კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბინის რომელ ზონაში დიდხანს ყოფნა მოგიტანთ ბედნიერებას სიყვარულში და წარმატებებს კარიერაში

ასტროლოგიურად, ნებისმიერი საცხოვრებელი ფართი უხილავად დაყოფილია ზონებად და თითოეულ ამ ზონას ზოდიაქოს თორმეტ ნიშანთაგან ერთ-ერთი მფარველობს. თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ ის ზონა, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება. ამიტომ, სწორედ ამ ზონას უნდა განსაკუთრებული მოწყობა, რათა მშობლიურ კედლებში მეტი სიმყუდროვე, სიმშვიდე, იდილია და ჰარმონია შეიგრძნოთ. კერძოდ, თითოეული ზოდიაქოს ნიშანი მფარველობს, არა მარტო თავისი შესაბამისი ნიშნის ადამიანებს, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსაც. იმის მიხედვით, თუ რით ხართ დაინტერესებული ამ ეტაპზე –  ქმნით ოჯახს, იკეთებთ კარიერას, სწავლობთ თუ ზრუნავთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, თითოეულთან მიმართებაში წარმატების მისაღწევად, საცხოვრებელ ბინაში უნდა გაააქტიუროთ შესაბამისი ზონა. ამ ზონაში უნდა დაჰყოთ უმეტესი დრო და იფიქროთ თქვენს მიზნებსა და ამოცანებზე. ამგვარად, თქვენ დაიმუხტებით საჭირო დადებითი ენერგიით. ამისთვის, უნდა იცოდეთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანს რა ადგილი უკავია ჩვენს საცხოვრებელში. კერძოდ:

*კარები, ჭიშკარი და  შემოსასვლელის დერეფანი განეკუთვნება ვერძის ნიშანს. თუ თქვენ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, ეცადეთ, გაალამაზოთ სახლში შემოსასვლელი. ჰოლში მეტი სივრცე დატოვოთ და იქ, დასასვენებლად სავარძელიც მოიწყოთ. ოჯახის წევრებსაც სასიკეთოდ წაადგებათ შემოსასვლელში ჩამოჯდომა, რადგან ვერძის ენერგია მათ ძალას შეჰმატებთ და დამუხტავთ საქმეების დაწყებისთვის დაჭირო ენერგიით. 

*სასადილო ოთახი კუროს მფარველობის ქვეშაა. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს განსაკუთრებით უყვარს ესთეტიკა და სილამაზე. ამიტომ, ეს ოთახი განსაკუთრებით გემოვნებით გაფორმებას მოითხოვს, თუ გსურთ, რომ თქვენს ოჯახს არასდროს მოაკლდეს დოვლათი და ბარაქა.

*სასტუმრო ოთახი ტყუპების სამფლობელოა. ვისაც უჭირს ურთიერთობა და ახალ ნაცნობებთან კავშირის დამყარება, მეტი დრო უნდა დაჰყოს, სწორედ ამ ოთახში. ასევე, სასარგებლოა იქ ყოფნა იმ შემთხვევაშიც, თუ საჭირო ან საკმარისი ინფორმაცია ვერ მიიღეთ.

*სააბაზანოს კირჩხიბი პატრონობს, ხოლო საპირფარეშოს – ღრიანკალი. ვინც ოჯახის შექმნასა და გაძლიერებაზე ზრუნავს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სააბაზანოს. მოიმარაგეთ ლამაზი კოსმეტიკა, პარფიუმერია და ბევრი სურნელოვანი სითხე, ფლაკონებში. შეგიძლიათ, დადგათ როგორც ხელოვნური, ასევე, ბუნებრივი მცენარეები. საპირფარეშოში სისუფთავე და წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული შემოქმედი ადამიანებისთვის. შეგიძლიათ, იქ, სურნელოვანი სანთლებითა და ჩხირებით ხშირად გაააქტიუროთ დადებითი ენერგიების მოზღვავება.

* დასვენების, გართობისა და საბავშვო ოთახებს განაგებს ლომი. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა და მათაც, ვისაც მუდამ გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდათ, ისწრაფვიან სიყვარულისა და ძალაუფლებისკენ, აუცილებლად სახლში უნდა მოაწყონ სათამაშო ადგილი. ეს ადგილი არც სასადილოდაა კარგი და არც სამუშაოდ. სამაგიეროდ, ინტიმისთვის საუკეთესოა. თუ მეუღლეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება გაცივდა, მათ სწორედ ამ ადგილს უნდა შეაფარონ თავი, მეტი დრო დაჰყონ აქ, მოაწყონ სავარძლებით, ხელოვნური ბუხარი დაამონტაჟონ. 

*სამზარეულოს კურირებს ქალწული. ხშირად შედით იქ. მოიგონეთ ახალ-ახალი კერძები და დიდხანს იტრიალეთ გაზქურასთან ან ღუმელთან. ამგვარად, თქვენი ცხოვრებიდან გაქრება ზედმეტი მღელვარება და გაუგებრობა.

*სასწორებმა, ისევე როგორც მათ, ვინც სულიერად გაუწონასწორებელია, უნდა იზრუნონ მთელს საცხოვრებელში სიმყუდროვესა და კომფორტზე. ყველაზე პატარა ბინაშიც კი, უნდა იყოს რამდენიმე ფუფუნების ნივთი. რაც უფრო სწორად და ზუსტადაა დაყოფილი ბინა ზონებად, მით უფრო კარგად გრძნობს თავს სასწორი. 

*ბუნებრივ ცეცხლს საჭიროებს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი საცხოვრებელში. ამიტომ, თუ ბუხრის გაკეთების და დანთების საშუალება არ გაქვთ, აუცილებლად გამოყავით ბინაში ადგილი, სადაც ფერად და დეკორატიულ სანთლებს ხშირად აანთებთ. ეს დაგეხმარებათ ახალი ცოდნის, უცხო კულტურისა და სამყაროს შეცნობაში.

*თუ ბინაში არსებობს კიბეები, მაშინ ეს თხის რქის ზონაა. ამიტომ, კიბეების არქონის შემთხვევაში, სასურველია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებმა შვედური კედელი მაინც დაამონტაჟოთ სახლში. მით უმეტეს, მასზე აძრომის საშუალება ყველა ოჯახის წევრს ექნება და ეს კარიერაში აღმასვლისა და სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან კარგია. ამიტომ, თუ გსურთ, კარიერაში წინსვლა, ასე უნდა მოიქცეთ და არ დაგენანოთ მასში თანხის გადახდა. 

*მერწყულისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებელი ზონები. ასეთებია: კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო მანქანები, მუსიკალური ტექნიკა, სახლის კინოთეატრი და ასე შემდეგ. ამგვარად მოაწყვეთ სახლი იმ შემთხვევაშიც, თუ გსურთ თქვენი ნათელი მომავლის დაპროგრამებაც.

* თევზებმა, ისევე, როგორც მათ, ვისაც მუსიკალური ნიჭის, სულიერების ან ინტუიციის გაზრდა სურს, მეტი დრო უნდა დაჰყონ წყალთან. საცურაო აუზის გაკეთება, რასაკვირველია, ყველა სახლში ვერ მოხერხდება, მაგრამ ხელოვნური, პატარა შადრევნების ყიდვა და ბინაში დადგმა შესაძლებელია.

თუ გსურთ, ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა, თქვენს ოთახში უნდა იყოს დიდი ფანჯარა. თუ გასასვლელ კარს გააკეთებთ აივანზე, მით უკეთესი. აივანი კი უნდა გაათავისუფლოთ ძველმანი და უსარგებლო ნივთებისგან და იქ იდეალური წესრიგი დაამყაროთ. დადგით ქოთნის ყვავილები, ვაზაში ჩალაგებული ხმელი, დეკორატიული ხის ტოტები, ლამაზი კენჭებით და ნიჟარებით გაფორმებული აკვარიუმი. არ უნდა გქონდეთ სახლში ბევრი ცარიელი ჭურჭელი, იქნება ეს მურაბის ქილები თუ ვაზები. ასევე, ეცადეთ, მთელ სახლში გააუმჯობესოთ განათება, რათა სიყვარულში გაძლიერდეთ. საძინებელში კი დადგით სასანთლე და ხშირად აანთეთ სანთელი. კიდევ ერთი რჩევა: სასურველია, ბინაში არ იყოს ორპირი ქარი, რათა მთელი რომანტიზმი, სასიყვარულო გრძნობა, ვნება და სასიკეთო ენერგია ქარმა არ გაიტანოს ბინიდან. ჭაღის შუქი კი მიმართული უნდა იყოს არა იატაკისკენ, არამედ ჭერისკენ. სარკე შესასვლელში დაკიდეთ და ამით გააძლიერეთ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელების პერსპექტივა. მატერიალური დოვლათის მოსაზიდად კი, სასადილო ოთახში, მაგიდის შუაგულში აუცილებლად დადგით ვაზა და ჩააწყვეთ შიგ თავთავები. 

скачать dle 11.3