კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არგენტინელების ქომაგობა დაიწყო

როდმანი ალკოჰოლიზმისგან

იკურნება

სკანდალურმა ექსკალათბურთელმა, დენის როდმანმა, ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან განკურნების მიზნით, ნარკოლოგიურ კლინიკას მიმართა. ლეგენდარული სპორტსმენის აგენტის თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებული დენის როდმანი ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა და ამის გამო მიეძალა ალკოჰოლს. ფხენიანში ყოფნისას როდმანმა მხადაჭერა გამოუცხადა კიმ ჩენ ინის კომუნისტურ რეჟიმს და, ამერიკელ მისიონერ კენეტ ბეს, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დასდეს ბრალი და რომელიც ჩრდილოეთ კორეის ციხეში 15-წლიან სასჯელს იხდის, საქციელი დაუწუნა. მოგვიანებით ამერიკაში დაბრუნებულმა როდმანმა განცხადება გააკეთა, რომ ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და, ალკოჰოლური თრობის მომენტში, არ ახსოვდა, რა განცხადებებს აკეთებდა.

 

არგენტინელების ქომაგობა დაიწყო

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საკმაო დროა დარჩენილი, თუმცა, მუნდიალზე გასული ქვეყნების შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა უკვე დაიწყეს საკუთარი პროგნოზების გაკეთება და ერთ-ერთმა პირველმა მხარდაჭერა თავის მშობლიურ ნაკრებსა და პერსონალურად ლიონელ მესის, არგენტინელმა მოდელმა, დორისმარმა გამოუცხადა. თამამი ფოტოსესიებით განთქმულმა დორისმარმა განაცხადა, რომ ლიონელი ბრაზილიაში ყველას დაუმტკიცებს თავის ნიჭიერებას და „ფიფას” თასს ბუენოს-აირესში ჩაიტანს. დორისმარი არგენტინის ნაკრების ყველა მატჩზე გეგმავს დასწრებას და სტადიონზე  ცეცხლოვან  გულშემატკივრობას აპირებს.

 

„დაღესტნელი” ეტო’ო

„ისტორიაში პირველი დაღესტნელი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა” – ასეთი ჩანაწერი გააკეთა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე კამერუნელმა სამუელ ეტო’ომ მას შემდეგ, რაც „ჩელსიმ” მის მიერ გატანილი სამი გოლით დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი”. შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტო’ო 2011-2013 წლებში მახაჩკალის „ანჟის” რიგებში ირიცხებოდა და მას დაღესტნის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. 

 

ეკლსტოუნს 10-წლიანი

ციხე ემუქრება

„ფორმულა 1-ის” მფლობელს, ავტოსამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს, მილიარდერ ბერნი ეკლსტოუნს, 10-წლიანი სასჯელი ემუქრება ქრთამის მიცემის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, 83 წლის ეკლსტოუნმა 45 მილიონი დოლარი გადაუხადა ბანკირ გერჰარდ გრიბკოვსკის, რათა მას „ფორმულა 1-ის” აქციები ნაკლებ ფასად გაეყიდა. თავად გრიბკოვსკის ქრთამის აღების გამო უკვე მიესაჯა 8,5-წლიანი სასჯელი და ამჟამად გამოძიება ეკლსტოუნის ბრალეულობის დადგენაზე მუშაობს.

скачать dle 11.3