კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის რომელი ვარსკვლავები გახდნენ ტოპ-კლუბების მწვრთნელები

რამდენიმე ხნის წინ, ჰოლანდიელი ვარსკვლავი კლარენს ზეედორფი იტალიური „მილანის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა, არადა, ზეედორფი ახალ წლამდე „ბოტაფოგოს” ფეხბურთელი გახლდათ და სულაც არ ფიქრობდა სამწვრთნელო საქმიანობაზე. გთავაზობთ ფეხბურთის იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს, რომელთა სამწვრთნელო კარიერა ტოპ-კლუბით დაიწყო.

ხოსეპ გვარდიოლა – „ბარსელონა”

მიუნჰენის „ბაიერნის” ამჟამინდელი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, 43 წლისაა და მან უკვე მოასწრო მუშაობა ევროპის ორ სუპერკლუბში. გვარდიოლა იმდენად მოულოდნელად გახდა მწვრთნელი, რომ, ბევრი ვერც კი იფიქრებდა, ის თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი თუ გახდებოდა. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან ერთ წელიწადში გვარდიოლას „ბარსელონის” მეორე გუნდის მწვრთნელობა შესთავაზეს, ხოლო 2008 წელს ის კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი გახდა. გვარდიოლას მწვრთნელობისას „ბარსელონამ” სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, მოიგო ესპანეთის სამეფო თასი, „უეფას” სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 

რუუდ გულიტი – „ჩელსი”

1995 წელს ჰოლანდიელი რუუდ გულიტი ლონდონის „ჩელსის” შეუერთდა „თავისუფალი აგენტის” სტატუსით, ხოლო, ერთი წლის შემდეგ, „არისტოკრატების” ხელმძღვანელობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 34 წლის გულიტი გუნდის მოთამაშე-მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნა. გულიტის დანიშვნა წარმატებული იყო „ჩელსისთვის”, რადგან, კლუბმა უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში პირველი ტიტული – ინგლისის თასი მოიგო, ხოლო პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა. მომდევნო სეზონში გულიტსა და „ჩელსის” საქმეები კარგად მისდიოდათ, თუმცა, მოულოდნელად, ლონდონური კლუბის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გულიტი თანადებობიდან მოხსნა.

ჯანლუკა ვიალი - „ჩელსი”

გულიტი, ჯერ კიდევ „ჩელსის” მთავარი მწვრთნელობის დროს, მოითხოვდა იტალიელი ჯანლუკა ვიალის ყიდვას და მაშინ ის, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სწორედ ვიალი ჩაანაცვლებდა მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე.   ვიალი მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა „ჩელსიში” და ამჟამად კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მენეჯერად ითვლება. ვიალისთან ერთად „ჩელსიმ” მოიგო: ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი, თასების მფლობელთა თასი, „უეფას” სუპერთასი და გახდა ინგლისის პრემიერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი. 2000 წელს ჯანლუკა ვიალი წავიდა თანადებობიდან და, იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნად მწვრთნელად სახელდებოდა, მან ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა და ამჟამად კომენტატორად მუშაობს.

ლორან ბლანი – „ბორდო”

„პარი სენ-ჟერმენის” ამჟამინდელმა მწვრთნელმა კარიერა 2007 წელს დაიწყო „ბორდოში”. 2000-იანი წლების შუა პერიოდში „ბორდო” საფრანგეთის წამყვანი გუნდი იყო; მართალია, ტოპ-კლუბობამდე ბევრი აკლდა, თუმცა, გამოუცდელი მწვრთნელისთვის ეს ნამდვილი გამოწვევა იყო და ბლანმაც გაამართლა იმედები. ბლანთან ერთად „ბორდომ” მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის ლიგის თასი და საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ბლანის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩა, „ნაციონალური საფეხბურთო ასოციაციისთვის” და 2010 წელს ის „სამფეროვანთა” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც 2012 წლამდე იმუშავა.

ჩირო ფერარა – „იუვენტუსი”

წარსულში „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” მცველი ჩირო ფერარა საფეხბურთო კარიერას 2005 წელს გამოეთხოვა და მცირე ხანს იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში საქმიანობდა, საიდანაც 2009 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, დაწინაურდა და ტურინის „იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ტურინული სუპერკლუბის მესვეურთა მხრიდან ეს იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, რადგან, იმ დროს „იუვე” კრიზისს განიცდიდა და გაცილებით გამოცდილი მწვრთნელის დანიშვნას ელოდნენ ქომაგები. ჩირომ ვერ გაამართლა ქომაგთა იმედები – 29 მატჩიდან, მწვრთნელის რანგში, მან მხოლოდ 13-ში გაიმარჯვა, რასაც მისი თანამდებობიდან მოხსნა მოჰყვა.

სამი ჰიუპია –  „ბაიერ ლევერკუზენი”

ქერათმიანი ფინელი მცველი, სამი ჰიუპია, „ლივერპულში” ასპარეზობდა და თავის პოზიციაზე პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 2009 წელს ჰიუპია გერმანულ „ბუნდესლიგაში” გადაბარგდა და „ლევერკუზენის” საკვანძო ფიგურად იქცა, ხოლო, მას შემდეგ, რაც ჰიუპიამ კარიერა დაასრულა, ის უმალ დაიბარა კლუბის ხელმძღვანელობამ და გუნდის გაძღოლა შესთავაზა. ამჟამად სამი ჰიუპია „ბუნდესლიგის” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია და მისი „ბაიერ ლევერკუზენი” მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

скачать dle 11.3