კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახერხებენ დათო იმედაშვილის ყოფილი ცოლები და ანნა იმედაშვილი კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას და ვის გამო გახდა დათო იმედაშვილი „სახლური ტიპი”

ანნა  და დათო იმედაშვილების ახალაშენებულ სახლში ყველაზე საპატიო, საყვარელი წევრი 7 თვის პეტრეა. ძალიან მოძრავი, ენერგიული, სიმპათიური და ღიმილიანი ბიჭი ხელში აყვანისთანავე რომ გაყვარებს თავს. 

 

ანნა იმედაშვილი: 2013 წელი ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო. შარშან ოქროს დაბადების დღე მქონდა და როცა პატარა ვიყავი, სულ ვამბობდი: ოქროს დაბადების დღე რომ მექნება, ის იქნება ყველაზე კარგი წელი-მეთქი. მართლაც ასე მოხდა: ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მქონდა, რადგან პეტრიკელა მყავდა მუცელში. შემდეგ პეტრე გაჩნდა, ახალმოსახლეობა გვქონდა. დათო პეტრეს სულ ეუბნებოდა: მამა, აი, ნახე, მე შენთვის სახლი ავაშენეო. კარგად დაემთხვა ყველაფერი. თუმცა 2014 წლისგან კიდევ მეტს ველოდები.

– ნათქვამია: ადამიანმა ცხოვრებაში შვილი უნდა გააჩინოს, სახლი ააშენოს და ხე დარგოსო. შვილი გყავთ, სახლში ააშენეთ, ხე თუ დარგეთ?

– ნაძვის ხე დავრგეთ ეზოში პეტრეს სახელზე. გეგმა შევასრულეთ, თან მინიმუმის დონეზე კი არა, მაქსიმუმის – დათოს უკვე სამი შვილი ჰყავს. 

– როცა „ახალი ხმა” გადიოდა, პეტრე ძალიან პატარა გყავდა. არ გიჭირდა მისი დატოვება? 

– რასაც ეკრანზე უყურებს მაყურებელი, ყველაფერი ჩანაწერია, გარდა ლაივებისა. ცოცხალი ეთერი სულ ხუთი გვქონდა. პეტრე 40 დღის არ იყო, პირველ გადაღებაზე რომ გავედი. დედაჩემს დავუტოვე, ძალიან გამიჭირდა. ყოველ 5 წუთში ერთხელ ვურეკავდი: რას შვრება, როგორ არის? ცოტა რომ წამოიზარდა, მერე „ბრმა ქასტინგის” გადაღება გვქონდა, მაგრამ მალე ჩავწერეთ, ისევე, როგორც რინგები, ნოკაუტი. ოპერატიულად ვმუშაობდით, ამიტომ პეტრეს ბევრჯერ არ მოუწია მარტო დარჩენა. ისეთი გრაფიკი მქონდა, სულ პეტრესთან ერთად ვიყავი. ძალიან კონტაქტური ბავშვია. ზოგჯერ თან მიმყავდა და ბედნიერი იყო, რადგან უყვარს ბევრი ხალხი. ძალიან პატარა – სულ რამდენიმე კვირის რომ იყო, „ტომი და ჯერი” ჩავურთე. უყურებდა და თან, მთელი ემოციით იცინოდა. მულტფილმებზე მეტად მოსწონს, როცა ცოცხალ ადამიანებს ხედავს. 

– ახალბედა დედა ხარ, დათო ამ საკითხში უფრო გამოცდილია. ალბათ, გეხმარება პეტრეს გაზრდაში.

– სტაჟიანი მამაა, ძალიან დამეხმარა. მთელი ფეხმძიმობა ვამბობდი: არაფრის მეშინია, უბრალოდ, იმაზე ვნერვიულობ, ბავშვს როგორ მოვუარო-მეთქი. დათო მეუბნებოდა: რის გეშინია, მე აქ არ ვარო?! ვფიქრობდი: კი არის აქ, მაგრამ... სამშობიაროდან რომ გამოვედით, იმ დღიდან მოყოლებული, პეტრეს ცალკე სძინავს – თავის ოთახში, თავის საწოლში და ღამე დათო უფრო სწრაფად რეაგირებდა, ვიდრე – მე. პირველად დათომ აბანავა. მუცელი რომ სტკიოდა,  ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდა. დათო მაშინვე სწორად რეაგირებდა. ამიტომ, სულ ვამბობ: დათო, რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა მეშველებოდა. თავიდან ყველაფერს ისე განვიცდიდი, პრობლემა რომ მოგვარდებოდა, დავჯდებოდი და ვტიროდი. პეტრე მამამისზე გიჟდება და მე ვეჭვიანობ. ვამბობ: ჩემზე არ აქვს ასეთი რეაქციები. ყველაფერს და ყველას ურჩევნია დედამიწის ზურგზე, ოღონდ მამას შეხედოს – საოცარი რეაქციები აქვს. კიდევ იმაზე ვეჭვიანობ, რომ დათოს ჰგავს ძალიან. დათო კი დამცინის: შენც გგავსო. 

– გარეგნობით შენც გგავს. ისე, გარკვეულწილად, უკვე გამოეხატებოდა ხასიათი და ვის ამსგავსებ? 

– ექოსკოპიაზე რომ მივდიოდი, იქაც ჩანდა, როგორ იცინოდა. ექიმმა მითხრა: ეს იშვიათად ხდება და ძალიან კარგიაო. ამას რომ ვამბობდი, არავინ მიჯერებდა. თუმცა, რომ დაიბადა, მერეც სულ იცინოდა. ერთხელ მე და დათო, მივედით ექოსკოპიაზე, ექიმმა რომ შემოგხვედა თქვა: ხასიათით აშკარად დედას გავს, ვიზუალურად კი – მამასო. მეც სულ ბედნიერი ვიყავი მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში და მივხვდი, დიდი მნიშვნელობა აქვს, შენ როგორ გრძნობ თავს, რადგან შენი ემოციები გადადის ბავშვზე. ისე, თავისთავს უფრო ჰგავს. 

– ალბათ, დროს ისე ანაწილებ, რომ დათოსთვისაც დაგრჩეს საკმარისი დრო. 

– პეტრე უპრობლემო ბავშვია. ახალი გამოყვანილი რომ გვყავდა სამშობიაროდან, სულ მე ვიყავი მასთან. რომ მეუბნებოდნენ: ტირილს გაარჩევო, მიკვირდა: რას ამბობს ეს ხალხი, როგორ უნდა გავარჩიო-მეთქი. ახლა ყველაფერს ვხვდები: რა, როგორ და რის გამოა. იშვიათად ტირის – როცა რაღაც აწუხებს. ძირითადად, სულ იცინის. საღამოს 7 საათზე რომ იძინებს, დილით, ცხრის ნახევრამდე სძინავს. ასე რომ, დათოსთვისაც მრჩება დრო. თან, მუშაობს, დაკავებულია, დღისით სულ გასულია. საღამოს რომ მოდის, პეტრე იძინებს – მამას ემშვიდობება და დასაძინებლად მიდის. ჩვენ კი დრო გვრჩება ერთმანეთისთვის. სახლში მყავს ადამიანი, რომელიც სახლის საქმეებში მეხმარება. სანამ ძველ  ბინაში ვცხოვრობდით, ყველაფერს ვახერხებდი, მაგრამ რაც ამ სახლში გადმოვედი, ცოტა რთულია ამ ყველაფრის გაკეთება. კი, ახერხებ, მაგრამ მერე საღამოს ისე იღლები, ხვდები: არაფრის თავი აღარ გაქვს. ახლა ეს ადამიანი მეხმარება და მე პეტრესთან უფრო ხშირად ვარ. მანქანით სიარული ძალიან უყვარს, ჩავსვამ და ვასეირნებ ხოლმე. საღამოს, როცა პეტრეს სძინავს, ბავშვთან ან დედაჩემი რჩება, ან დათოს დედა. ჩვენ კი სადმე გავდივართ. რაც პეტრე დაიბადა და ამ სახლში გადმოვედით, დათოც „სახლური ტიპი” გახდა – ეს კარგია. ყველას გვსიამოვნებს სახლში ყოფნა.

– პეტრემ შეგიცვალათ ცხოვრების სტილი, თუმცა ძალიან სასიამოვნოდ. 

– სულ ამას ვამბობ, რომ ყველაფერი ბრუნავს და მოძრაობს პეტრეს ირგვლივ. ეს ძალიან მახარებს.

– ანუ, თავიდან ბოლომდე შენ ზრდი.

– ძიძა არ მყავს, თუმცა ის ქალი, რომელიც სახლის საქმეებში მეხმარება, როცა სადმე გავდივარ ცოტა ხნით, პეტრეს იტოვებს. თავიდანვე მინდოდა, რომ პეტრე მე გამეზარდა. პრობლემური ბავშვი რომ ყოფილიყო, არ ვიცი, რა იქნებოდა. იმდენად ადვილი და კომფორტულია პეტრესთან ერთად ყოფნა, რომ მირჩევნია, მე გავზარდო. ადრე ინტერნეტ-პორტალებზე, რომ შევდიოდი,  ბევრ რამეს ვკითხულობდი ფეხმძიმეებზე, ბავშვებზე. ერთი ნახატი ვნახე, ბავშვს ოჯახი დაეხატა: დგას ბავშვი. დედა და მამა ცალკე დგანან, მას კი ძიძაზე აქვს ხელი ჩაკიდებული. ჩემმა შვილმა ასეთი რამ რომ დახატოს, ძალიან ვინერვიულებ, ვიეჭვინებ და არ მომეწონება. 

– პეტრეს და და ძმა ჰყავს, რომლებიც, ალბათ, მასზე გიჟდებიან. 

– კი, გიჟდებიან პეტრეზე და ესეც ორივეზე გიჟდება. რომ ხედავს, ისეთი ბედნიერია... ძალიან კარგად ეკონტაქტებიან ერთმანეთს. თუ ვიცი, რომ ელენე სახლშია, შემიძლია, პეტრე დავუტოვო და მე ჩემს თავს მივხედო. ელენე ისე უვლის, ასე ვერავინ მოუვლის. ლუკა უკვე დიდია – 16 წლის, ისიც კარგად უვლის პეტრეს.

– მახსოვს, დათომ „ფეისბუქზე” დადო ფოტო, სადაც მისი ყოფილი ცოლები და შენ, ერთად ხართ გადაღებული – საკმაოდ ხალისიანი და პოზიტიური ფოტო იყო.

– როდესაც დათო გავიცანი, მას უკვე ჰყავდა 2 შვილი და 2 ცოლი, ანუ შვილების დედები. ჩვეულებრივი ამბავია, უფრო სწორად არ არის ჩვეულებრივი – ასე ხშირად არ ხდება, მაგრამ ასე იყო და რა უნდა მექნა. ყველაფერი მაინც ადამიანებზეა დამოკიდებული, ნორმალურები არიან და თან, შეხების წერტილი გვაქვს: დათოს მათგან შვილები ჰყავს – პეტრეს და-ძმა, შესაბამისად, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. 

– დათოს დანარჩენი ორი ცოლისგან განსხვავებით, შენ მისთვის ყველაზე სტაჟიანი ცოლი ხარ, რეკორდი მოხსენი. 

– თვითონაც ხუმრობს: დიდხანს გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობაო – 7 წელი შეგვისრულდება ზაფხულში. ჩვენი ურთიერთობიდან ყველა პერიოდი თავისებურად ძალიან კარგი იყო. ძველ ფოტოებს რომ ვათვალიერებთ, ვამბობთ: რა კარგი იყო. დათო კი მეუბნება: ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა უფრო კარგიაო. ყოველი წელი ერთმანეთზე უკეთესია, თავისებური ხიბლი აქვს. 

– ისეთი ლამაზი სახლი გაქვთ. თან ვიცი, რომ შენი და დათოს დიზაინით არის ყველაფერი გაკეთებული. 

– მე და დათომ დავხატეთ ეს სახლი და დიდი ბჭობის შედეგად, გადავწყვიტეთ, როგორი იქნებოდა. იმ დროს ფეხმძიმედ ვიყავი. გვინდოდა, პეტრეს დაბადებამდე მოგვესწრო ყველაფერი. დიდი მუცლით, სიცხეში მიწევდა ყველა სამშენებლო დაწესებულებაში სიარული. პეტრე რომ გაჩნდა, ჩემი დაქალი მეკითხებოდა: აბა, მღერის თუ „ბალგარკა” უჭირავს ხელშიო. სისადავე მიყვარს და ამიტომაც, სადა, დამჯდარი ფერები გამოგვივიდა. ინტერიერს მერე ავეჯით კიდევ უფრო მეტად გავალამაზებთ.  

 

скачать dle 11.3