კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  რას ადგენს პაპ-ტესტი და მტკივნეული პროცედურაა?

პასუხი: პაპანიკოლაუს ტესტი (პაპ-ტესტი, ცერვიკალური ნაცხი) - მნიშვნელოვანი სკრინინგული კვლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ეს ხელმისაწვდომი, მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია. ჩატარებამდე 48 საათის განმავლობაში არ მიიღოთ შხაპი, ხოლო 24 საათის განმავლობაში თავი აარიდეთ სქესობრივ ურთიერთობას. 

კითხვა: 8 წლის გოგოს აწუხებს შეკრულობა, კვირაში შეიძლება 2-ჯერ გავიდეს კუჭში. რაციონს ვუმდიდრებ ხილით, წვნიანებით, ბოსტნეულსაც ჭამს, მაგრამ მაინც ეს პრობლემა გვაქვს. რა ანალიზი უნდა გავუკეთო, რომ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, ან ვისთან მივიყვანო?

პასუხი: რაციონში უნდა ჩართოთ მაწონი, კეფირი, შავი ქლიავის, გარგრის ჩირის კომპოტი, წვნიანი საკვები, დაღერღილი ხორბლის ფაფა, მწვანილი (განსაკუთრებით ოხრახუში ცოცხლად). არ არის რეკომენდებული ცხიმიანი საკვები, ცხიმიანი ხორცის ნახარში, მანის ფაფა, მაკარონი, კისელი. საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს სითხე, წყალი. ყაბზობის პრობლემის დროს საჭირო ხდება განავლის საერთო ანალიზი, განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (დისბაქტერიოზზე) და განავალი ჰელმინთებზე. მაგრამ, გირჩევთ, კვლევას დამოუკიდებლად ნუ დაიწყებთ. დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობის მიზნით, ბავშვთა გასტროენტეროლოგს მიმართეთ. 

კითხვა: ვარ 20 წლის და თითქმის ყველა ფრჩხილზე მაქვს თეთრი ლაქა, პერიოდულად ჩნდება და მერე ისევ ქრება.  რის ბრალია? 

პასუხი: თქვენი აღწერით, საქმე უნდა გვქონდეს ლეიკოონიქიასთან (ფრჩხილებზე თეთრი ლაქები). ხშირად ასეთ დროს ხდება მეორადად სოკოვანი ინფექციის შეჭრა. ამიტომ, უნდა გაკეთდეს ფრჩხილის ანათალის ანალიზი სოკოზე. ასევე, უნდა გაიკეთოთ განავლის ანალიზი ჰელმინთებზე. გირჩევთ - ჩაის ხის ზეთის შეზელას (აქვს ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური მოქმედება) 2-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში; ასევე, ზეთოვანი A ვიტამინის შეზელას, ზღვის მარილის აბაზანებს. 

კითხვა: შარდის მომწვანო ფერი შეიძლება, ნაღვლის ბუშტის ბრალი იყოს?

პასუხი: შარდი მომწვანო-მოყვითელო ფერის შეიძლება, იყოს შემდეგი პათოლოგიების დროს: მექანიკური სიყვითლე, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პანკრეასის თავის კიბო. ასევე, შარდი მწვანე ფერს იღებს, თუ მასში ბაქტერია ფსევდომონა გაჩნდა. ამიტომ, ზუსტი მიზეზის დასადგენად, აუცილებელია, ჩააბაროთ შარდის ანალიზი.

კითხვა: საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს შესაძლებელია თუ არა დაფეხმძიმება?

პასუხი: თავისთავად, საშვილოსნოს ყელის წყლული ორსულობის დადგომას ხელს არ უშლის. მთავარია, გაირკვეს წყლულის გამომწვევი მიზეზი. თუ წყლული სქესობრივად გადამდები ინფექციით არის გამოწვეული, მაშინ არა მხოლოდ დაორსულებას, არამედ შესაძლებელია ორსულობას შეექმნას საშიშროება – კერძოდ, მუცლის მოშლის, ნაყოფის სიმახინჯეების საშიშროებაა. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, განსაზღვროს საშვილოსნოს ეროზიის საფრთხე ორსულობისას.

 

скачать dle 11.3