კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაქვს საკმაოდ მკვეთრად გამოხატული ჭორფლი. მაინტერესებს, რეალურად არის თუ არა შესაძლებელი მისი მოშორება და როგორ?

პასუხი: ჭორფლის მოსაშორებლად ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება სელიქტიური ლაზერი (აუცილებლად გამოცდილ სპეციალისტს უნდა მიმართოთ). შედარებით მკრთალი ჭორფლი ქრება ერთი-ორი სეანსის შემდეგ, უფრო ძლიერი ჰიგმენტაციის შემთხვევაში კი 4-6 პროცედურაა საჭირო.

კითხვა: რა არის ფლოატინგი?

პასუხი: ეს არის მომადუნებელი პროცედურა, რომელიც ქმნის ღრუბლებში აორთქლების იმიტაციას. თქვენ ეშვებით წყლით სავსე რეზერვუარში, რომელშიც წყლის ზედაპირზე დაფენილია თხელი ქსოვილი (ანუ, თქვენ ქსოვილზე წვებით და ისე ეშვებით წყალში). ეფექტი – სრული ანტისტრესი.

კითხვა: რაც ასაკში შევედი (40 წლის ვხდები), სახეზე რამდენიმე ადგილას დამაჩნდა წვრილი სისხლძარღვები. არსებობს თუ არა რაიმე პროცედურა, რომელიც მათ ვიზუალურად გააქრობს?

პასუხი: დიახ, არსებობს. ასეთ პროცედურას ჰქვია „ლაზერული კოაგულაცია.” იდეალური შედეგის მისაღებად საკმარისია 5-7 სეანსი.

კითხვა: რა შეიძლება იყოს სახის კანზე სისხლძარღვოვანი „ვარსკვლავების” გაჩენის მიზეზი?

პასუხი: მიზეზი ბევრია: ულტრაიისფერი სხივებით სისხლძარღვების დაზიანება, ჰორმონული მალამოების უკონტროლოდ გამოყენება და ასე შემდეგ. ცხვირზე გაჩენილი წვრილი სისხლძარღვები კი მიუთითებს სასუნთქი სისტემის პრობლემებზე.

კითხვა: შეიძლება თუ არა სალონში ფრჩხილების გამაგრება?

პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგალითად, არსებობს მეთოდი, რომელშიც საერთოდ არ გამოიყენება ლითონის ინსტრუმენტები, ლაკსა და კრემებს კი სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. ფრჩხილების მტვრევადობა მთლიანად იკურნება 3 თვეში.

კითხვა: რომელი წყალია თმისთვის უმჯობესი – ონკანის თუ ანადუღარი?

პასუხი: თმისთვის უმჯობესია ანადუღარი წყალი, მით უფრო, თუ თქვენს ონკანში ხისტი წყალი მოედინება (რადგან ის თმაზე ტოვებს თხელ თეთრ ნალექს, თმა უხეშდება და უფერულად გამოიყურება); ანადუღარი წყალი კი არბილებს თმას და ბზინვარებას სძენს მას.

 

скачать dle 11.3