კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საკვები პროდუქტი ებრძვის კიბოს განვითარებას

რომელი საკვები პროდუქტი ებრძვის კიბოს განვითარებას

საკვები ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ბევრ მათგანს მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისებაც გააჩნია. კერძოდ:

სატაცურში შემავალი ნივთიერებები აფერხებს უჯრედებში მიმდინარე ონკოლოგიურ პროცესებს. სატაცურის რეგულარული მიღება დაგიცავთ ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის კიბოსგან.

ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. ჩართეთ ის ყოველდღიურ რაციონში, რადგან კალორიებს მცირე დოზით შეიცავს, ცხიმებს კი – საერთოდ არა. ის სასარგებლოა მხედველობისთვის.

პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. ის C ვიტამინის საბადოცაა.

ნიორი ამარაგებს გულს, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ასევე, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. კარგად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ებრძვის შარდსასქესო ორგანოების ინფექციებს.

ორაგული ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც ომეგა 3-ს უწოდებენ. ეს უკანასკნელი კი იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აფერხებს დაბერების პროცესს.

მწვანე ჩაი მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს და ხელს უშლის ადრეული სიმსივნეების ზრდის პროცესს. თუ მწვანე ჩაის ყოველდღიურად დალევთ, ეს კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ.

შვრიის რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს დასაშვებ ზღვარზე მეტად არ ზრდის. ის სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას. კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლადაც.

ყურძნის კანი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს. მათ შორის ერთ-ერთია რესვერატორული ოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულისთვის ძალიან სასარგებლოა.

ნუშში, ნიგოზსა და თხილში შემავალი ცხიმი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის – ამცირებს ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ეს კი, აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს.

გაითვალისწინეთ, რომ სწორად შერჩეული ყოველდღიური საკვები თავიდან აგაცილებთ საშიშ დაავადებებს და ამით დააზღვევთ საკუთარ ჯანმრთელობას ღრმა სიბერემდე.

 

რა დაავადებაა მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი და რატომაა ის საშიში

მსხვილი ნაწლავის დიფუზური პოლიპოზი ნაწლავების ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა. მას ახასიათებს ნაწლავის ლორწოვან გარსზე მრავლობითი სხვადასხვა ფორმისა და ზომის პოლიპის წარმოქმნა, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. თავიდან პოლიპები პატარა ზომისაა, შემდეგ იზრდება და თუ დროულად არ მოხდა მათი ამოკვეთა ქირურგიული გზით, ისინი ავთვისებიან ფორმად გარდაიქმნება. სხვათა შორის, ეს დაავადება ხშირად მემკვიდრეობით გადადის.

დიფუზური პოლიპოზის სამი ფორმა არსებობს: პირველი ფორმა ვლინდება სიცოცხლის პირველივე თვეებში ან წლებში. ახალშობილს ტუჩების ლორწოვანზე, ლოყების შიგნითა ზედაპირზე, სახის კანზე აქვს ჭორფლისმაგვარი, ღია ყავისფერი პიგმენტური ლაქები; დაავადების მეორე ფორმას იუვენილური პოლიპოზი ეწოდება. ის დაახლოებით 10-11 წლის ასაკში ვლინდება. გახშირებულია ბავშვის დეფეკაცია, განავალი კი თხელია, სისხლის მინარევებით; ვითარდება ანემია. თუ ამ დროს  ოპერაცია არ ჩატარდა, პროგრესირდება სისუსტე, ფერხდება ფიზიკური, სქესობრივი და გონებრივი განვითარება, ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები; მესამე ფორმაა პროლიფერირებული დიფუზური პოლიპოზი, რომელიც დაახლოებით 16-17 წლის ასაკში ვლინდება. თუ დიაგნოზი დასმულია, ოპერაცია აუცილებელია, რადგან, ამ ფორმის პოლიპები სწრაფად იზრდება და გარდაიქმნება ავთვისებიან ფორმად. დაავადების სხვა ფორმების დროს პოლიპები ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ, ასაკში შესვლისას, ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნება.

დაავადება შეიძლება, გამოვლინდეს ნაწლავური აშლილობით; ხშირია დეფეკაცია, თხიერი, სისხლისა და ლორწოს მინარევებით; პერიოდული, ყრუ ტკივილებით მუცლის ქვედა არეში, მუცლის შებერილობით და ასე შემდეგ. ამას თან ახლავს ბოყინი და გულძმარვა. გარეგნულად კი აღინიშნება ტუჩების, სახის კანისა და ხელისგულების პიგმენტაცია, ლიპომები, ანუ ცხიმოვანი ქსოვილის წარმონაქმნები. ადამიანს აღენიშნება სისუსტე, დაღლა, მადის დაქვეითება, შრომისუუნარობა, იმუნიტეტის დაქვეითება; ასევე, ანემია, ცილოვანი ცვლის დარღვევა, ღვიძლისა და პანკრეასის ფუნქციების მოშლა. მკურნალობის სხვადასხვა არაოპერაციული მეთოდი ასეთ დროს შედეგს არ იძლევა.

რისკის ჯგუფს კი მიეკუთვნებიან პოლიპოზით დაავადებულთა სისხლისმიერი ახლო ნათესავები; ავადმყოფები, რომლებსაც პოლიპები აღმოაჩნდათ კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში. ასევე, ვისაც აქვს მრავლობითი ლიპომები, ათერომები, ფიბრომები; სუსტი, ანემიური, ფიზიკურად ცუდად განვითარებული მოზარდები; ხშირი ფაღარათიანობას, განავალში სისხლისა და ლორწოს მქონე პირები. ასეთ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ექიმთან, რათა შესაძლო გართულებებს აარიდონ თავი.

 

რატომ არის ანგინა საშიში დაავადება და როგორ მოვუაროთ სუსტ ყელს

ანგინა გლანდების, ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. ის მწვავედ იწყება – ამ დროს ადამიანს აწუხებს ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. სხეულის ტემპერატურა იმატებს. ადამიანს ახასიათებს საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, კისრის მიდამოებსა და ყბის ქვეშ არსებული ლიმფური კვანძების გადიდება.

ანგინა თითქოს მარტივი დაავადებაა, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ანთება შესაძლოა შუა ყურზეც გადავიდეს და ჯირკვლის ირგვლივ რბილი ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც გართულებები მოსდევს. ნუშურა ჯირკვლების ანთების გადატანიდან ერთ თვეში, შეიძლება, განვითარდეს რევმატიზმი, თირკმელების ანთება, გართულებები გულზე. ასევე, ანგინა უარყოფით კვალს ტოვებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, იწვევს ქოლეცისტიტსა და გასტრიტს.

ანგინის დროს ინიშნება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. თუ ანთების გამომწვევი სოკოა, ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. ასევე, ეფექტურია ადგილობრივი ზემოქმედების პრეპარატები, მაგალითად, აეროზოლები, სავლები საშუალებები, რომლებიც სალბის, ევკალიპტის, გვირილის ან სოდიანი წყლის შემადგენლობით მზადდება. მარილიანი სავლები შეგიძლიათ, ყოველ ორ საათში ერთხელ გამოივლოთ ყელში. ის ასე მზადდება: ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი სადილის კოვზი სუფრის მარილი.

თუ ანგინას თან ახლავს მაღალი სიცხე, აუცილებლად უნდა დაწვეთ და მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები, მიირთვით ბულიონი, პიურე, სვით კომპოტი და ჩაი.

თუ სუსტი ყელი გაქვთ, მოერიდეთ ცივი სითხეების დალევას, რადგან ყელის გაციება ანგინის განვითარებას უწყობს ხელს. უნდა სვათ ვიტამინების კომპლექსი ან იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, რომ ორგანიზმი გააძლიეროთ. უნდა მოერიდოთ ინფექციის კერებს, განსაკუთრებით ვირუსული ეპიდემიის დროს, რადგან ინფექციის გადადება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, მაგალითად,  დაცემინებით ან დახველებით. ასე რომ, თუ სუსტი ყელი გაქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას თავად უნდა მიხედოთ და დროულად ჩაიტაროთ პროფილაქტიკური საშუალებები, რათა გართულებები თავიდან აიცილოთ.

 

ხშირად დააკვირდით თვალებს და გაარკვიეთ რომელი ორგანო გაწუხებთ

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა შეიძლება. მათში აისახება ძილის უკმარისობა, კვების დეფიციტი, სასიცოცხლო ენერგია, დაავადებები და ასე შემდეგ.

ელვარე, გამობურცული თვალები, რასაც თან ერთვის წონაში დაკლება, ჭარბი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა, ჰიპერთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მაღალი აქტივობის ნიშანია.

ფერმკრთალი კონიუნქტივი ანემიის სიმპტომია. თუმცა, სანამ რკინის შემცველ პრეპარატს შეიძენთ და მის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეამოწმეთ ჰემოგლობინის დონე და გაარკვიეთ ანემიის გამომწვევი მიზეზი.

მუქი წრეები თვალების გარშემო, გადაღლისა და სტრესის ნიშანია.

თვალების ქვეშ ტომსიკები გულის, თირკმელების ან ფარისებრი ჯირკვლების ცუდი მუშაობის მანიშნებელია. ამ დროს მიირთვით უმარილო საკვები, რადგან მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს და იწვევს შეშუპებას.

თვალის სიწითლე, ქავილი და წვა, უმეტესად ალერგიის ან გაციების ნიშანია. ასევე, შესაძლოა, უხარისხო კოსმეტიკისა და ლინზების არასწორი მოხმარების ბრალი იყოს.

თვალზე გაჩენილი ჯიბლიბო, იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის სასწრაფო აღდგენას ითხოვს.

 

კივი სტენოკარდიის დროს შეუცვლელი ხილია

კივი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ასევე, E ვიტამინსა და მაგნიუმს. მასში ბევრია კალციუმი, რომელიც მაღალი წნევის დროს შეუცვლელია.

გაციებისა და გრიპის დროს სამი ცალი კივისგან მოამზადეთ ფაფა და მიირთვით. ეს სრულიად საკმარისია, რომ დაავადება შეგიმსუბუქდეთ.

ნოყიერი საკვების შემდეგ, რამდენიმე ცალი კივის ჭამა მოგიხსნით კუჭის სიმძიმის შეგრძნებას, ასევე, გულძმარვას.

კივი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. არ იწვევს ალერგიას, დიდი რაოდენობით შეიცავს სეროტონინს, რის საშუალებითაც ადამიანის ორგანიზმს სტრესისგან იცავს.

სტენოკარდიის დროს, კარგია კივის ჯემი, რადგან სწრაფად ხსნის შეტევას.

კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ენაზიმს, რომელიც აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. დილა-საღამოს მიირთვით ის და წონაში დაკლება არ გაგიჭირდებათ.

ხშირად მიირთვით ზღვის კომბოსტო და ამით დაარეგულირეთ იმუნური სისტემა

ერთფეროვანი საკვები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამ დროს ტვინი არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს, ორგანიზმში კი გროვდება მავნე ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინსა და გულზე.

საკვებ რაციონში ზღვის კომბოსტოს კვირაში ერთჯერადი შეტანაც კი, ისევე იცავს ფარისებრ ჯირკვალს, როგორც ერთი თვის განმავლობაში მულტივიტამინების მიღება. ეს პროდუქტი ჩიყვის განვითარებასაც აგაცილებთ თავიდან. ზღვის კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს იოდის ათვისებაში ეხმარება. გარდა ამისა, მისი რეგულარულად მიღება სისხლში ქოლესტერინს ამცირებს და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ზღვის კომბოსტო, ასევე, სასარგებლოა იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევისას.

скачать dle 11.3