კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეამზადა სტალინმა ხალხი ომის განსაცდელისთვის

მეორე მსოფლიო ომი (1939 წელი)

17 სექტემბერს წითელი არმია დასავლეთ უკრაინასა და დასავლეთ ბელორუსიაში შევიდა, ხოლო 28 სექტემბერს საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სადაც ამ ორ ქვეყანას შორის მყარი საზღვრები დაფიქსირდა. ბრიტანეთის პრესამ დიდი ხმაური ატეხა ამის გამო და მათმა მთავრობამ პროტესტის ოფიციალური ნოტა გამოუგზავნა სტალინს, სადაც ისინი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიტლერთან კავშირს გმობდნენ. „ბრიტანული პოლიტიკის ფიასკომ პრემიერი ჩემბერლენი წყობიდან გამოიყვანა და ასეთი ნოტათა შინაარსიც აქედან მომდინარეობს, – ირონიულად შენიშნავდა სტალინი მოლოტოვთან საუბრისას, მორიგი დიპლომატიური პროტესტის გაცნობის შემდეგ, – კარგია, რომ ჩერჩილი არაა ბრიტანეთის ხელმძღვანელი და ეს მისია დღესდღეობით ჩემბერლენს აკისრია. თუმცა, ეს ფუფუნება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს და ჩერჩილი სულ მალე ჩეცვლის კიდეც მას (როგორც ყოველთვის, დიდი ბელადის პროგნოზი იმჯერადაც გამართლდა და შემდეგი წლის მაისში ჩერჩილმა პრემიერის სავარძელში მოიკალათა). ბრიტანელი ლომი, მელიის პოლიტიკის განხორციელებას ცდილობს, მაგრამ ამაოდ”, – ამბობდა იმავე საუბარში სტალინი და ასეთ შედარებას აკეთებდა, – „პირველი მსოფლიო ომის დროს, მათ (ბრიტანეთმა) მოახერხეს რუსეთის გახრწნილ დიდგვაროვანთა და ოპოზიციის ნაწილის გაბრიყვება. მათ თავიანთი ჯაშუშების მეშვეობით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების საშუალება მოუსპეს ნიკოლოზ მეორეს, რომელსაც გერმანიასთან ომის შეწყვეტა სურდა და სისხლის ღვრა გააგრძელებინეს. საამისოდ, გრიშკა რასპუტინის მკვლელობა ჩაიდინეს, რომელიც ბრიტანელი ჯაშუშის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.”

სტალინმა მოლოტოვს დაწვრილებით უამბო 1916 წელს, პეტერბურგში, იუსუპოვის სასახლეში მომხდარი მკვლელობის ისტორია, რომელიც ასე დააბოლოვა: „რასპუტინი მეფე-დედოფალს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა და, სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდებოდა, რადგან მას უდიდესი გავლენა ჰქონდა მათზე, მაგრამ ბრიტანელებმა შეთქმულები წააქეზეს და რასპუტინი მოაკვლევინეს. ომი გაგრძელდა, ნიკოლოზი დაემხო და საბოლოოდ, ჩვენ მოგვიწია ომიდან გამოსვლა.”

სტალინმა, რომელსაც ორი ათეული წელი ხელში ეჭირა მთელი ბოლშევიკურ-არალეგალური მოძრაობის ყველა კონსპირაციული სადავე, რა თქმა უნდა, ისტორიაც კარგად უწყოდა და მისი საიდუმლო, თუ სხვა შავ-ბნელი ფურცლებიც. კაცი, რომლის თვალწინაც გაიარა რუსეთის ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ბობოქარმა ეპოქამ, რა თქმა უნდა, სხვებზე უკეთ იყო ჩახედული ყველა ნიუანსებში და, რა თქმა უნდა,  თავის გაბრიყვებისა და ისტორიის განმეორების საშუალებას არ დაუშვებდა. „გერმანიასთან კავშირი რომ დროებითია, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენმა ბრიტანელმა „მეგობრებმაც” კარგად უწყიან, – ამბობდა სტალინი სექტემბრის ბოლოს პოლიტბიუროს წევრთა ვიწრო წრეში, – მაგრამ სწორედ ეს, ანუ ჩვენი სწორი პოლიტიკური სვლები, აცეცხლებს მათ და ყველა ღონეს ხმარობენ ჩვენს გადასაბირებლად.” დაძაბული საერთაშორისო ვითარებისა და ფორსირებული სამხედრო გადაიარაღების მიუხედავად, ქვეყნის შიდა ცხოვრება ჩვეულ, მშვიდ, საქმიან რიტმში მიედინებოდა. არავითარი ფორიაქი, ნერვიულობა და პანიკა არ იგრძნობოდა მილიონობით მშრომელ, საბჭოთა მოქალაქეთა შორის, რადგან დიდი ბელადის დროშის ქვეშ დარაზმული ადამიანები ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი. სტალინმა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეამზადა ხალხი დიადი განსაცდელისთვის, რადგან ბრწყინვალედ უწყოდა, რა ელოდა წინ ჩვენს სამშობლოს. ამიტომაც იყო, რომ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ჩვენი გამოწრთობილი მოსახლეობა სრულად გახლდათ მობილიზებული, ხოლო ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში ხალხი უკიდურესად დაბნეული და დათრგუნული იყო. სხვათა შორის, მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატიული კორპუსის წარმომადგენლები ერთსულოვნად და ცალსახად, აღტაცებით აღნიშნავდნენ საბჭოთა ადამიანების სიძლიერეს, რაც კერძო საუბრებშიც იკვეთებოდა. ბრიტანელი სამხედრო ატაშე კოენი საბჭოთა გენერლებთან შეხვედრისას ამბობდა: „ბატონებო, თქვენ ისეთი მასალა (გულისხმობდა ჯარისკაცებს, ცოცხალ ძალას,) გაქვთ ხელთ, რომ მხოლოდ სამხედრო საქმე უნდა შეასწავლოთ. სხვა ყველაფერი დანარჩენი – სიმამაცე, პატრიოტიზმი, ერთგულება და ასე შემდეგ მათ ბავშვობიდან აქვთ შესისხლხორცებული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თქვენ დიდი სტალინი მიგიძღვებათ წინ“. ასეთ სიტყვებს არა რომელიმე საბჭოთა ჩინოვნიკი ამბობდა, არამედ ერთ-ერთი პასუხისმგებელი ბრიტანელი დიპლომატი. ამით კი, არა მარტო საკუთარ აზრს გამოხატავდა, ბრიტანული მთავრობის ჩვენდამი დამოკიდებულებასაც ახმოვანებდა. პოლიტიკაში რომ მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, ეს, რა თქმა უნდა, სტალინმა შესანიშნავად უწყოდა და ამ პრინციპს არასდროს ღალატობდა, მით უმეტეს, ჩვენდამი იდეოლოგიურად საპირისპიროდ განწყობილი ქვეყნების მიმართ. თუმცა, არც ზომიერება ღალატობდა მას ოდესმე და ყველა საკითხს ცივი გულითა და ცხელი გონებით უდგებოდა. „რა ჰიტლერი, რა ჩემბერლენი და რა სხვა, ნებისმიეირ ბურჟუა ქვეყნის ბურჟუა მეთაური, ყველანი ერთია ჩვენთან პრინციპულ მიმართებაში, – ამბობდა სტალინი, – მთავარი ის კი არაა, თუ ვინ რამდენს, ან როგორ ილაყბებს სხვაზე, არამედ მთავარი ისაა, ვის რამდენი ტანკის, თვითმფრინავის, გემის და ზარბაზნის გამოყვანა შეუძლია ბრძოლის ველზე. ფრანგები ბევრს ლაყბობენ და არაფერი შეუძლიათ, ინგლისელებიც ბევრს ლაყბობენ და რაღაცა შეუძლიათ, გერმანელები კიდეც ლაყბობენ და კიდეც შეუძლიათ, ხოლო ჩვენ ლაყბობა არ გვჩვევია, საკმაოდ ბევრი შეგვიძლია და უფრო მეტი უნდა შევძლოთ”. ასეთ ფორმულირებას უფარდებდა დიდი ბელადი იმდროინდელი წამყვანი ევროპული სახელმწფოების შესაძლებლობებს და ეს შეფასებები მოკლედ, მაგრამ ძალიან ზუსტად ასახავდა ძალთა განლაგებებს იმ პერიოდისთვის. საგულისხმო ფაქტია, რომ, რაც უფრო ახლოვდებოდა დიდი ომი, ბერიას გავლენა დღითი დღე მატულობდა და პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა მისი უწყების როლი მსოფლიო პოლიტიკაში. თუნდაც ის, რომ გერმანიის სამხედრო მანქანამ, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჯერ კიდეც 1938 წელს იყო მომართული და პირი სხვა მიმართულებით იბრუნა, იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოთა უშიშროების ახალი ხელმძღვანელი ეფექტურად მუშაობდა, ზუსტად ასრულებდა დიდი ბელადის მითითებებს. ახლა უკვე დიდ საიდუმლოს აღარ წარმოადგენს და თამამად შემიძლია, გავამჟღავნო, რომ მთელი საბჭოთა საგარეო პოლიტიკის 90 პროცენტი, 30-იანი წლების მიწურულს, ანუ დიდი ომის წინ, მთლიანად ბერიას უწყების ეფექტურობაზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც დიდი წმენდა ჩატარდა სამხედრო, დიპლომატიურ, ეკონომიკურ სფეროებში და ამ სტრუქტურებში მყარად დამკვიდრდა უშიშროება, მათი ეფექტურობა ერთიორად გაიზარდა და ეს ყველაფერი მყარი კონტროლის საფუძველზე განხორციელდა.

ერთხელ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ მოლოტოვი პარიზში, შარლ დეგოლის მოწვევით სამხედრო აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა. სრულიად შემთხვევით, ისე მოხდა, რომ მოლოტოვი მეორე რიგის სტუმრებს შორის მოექცა და მოწინავე ქვეყნების წარმომადგენლებთან ვერ მოხვდა, ანუ სხვა ტრიბუნაზე აღმოჩნდა. მან არც აცია, არც აცხელა, დემონსტრაციულად მიატოვა აღლუმი და საბჭოთა საელჩოში დაბრუნდა, იქიდან კი მოსკოვში გამგზავრებას გეგმავდა. არადა, დეგოლთან ჰქონდა დანიშნული შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ესაუბრათ. მოკლედ, შეიქმნა ძალზე უხერხული სიტუაცია, დეგოლი უკიდურესად შეშფოთდა, აეროპორტში დაეწია ჭირვეულ საბჭოთა მინისტრს და მთელი რიგი დიპლომატიური რევერანსების შემდეგ, უკან დააბრუნა. როდესაც ეს ყოველივე სტალინს აუწყეს, მან სიამოვნებისგან ღრმა ნაფაზი დაარტყა ჩიბუხიდან და მოლოტოვი შეაქო: „პოლიტიკური ღირსება, შეხამებული ჩვენს სამხედრო-ეკონომიკურ ძლიერებასთან, ის მძლავრი ბერკეტია, რომელიც მოწინავე ზესახელმწიფო სტატუსის შენარჩუნებაში შეგვიწყობს ხელს მსოფლიო მასშტაბით”. ამბობდა სტალინი, ხოლო ყოველივეს ლავრენტი ბერიას უწყება ასხამდა ხორცს, ძალზე ოსტატურად: რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არც ჩვენი მოქიშპე გერმანული, ბრიტანული და ფრანგული დაზვერვა გახლდათ. გარდა ამისა, ძალებს იკრებდა შეერთებული შტატების ანალოგიური სტრუქტურებიც. თუმცა, საბოლოოდ მაინც ჩვენმა ძალისხმევამ გადაწონა ყველაფერი და ბრიტანელების მიერ წამოწყებული სარისკო თამაში მათივე წინააღმდეგ მივმართეთ. სტალინი დიდად აფასებდა ბერიას ამ ღვაწლს და გაწეული სამსახურისთვის წლის ბოლოს ლენინის ორდენით დააჯილდოვა. ერთი სიტყვით, მეორე მსოფლიო ომი ოთხი თვის დაწყებული იყო, ჰიტლერი დიდი ძალისხმევის გარეშე წარმატებას წარმატებაზე აღწევდა და, მართალია, გერმანია ჯერ კიდევ არ აპირებდა საბჭოთა კავშირში შემოჭრას, მაგრამ ომი ყოველდღიურად გვიახლოვდებოდა. სტალინი ძალისხმევას არ იშურებდა, რათა ღირსეულად დახვედროდა მომავალ აგრესორს.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3