კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სალათების დიეტა

მართალია, სალათების სეზონი არ არის, მაგრა, საახალწლო პურ-მარილების შემდეგ დამძიმებულ და წონაში თუნდაც ორიოდე კილოგრამით მომატებულ სხეულს აუცილებლად სჭირდება განტვირთვა და შემსუბუქება. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა სალათების დიეტა, ოღონდ, უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი:

1. ერთი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ ერთი სახეობის სალათა;

2. სვით მხოლოდ ჩვეულებრივი სასმელი წყალი ან გაზგასული მინერალური;

3. გამორიცხეთ ყველანაირი სასუსნავი ან პურეული;

4. ყოველ დილით, უზმოზე, კარგად დაღეჭეთ უმი ბრინჯის 10 მარცვალი და მხოლოდ ორი საათის შემდეგ მიირთვით სალათის პირველი ჯერი;

5. დასაშვებია დღის განმავლობაში მხოლოდ 1 პატარა ფინჯანი უშაქრო ყავა.

„სალათის დღეების” ზედიზედ ჩატარება გაგიჭირდებათ, ამიტომ, გააკეთეთ ერთდღიანი ან ორდღიანი შუალედები. კვება უნდა იყოს 3-4-ჯერადი. სასურველია, თუ სალათას სახელდახელოდ მოიმხადებთ უშუალოდ კვების წინ.

პირველი დღე

1 პატარა კონა სალათის ფოთოლი ხელით დაფლითეთ, წვრილად დაჭერით 1 პატარა კონა მწვანე ხახვი, რამდენიმე ღერი კამა და ოხრახუში; 1 ცალი გათლილი კიტრი კი დაჭერით ფირფიტებად. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში. მოასხით თითო სადილის კოვზი ძმარი და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ ცოტა მარილი და ნახევარი ჩაის კოვზი სალათა. მოასხით 2-3 სადილის კოვზი მაწონი (ეს არის ერთი ულუფა).

მეორე დღე

ერთი ულუფისთვის გათალეთ და კუბიკებად დაჭერით თითო ცალი საშუალო ზომის ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი (შეგიძლიათ, ხილი სურვილისამებრ შეცვალოთ) და შეურიეთ 50 გრამი უცხიმო ხაჭო.

მესამე დღე

კომბოსტოს 2-3 ცალი უმი ან ოდნავ მოხალული დიდი ფოთოლი ძალიან წვრილად დაკეპეთ და ხელით ჩასრისეთ, რომ დარბილდეს. შეურიეთ 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო (მსხვილ სახეხზე გახეხილი) და რამდენიმე ღერი კამა და ოხრახუში. მოაყარეთ ძალიან ცოტა მარილი და მოასხით 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ძმარი (1 ულუფა).

მეოთხე დღე

1 პატარა კონა სალათის ფოთოლი მსხვილად დაჭერით, 1 ცალი გათლილი კიტრი – ჩხირებად; შუა-შუა დაჭერით 4-5 ცალი პომიდორი „ჩერი” (წვრილი პომიდვრები), 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი – კუბიკებად. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში (რაოდენობა – თქვენი გემოვნებით), მოასხით 1 ჩაის კოვზი ძმარი „ბალზამიკო” და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. უმჯობესია, თუ უმარილოდ მიირთმევთ. თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ, ძალიან ცოტა მარილი მოაყარეთ (1 ულუფა).

შეგიძლიათ, სალათების ვარიანტები თვითონაც გამოიგონოთ, ოღონდ, ხილიც და ბოსტნეულიც უნდა იყოს უმი ან ოდნავ მოთუთქული.

скачать dle 11.3