კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

3 თებერვალი

1815 – შვეიცარიაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ყველის ქარხანა.

1830 – გამოცხადდა საბერძნეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობა. მანამდე ის თურქეთის სულთნის უღელქვეშ იყო.

1995 – ჩატარდა „ნატოს“ პირველი სამხედრო სწავლებები ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

4 თებერვალი

1906 – ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამნაშავეთა იდენტიფიკაციისთვის თითის ანაბეჭდების გამოყენების შესახებ.

1945 – დაიწყო იალტის კონფერენცია. ერთმანეთს შეხვდნენ სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურები: სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი.

5 თებერვალი 

1904 – ჰავანაში მოხსნეს ამერიკული დროშა, რომელმაც 7 წლის წინ შეცვალა ესპანური. სალუტების თანხლებით აღიმართა კუბის დროშა.

1935 – დაადგინეს, რომ პროფესიულ კრივში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 15 რაუნდზე მეტი არ გაიმართებოდა.

1991 – ყირგიზეთის დედაქალაქს 75 წლის შემდეგ ფრუნზეს მაგივრად დაერქვა ბიშკეკი.

6 თებერვალი

1191 – პაპმა კლიმენტი მესამემ დაამტკიცა ტევტონთა რაინდული ორდენი.

1901 – პარიზში სარკინიგზო სადგურებზე გაჩნდა პირველი საზოგადოებრივი ტელეფონები.

1934 – ფაშისტური პუტჩის წარუმატებელი მცდელობა საფრანგეთში.

2004 – ტერაქტი მოსკოვის მეტროში, დაიღუპა 42 ადამიანი.

7 თებერვალი

1992 – ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა „ევროპის კავშირის ხელშეკრულებას“. რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ახალ ეკონომიკურ სავალუტო და პერსპექტივაში პოლიტიკურ კავშირს.

8 თებერვალი 

1600 – ინკვიზიციის სასამართლომ ჯორდანო ბრუნოს ცოცხლად დაწვა მიუსაჯა.

1923 – ალბერტ აინშტაინი გახდა თელ-ავივის პირველი საპატიო მოქალაქე.

1924 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად იქნა სისრულეში მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი გაზის კამერის საშუალებით.

1969 – ჰაერში აიჭრა პირველი „ბოინგ 747“.

9 თებერვალი

1861 – ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის შტატებმა გამოაცხადეს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ.

1893 – მსოფლიოში სტრიპტიზის პირველი სეანსი გაიმართა  „მულენ რუჟის“ სცენაზე. პარიზელი სტუდენტების მოწყობილ საღამოზე, იმპროვიზებულ სილამაზის კონკურსზე მოდელმა, ფსევდონიმით მონა, ყველას თვალწინ გაიხადა. ამის გამო ის დაიჭირეს და დააკისრეს 100 ფრანკის გადახდა, რამაც მასობრივი არეულობები გამოიწვია საფრანგეთის დედაქალაქში.

1895 – ამერიკელმა მორგანმა გამოიგონა ხელბურთი. 

1926 – ატლანტაში აიკრძალა დარვინის ევოლუციის თეორიის სწავლება სკოლებში.

скачать dle 11.3