კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წყლის პროცედურები

კოსმეტოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ დილა-საღამოს მხოლოდ თვალები და პირი უნდა მოვიბანოთ, სახე კი ტონიკით ან სხვა გამწმენდი საშუალებით უნდა გავიწმინდოთ დოლბანდის ტამპონით; ნაწილი კი ამტკიცებს, რომ პირის დაბანა აუცილებელია დილას და საღამოს, ოღონდ, უნდა ვიცოდეთ, როგორ. უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს და ამ საკმაოდ მნიშვნელოვან პროცედურას მაქსიმალურად ამარტივებს: მოუშვებს ონკანს, ორ-სამჯერ შეიშხაპუნებს წყალს სახეზე, გაიწმენდს ხაოიანი  პირსახოცით და მერე უკვირს, რატომ გაუღიზიანდა ან დაეჭიმა სახის კანი.

კანი რომ არ დავიზიანოთ, უნდა ვიცოდეთ სწორად დაბანის რამდენიმე მარტივი წესი:

1. კანს წმენდს მხოლოდ სუფთა წყალი

მართალია, ონკანის წყალს ვსვამთ, მაგრამ, სახის კანი გაცილებით უფრო მგრძნობიარეა მასში შემავალი ბაქტერიების, კალციუმისა და მაგნიუმის მარილებისა და სხვა ნივთიერებების მიმართ, ვიდრე კუჭ-ნაწლავი. ამიტომ, ონკანის წყლით ყოველდღიურად სახის დაბანის შემთხვევაში, შესაძლოა, ნორმალური კანი გამოშრეს და გახდეს ხორკლიანი; მგრძნობიარე კანი – გაწითლდეს და აიქერცლოს (არ არის გამორიცხული ქავილის შეგრძნება); ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი სხვა საშიშროებაა – ბაქტერიები, რამაც, შეიძლება, ანთებითი პროცესები გამოიწვიოს.

მაშ, როგორ მოვიქცეთ? ძველად ქალები წვიმის წყალს აგროვებდნენ სახისა და სხეულის დასაბანად, მაგრამ, დღევანდელ ეკოლოგიურ პირობებში ამის გაკეთება, სამწუხაროდ, აღარ შეიძლება. სამაგიეროდ, არის ტექნოლოგიები, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია, ჩვეულებრივი ონკანის წყლისგან მივიღოთ ასპროცენტიანი სუფთა წყალი – ესაა წყლის ფილტრები, რომლებსაც ამაგრებენ ონკანზე ან კონკრეტულ ჭურჭელზე. ფილტრი შეიცავს გამწმენდ ნივთიერებას – აკვალენს, რომელიც აცლის წყალს ყველა მავნე ნივთიერებას: ჟანგს, მძიმე მეტალებს, პესტიციდებსა და ბაქტერიებს. ისე რბილდება, რომ, არა მარტო უსაფრთხო, არამედ, მაქსიმალურად კომფორტული ხდება კანისთვის.

2. საჭირო არ არის უკიდურესი ზომები

რა ტემპერატურის წყლით უნდა დავიბანოთ პირი? ცივი წყალი იწვევს სისხლძარღვების დროებით შევიწროებას, რაც ხელს უშლის კანის უჯრედების სისხლის მომარაგებასა და კვებას; ცხელი წყალი კი, პირიქით, აფართოებს კანის ზედაპირზე არსებულ სისხლძარღვებს და ასუსტებს მათ კედლებს, რის შედეგადაც კანი კარგავს ელასტიკურობას.

პირის დასაბანად ოპტიმალურია ოთახის ტემპერატურის წყალი – პლუს 18-დან 22 გრადუსამდე; ის იწვევს სისხლძარღვების ხანმოკლე შევიწროებას, რასაც მოჰყვება მათი ხანგრძლივი გაფართოება და, შედეგად, კანს საკმარისად მიეწოდება სისხლი, რაც აუცილებელია მისი კვების გასაუმჯობესებლად.

რჩევა: კანისთვის ძალიან სასარგებლოა კონტრასტული დაბანა (კვირაში ორჯერ): ხაოიანი პირსახოცი დაასველეთ მდუღარე წყალში, გაწურეთ და მჭიდროდ დაიფინეთ სახეზე, ოღონდ, ისეთი ცხელი არ უნდა იყოს, რომ კანი დაგეწვათ (უმჯობესია, ამ დროს წამოწვეთ). 2-3 წუთის შემდეგ პირსახოცი მოიშორეთ და სახე მსუბუქად დაიმასაჟეთ. გვირილის ან პიტნის ნაყენისგან დამზადებული კუბიკით. პროცედურა გაიმეორეთ 4-5-ჯერ. ბოლო მასაჟის შემდეგ სახე არ გაიმშრალოთ, აცადეთ, თვითონ შეშრეს. შეშრობისთანავე წაისვით მკვებავი კრემი. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროცედურისთვისაც უნდა გამოიყენოთ სუფთა წყალი.

P.S. თუ ფილტრის დაყენების საშუალება არ გაქვთ, შეიძინეთ დასალევი წყალი, რომელიც ბოთლებით იყიდება მარკეტებში.

скачать dle 11.3