

– თუკი მიუსჯიდნენ, რა თქმა უნდა, კი… ხომ გითხარი, რომ ეს პროფესიაა და მეტი არაფერი.

– პროფესიის გარდა, მორალიც ხომ არსებობს?

– მორალი სუსტების მოგონილია და თავის გამართლებისთვის სჭირდებათ.

– ღმერთი არ გწამთ?

– არა.

– რამე თუ გწამთ, საერთოდ?

– კანონი, რომელსაც, თუ დაარღვევ, დაისჯები.

– თუ საიდუმლო არ არის, რამდენს გიხდიდნენ სამუშაოში?

– ბოლოს, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემსრულებელს 450 მანეთი მქონდა ყოველთვიურად, პლუს 50 მანეთი თითოეულ დახვრეტილზე. გარდა ამისა, ყოველ კვარტალში 300 მანეთ პრემიას გვაძლევდნენ და ყოველი წლის ბოლოს მეცამეტე ხელფასსაც გვიხდიდნენ.

ერთხელ, ქალაქ ვლადიმირის ციხეში ერთი რეციდივისტი უნდა დამეხვრიტა. როდესაც მან პირველი დერეფანი გაიარა და „ფორთოჩკასთან“ კეფით დადგა, მას მე „ტეტედან“ ვესროლე. ტყვიამ ის ვერ წააქცია, შემობრუნდა და, რომ დამინახა, ხელის შემოყოფა და იარაღის წართმევა მოინდომა. მე მეორედაც ვესროლე თვალში და ტვინი გავასხმევინე. 

– რატომ შეგარქვეს „ბეზლიკი“ და როგორ დასრულდა თქვენი „კარიერა”?

– 1989 წელს, აგვისტოში, ისევ ნოვოჩერკასკის ციხეში დამაბრუნეს სამუშაოდ. ორი კვირის შემდეგ ვინმე ვიტალი კარპოვი დავხვრიტე, რომელიც სამი ადამიანის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. მოგვიანებით კარპოვის უდანაშაულობა დამტკიცდა და ნამდვილი მკვლელიც დაიჭირეს, მაგრამ, რა ჩემი ბრალი იყო?! მე ხომ არ გამომიტანია განაჩენი, მე მხოლოდ აღვასრულე. ერთი სიტყვით, ამ ამბავს მკვლელობების სერია მოჰყვა და კარპოვის ნათესავებმა ყველა მოკლეს, ვინც კი მის დახვრეტაში მონაწილეობდა. ბოლოს მეც მომადგნენ, ქუჩაში დამიდარაჯდნენ, ჯერ ტყვია მესროლეს, ბოლოს კი გოგირდმჟავა შემასხეს სახეში, ჭრილობას გადავურჩი, მაგრამ გოგირდმჟავამ დამაბრმავა, სახე წამიშალა და „ბეზლიკიც“ ამიტომ შემარქვეს. ახლა მათხოვრულ პენსიაზე ვზივარ და ჩემს დასთან ვცხოვრობ. კომუნისტების დროს კი პენსია 250 მანეთი მქონდა…

 

скачать dle 11.3