კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში „იჭრებიან“ მამაკაცები ეკო ფანგანთან და რატომ ვერ ატყუებენ მას ვერასდროს

არ გამკვირვებია, როდესაც ეკა ხოფერიამ, საახალწლო გადაცემაში ეკო ფანგანი წლის რესპონდენტად დაასახელა. ის არის სავსე პოზიტივით, ენერგიით, არ იშურებს ღიმილსა და სიტყვებს მაყურებლისთვის, მკითხველისთვის. ყველა თემაზე თავისუფლად საუბრობს. კითხვა არ დამისვამს, მაგრამ რაღაც დოზით, ალბათ, ბირთვულ ფიზიკაშიც ერკვევა. იცის ყველაფერი „ქალურ თემებზე“ და აქვს სილამაზის უამრავი რეცეპტი. სხვა რა სჭირდება ბულვარულ ჟურნალს თუ თოქ-შოუს?! 

 

 ეკო ფანგანი: ჩემს გარეგნობაზე, ცვლილებებზე და კიდევ უამრავ თემაზე იმდენი ვილაპარაკე, იმდენ გადაცემაში ვიყავი, რომ ეკა ხოფერიამ წლის ყველაზე მოთხოვნად რესპონდენტად დამასახელა. ცხვირზე და მსგავს ცვლილებებზე ლაპარაკი დამთავრდა 2013-ში და ახალი წლიდან, მზად ვარ ბრძოლის, თავდადებისა და თავგადასავლებისთვის. 

– უკვე შეეგუე შენს ახალ ვიზუალს?

– ჩაჯდა, დაცხრა და ყველაფერი რიგზეა. იქიდან გამომდინარე, რომ ცხვირის წვერი შევისწორე მხოლოდ და ზემოთ ხელი არ მიხლია, უფრო მეტად იყო შესიებული, ვიდრე სხვა შემთხვევებში. სისულელე ყოფილა, როცა ამბობენ, მხოლოდ შევისწორე ცხვირი და არ დამითხელებიაო. ან წვერს იკეთებ ან მთლიანად – ამაში გამარკვიეს ექიმებმა. ჩემი ცხვირი, რომელიც ისედაც არ არის ძალიან თხელი, კიდევ უფრო გასივდა და კარტოფილივით მეჯდა (იცინის). ახლა ცხრება და ძალიან მომწონს. თუ ვინმეს არ მოსწონს, ეს საერთოდაც არ მაინტერესებს. ძალიან დიდი ბოდიში, ადამიანები ძალიან მიყვარს, მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რაც მე მინდა და მომწონს. ვინ რა იცის იმ ნიუანსებზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ან იქნებ, უბრალოდ, ცვლილება მინდოდა?! ძალიან მიხდება, ძალიან ლამაზი ვარ... (იცინის).

– სოციალურ ქსელებში ხშირად იყო გაღიზიანებული ხალხის კომენტარები, ვინც აკრიტიკებდა შენ ხშირ გამოჩენას სხვადასხვა არხზე. რის გამო იქეცი საყვარელ სტუმრად?

– თავს კი არ ვიქებ, მაგრამ ბევრისგან გამიგია, იგივე პროდიუსერების თუ, წამყვანებისგან, რომ კარგი რესპონდენტი ხარ, შეგიძლია, საზოგადოება გააჩუმო და იმ წუთში, შენი გავლენის ქვეშ მოაქციო ან როგორც მინიმუმ, მოგისმინონო. სხვათა შორის, წამყვანადაც ამის გამო მიწვევენ და „დღის შოუს“ შემთხვევაშიც, ასე იყო. ყველა ადამიანმა თავისი საქმე კარგად იცის და ალბათ, საჭიროდ ჩათვალეს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ვჭირდებოდი. შეიძლება, ვიღაც პროფესორია რაიმე დარგში, მაგრამ ეს ჟურნალი როგორ გააკეთო და ინტერვიუ ვისგან აიღო, ამას ვერ გასწავლის. ამის გამო სულ ისმის ჩემი მისამართით კითხვები: რა გამიკეთებია, ვინ ვარ საერთოდ... ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი სხვადასხვა სფეროში და ნასწავლი სხვადასხვა უნივერსიტეტში. სხვადასხვა რაღაცეებით მოვედი აქამდე. 

– „დღის შოუში“ მაინც მეგონა, რომ მუდმივ წამყვანად გიხილავდი...

– ზუსტად საჩემოა ის რუბრიკა, რაც მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ. ვსაუბრობ თავის მოვლაზე, სილამაზეზე, მოდაზე. ვაკეთებ სიუჟეტებს სილამაზის ცენტრებიდან, მაღაზიებიდან. მაქვს გარე გადაღებები და შემდეგ ამ ყველაფერს ერთგვარად უკვე სტუდიაში, ყოველ პარასკევს ვაჯამებ. 

ძალიან საინტერესოდ შემოვედი ამ გადაცემში. „ფეისბუქზე” დაანონსდა, რომ „დღის შოუ“ ახალ წამყვანს ელოდებდა და იყო ერთწინადადებიანი მინიშნება – გამოიცანით ვინ არის? აქვს სტილის კარგი გრძნობა, არის ქალი და კიდევ რაღაც ერთი, აღარ მახსოვს. აი ამ, სრულიად ზოგადი დახასიათებით, რომლითაც შანსი არ იყო, რამეს მიმხვდარიყავი, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიცნო და მე დამასახელა. შოკში ვიყავი. მერე უკვე პარასკევს, ეთერში ცოტა გვიან შევედი, ნიღაბი მეკეთა და ნანიკომ დაითვალა, სანამ ნიღაბს მოვიხსნიდი, შვიდასი კომენტარი მოვიდა. ყველა ამბობდა, ეკოაო. მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს, ასეთი აქტიურობის და გამოხმაურებისთვის. 

– თავად როგორ უვლი თავს?

– სახის კანს ვუჩივი. მთელი ცხოვრება ვირუჯებოდი და ახლა, ცხვირის გამო, არ შეიძლება ცოტა ხანს. სოლარიუმში ცხრა წელი ისე ვიცხოვრე, დღე არ ყოფილა რუჯის გარეშე. ამის გამო, ჩემი კანი ცოტა მოიჩლაჩა, მაგრამ ტანზე კი ვარ ბავშვივით, არაფერი მაქვს საწუწუნო. კარგ მდგომარეობაშია სხეულზე კანი. მადლობას ვუხდი ჩემს გენს. ბავშვების გაჩენის შემდეგ, დედაჩემს და დეიდაჩემს საერთოდ არ შეცვლიათ კანის სტრუქტურა. რატომღაც არავის სჯერა, რომ არ ვვარჯიშობ, კუნთიანი სხეული მაქვს. არ ვეწევი სიგარეტს და ბოლო ერთი წელია, არ ვსვამ არანაირ გაზიან სასმელს. წყალი ძალიან კარგია, მაგრამ ბევრს არ ვსვამ. ერთი პერიოდი ავიჩემე და დღეში სამ ლიტრს ვსვამდი. როგორც მინიმუმ, კაცი მინდოდა ვყოფილიყავი, ისეთი სიხშირით მინდებოდა საპირფარეშოში (იცინის). ასევე, არ ვჭამ ღორის ხორცს. ბოტკინი მაქვს გადატანილი, რომელიც რომ დამთავრდა და მოვრჩი, მერე გავიგე (იცინის). რაღაც პერიოდი არ შეიძლებოდა ღორის ხორცის ჭამა და მერე ნელ-ნელა გადავეჩვიე. არადა ვაფრენდი „ხალადეცზე”. უბედნიერესი ვიყავი ძმრიან „ხალადეცს” რომ ვჭამდი. გადავწყვიტე, მარტო „ხალადეცს” მაინც შევჭამ-მეთქი, მაგრამ ვერა... მოკლედ, ღორის ხორცს არ და ვერ ვჭამ. ესაა სულ ჩემი სილამაზის ფორმულა. 

– ინტერვიუს დაწყებამდე ბედნიერებაზე, მამაკაცებზე ვსაუბრობდი. ხომ არ გავათამამეთ მამაკაცები ყოველმხრივი კომფორტით? უნდა იყო ლამაზი, სულ მოწესრიგებული, საქმეში წარმატებული, სახლი დალაგებული, სადილი გაკეთებული, ბავშვები მოვლილი და ასე შემდეგ... 

– ძალიან ცოტა მამაკაცს ვიცნობ ასეთს, მაგრამ ნამდვილად არსებობენ, რომლებსაც ცოლთან ყველაფერი თანაბრად აქვთ გადანაწილებული. მათი ცოლები არიან ლამაზები, საქმიანები, ბავშვები მოვლილი, სკოლაში გაშვებული, დაბანილ-ნამეცადინები. ამასობაში ქმრებიც ძალიან წარმატებული არიან თავიანთ საქმეში, ძლიერი ტიპები, სახლშიც ბევრ საქმეს რომ აგვარებენ. ისინი ყოველთვის ერთად წყვეტენ ყველანაირ საკითხს, დაკავებული არიანი საყოფაცხოვრებო თემებით, დადიან ბაზარში. ანუ... თუ ადამიანს უნდა, ყველაფერი შესაძლებელია – ყველა მიმართულებით შექმნის კომფორტს. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ქვეყანაში ქალებს ბევრად მეტი შეუძლიათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან ზარმაცი კაცები გვყავს. პროცენტულად ასეა. თუ კაცი მუშაობს და წარმატება აქვს მორჩა, მის გარშემო ყველა მონა უნდა იყოს და სხვა აღარაფრის მოთხოვნის უფლება არ გრჩება. თან, ეს წარმატებაც არ აქვს ყველას. სულ ქალების კისერზე გადადის ყველაფერი. სახლის საქმე მხოლოდ სადილი და სარეცხი არ არის. კიდევ ბევრი სამუშაოა, რაც კაცის გასაკეთებელია. ამას პლუს ურთიერთობები, მათი დალაგება. ვალდებულებები მაშინ არის თანაბარი, როცა უფლებებია თანაბარი. ამიტომაც, ყველაფერი უნდა იყოს გათანაბრებული და გაწონასწორებული. ქალი, რომელიც მუშაობს, ბავშვებს უვლის, სახლში ყველაფერს აკეთებს, მისახედი ჰყავს ქმრის გაუთხოვარი მამიდა, ბიცოლა, უცოლო ასაკოვანი ნათესავი და ამ დროს ქმარი ბოდიში და წინ და უკან „გულაობს“ – ეს საშინელებაა. „გულაობა“ მხოლოდ ქალებთან ურთიერთობა არ არის, ამაში ვგულისხმობ მათ დაუმათვრებელ სმას, გართობას, ძმაკაცებთან ღამის თენებებს... კოშმარია. როგორც ქალი უნდა იყოს თავისი ქმრისა და ოჯახის ერთგული, ზუსტად იგივე მოეთხოვება კაცს. თუ ქმარს ძმაკაცებთან გართობა უნდა, ცოლსაც ჰყავს მეგობრები. მე ასე ვცხოვრობ, შენ ასე ცხოვრობ, მაგრამ როგორც ვაკვირდები, ეს მაინც ერთეულების შემთხვევაშია ასე და მასობრივად, ქალებს ასე თავის მეგობრებთან გართობის უფლება არ აქვთ. 

– არის ასეთი გამოთქმა, რომ კაცი არსებობს ქალისთვის ან ძმაკაცებისთვის. ორივე ერთად არ გამოდის. ეთანხმები?

– ძალიან ცუდია, მაგრამ არსებობენ კაცები, რომლებსაც მიაჩნიათ, თუ საყვარელ ქალს ხელის გულზე ატარებენ, ეს რაღაც არაკაცურ საქციელში ჩაეთვლებთ, თუ რაღაც ეგეთი დებილობა. რა თქმა უნდა, ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც წარმატებულიცაა, ძმაკაცებთანაც დროს ატარებს და ულამაზესი ცოლიც ჰყავს, რომელიც ყურადღების გარეშე ერთი წუთით არ რჩება – ერთად ერთობიან, ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს. ნორმალურ ოჯახში ასეც უნდა იყოს. მაგრამ, ისეთი მეგობრებიც მყავს, როცა ცოლ-ქმარი, ორივე ჩემი მეგობარია და უთქვამთ, ნეტა, ჩემი ცოლი შენთან რომ არის, ისეთი იყოს სულო. ანუ, ბევრნაირი შემთხვევა არსებობს, მაგრამ პროცენტულად, დიდ ნაწილს მაინც ცოლი სახლში ჰყავს და თვითონ ერთობა. აი, ძმაკაცს რაღაც უჭირს და სადღაც გავყევი – იცოდეთ, გოგოებო, ამ დროს გატყუებენ (იცინის). შეიძლება, სხვა ქალი არაფერ შუაშია, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ისე სვამენ, შეიძლება, მეორე დღემდე ვერ მოვიდეს. რა თქმა უნდა, უნდა გაერთოს, თავის მეგობრებთან უნდა იყოს – კაცების ურთიერთობა კიდევ სხვა არის. როგორც მე მჭირდება ჩემს გოგოებთან ერთად განტვირთვა, ისე მათაც, ალბათ, ყველა ხვდება, რასაც ვგულისხმობ.

– არ უჭირთ მამაკაცებს შენთან ურთიერთობა იმის გამო, რომ ყველა მათი ნაბიჯი იცი?

– ჩემთან ურთიერთობა, ალბათ, ადვილი არ არის. გააჩნია... თუ ელემენტარულ რაღაცეებში ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებ, უამრავ კომპრომისზე შემიძლია წასვლა.

– ელემენტარულ რაღაცეებში რას გულისხმობ?

– ძალიან ბევრის გაცემა შემიძლია, იმდენად ბევრის, რომ მის შესაბამისს ვერავინ მომცემს. ასეთი კაცი თუ დადის საქართველოში და თუ მოვწონვარ, მოვიდეს, გამეცნოს (იცინის). არ შევხედავ საერთოდ როგორია. ჩემზე ძლიერი უნდა იყოს. მეგობარი თუ ბიჭი, რომელსაც მოსწონხარ, ისეთ მარტივ რაღაცეებში ჩაჭრილან, ვგიჟდები. შემიძლია მათი ჩაჭრა, არ მინდა, თავის ქებად ჩამითვალოთ, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი ბიჭი ყოფილა, ვისაც მოვწონდი, მაგრამ არ არიან ძლიერი ტიპები და რა ვქნა?! ასეთი თუ არის, მოვიდეს (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ახლა არავინ მინდა და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს საქმეში ჩაძირული. ვიცი, რომ ეს მაინც დროებითია და საბოლოო ჯამში, სიყვარული ყველას გვჭირდება. მაქსიმალურს ვერავის მოვთხოვ და წავალ კომპრომისებზე, მაგრამ უნდა ვიგრძნო ეს თანაბრობა, პატივისცემა ელემენტარულ მომენტებში. მილიონნაირი ტიპი ყოფილა – ზოგს აფრთხობს ეს ცნობადობა და ზოგი პირიქითაა – სელებრითობაზე უფრო ხურდებიან, ვითომ გიჟდებიან და მისთვის განსაკუთრებული ხარ. ამ დროს სულ წვრილმანებში, ყოველდღიურ ნიუანსებში ისე იქცევიან, რომ ხვდები, პატივისცემის გაგებაში არ არიან – მათთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ ხოტბის შესხმაა, რაც მე არაფერში მჭირდება. ვერ ვიტან ლაქლაქს. მოტყუებით ვერავინ მატყუებს, თუმცა ხშირად ჩამიყლაპავს, ვითომ დავიჯერე, რადგან იმ სისულელის გამო ჩხუბი არ ღირდა. თუმცა, მერე უკვე, ნამეტანი რომ მოსდით, პირდაპირ ვეუბნები – რაც შეგერგო, შეგერგო, ახლა ცოტა გონს მოდი! ეს რაღაცეები შეიძლება, ჩემთან ურთიერთობას ართულებს, მაგრამ არა მგონია, ასეთი საშიში იყოს. ხშირად ვცდილობ, ფეხი ავუწყო ჩემი საყვარელი ადამიანის ფეხის ხმას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ათასი ინტერესი მაქვს. მგონია, რომ ასე უფრო კარგია – თუ შეგიძლია, რაღაცეებზე მისნაირად უნდა იფიქრო. ერთ მთლიანობად რომ იქცე, რაზეც არ გიფიქრია იმაზეც უნდა დაფიქრდე. იქნებ კარგია და ასე, რაღაც საერთოს ერთიან ინტერესს მიაგნებთ. მაგრამ, მისგანაც ასეთივე ინტერესი უნდა იგრძნო. კაცს ბევრი რაღაც შეიძლება, არ აინტერესებდეს ქალის, მაგრამ ზუსტად აქ იკვეთება პატივისცემის ამბავი. მან უნდა შეძლოს შენთვის მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესება, როგორც მინიმუმ უნდა გკითხოს ამის შესახებ. ცარიელი იყავი, ოღონდ იყავი ჩემთან ერთად, ტირილი და ბღავილი – არ შემიძლია.

– კაცებო, გაითვალისწინეთ რჩევები.

– წიგნიც კი შემიძლია დავწერო ამაზე. შევარდნაძესავით, პენსიაში რომ გავალ, მემუარების წერას დავიწყებ. დეიდაჩემი ბავშვობიდან ჩემი მესაიდუმლეა და სულ მეუბნება, არც ერთი კარგი რომანი, დეტექტივი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი არ შეედრება იმ სცენარს, რაც შენს ცხოვრებაში ბუნებრივად არისო. ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ოდესმე, აუცილებლად დავწერ.

 

скачать dle 11.3