კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ვინ „დაჩეხა” მარიამ საჯაია ნაჯახით და რატომ დაინტერესდა მისით ცნობილი ამერიკელი სენატორი

პარლამენტის ექსდეპუტატი ნაზი არონია,  მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკას, ბოლოს კი კონტროლის პალატის საქმიანობას ჩამოშორდა, მრავალთა მსგავსად, სამოქალაქო სექტორში „გადაბარგდა”. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში პირველად დადგა პერიოდი, როცა სახელმწიფო სამსახურში აღარ მუშაობს და გზა უმცროს შვილს „დაუთმო”, რომელიც ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. მარიამ საჯაია უკვე ექვსი თვეა, ვაშინგტონში სწავლობს. ნაზი არონია „დედის ამპლუაში” შვილის ამერიკული ცხოვრების შესახებ გვიამბობს.  

 

ნაზი არონია:  მას შემდეგ რაც კონტროლის პალატიდან წამოვედი, რაშიც ძალიან „შემიწყო” ხელი ლაშა თორდიამ, დავბრუნდი სამოქალაქო სექტორში.  ეს მიმართულება ახლა გახდა მოდური, მაგრამ, მე გავუსწარი მოდას და ამ სექტორში ჯერ კიდევ  2000 წელს ვიყავი.  როდესაც  სამეგრელოში ომბუდსმენის რწმუნებულად ვმუშაობდი, დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია. იმ პერიოდში  ბევრისთვის ეს უცხო ხილი იყო და იმის ახსნა მიწევდა, საერთოდ  რას ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი  ორგანიზაცია  მუშაობდა  პროექტებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.  როცა პარლამენტის წევრი გავხდი, ამ ორგანიზაციისთვის დრო აღარ მრჩებოდა და, როგორც კი ჩემი შვილი, მარიამი სრულწლოვანი გახდა, მან  განაგრძო ჩემი საქმეეები.  მარიამმა  გააკეთა ერთი პროექტი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის  პარლამენტარი გახდა, ისევ მე დავბრუნდი ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ასე ვცვლიდით დედა-შვილი როლებს არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკას შორის (იცინის). ახლა გავაკეთე პროექტი  ოჯახური ძალადობის თემაზე. ეს ის მიმართულებაა, რომელშიც მაქვს გამოცდილება და შემიძლია, დავეხმარო ადამიანებს. ამ სექტორში სოლიდური, კომპეტენტური საზოგადოებაა შეკრებილი, რაც, თავისთავად, კომფორტულია თანამშრომლობისა და, ზოგადად, საქმიანობისთვის.  

–  თქვენს  შრომით ბიოგრაფიაში, ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა არ ხართ სახელმწიფო სამსახურში.

– დიახ, ნამდვილად ასეა. 18 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე და  მთელი ჩემი ცხოვრება სახელმწიფო სამსახურში გავატარე.  ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.  ბოლო პერიოდში უკვე ვატყობდი საკუთარ თავს, რომ აღარ მსურდა  ჩარჩოებში ცხოვრება – ვალდებულება, რომ, დილით, მინდა თუ არა, სამსახურში უნდა წავიდე, მით უფრო, ისეთ სამსახურში, სადაც გული აღარ მიმიწევს.  როცა მოსამართლე ვიყავი, ისე მიყვარდა ჩემი  საქმე და ისე მსიამოვნებდა, ვერ აგიწერთ, რა გრძნობით მივდიოდი სამსახურში.  დღესაც კი, თუ სადმე  განაჩენს ან იურდიულ დოკუმენტს წავაწყდი,  მათ ისე ვკითხულობ, როგორც საყვარელ ლიტერატურას. სხვა გრძნობით ვუყურებ  ფილმებს, რომლებიც სასამართლოს ან მოსამართლეს ეხება.  ამ პროფესიას განსაკუთრებული ემოციები  ახლავს.  ზემოთ ღმერთია უფლებამოსილი, განსაჯოს ადამიანი, დედამიწაზე კი – მოსამართლე. ამ სამსახურის მიმართ ასეთი განცდა არ მქონდა, ამიტომაც, როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელია და,  კარგიც კია,  რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. შეიძლებოდა, ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავი კონტროლის პალატაში, მაგრამ, ეს არაფრის მომცემი აღარ იყო ჩემთვის, ეს იქნებოდა „ხალასტოი” ბრუნვა – ვერც კარიერული თვალსაზრისით და ვერც პროფესიულად  ვეღარ გავიზრდებოდი და, რაღა უნდა შემეძინა იქ?! ამას ისიც დაემთხვა, რომ მარიამი ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, ქუთაისში მარტო ყოფნა და გამუდმებით თბილისს, ქუთაისსა და  ზუგდიდს შორის  სიარული კი უკვე რთული იყო. ძალიან დავიღალე, არ არსებობდა შაბათ-კვირა, როცა მე გზაზე არ ვიყავი გაკრული.  ახლა ვარ თბილისში, ჩემს ოჯახთან, ბავშვებთან ერთად, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სამი ბიჭის ბებიობა კარგი რამ არის. 

– მარიამის შორს გადაბარგებას როგორ შეეჩვიეთ? 

–  ძალიან ნორმალურად.  ჩვენ მთელი ოჯახი მუდმივად ასე ვცხოვრობდით: ზოგს თბილისში გვიწევდა ყოფნა, ზოგს ზუგდიდში. ჩვენ ვერ ვახერხებდით ცხოვრებას  ტრადიციულად,  ოჯახი სულ ერთად რომ სადილობს და ვახშმობს.  დედაჩემი მეტყოდა ხოლმე: რა უდარდელი ხარ, როგორ შეგიძლია ასე ცხოვრებაო. მე ასე მესმის:  როგორც უკეთესია შვილისთვის, ისე უნდა მოიქცე. როგორ შეიძლებოდა, მარიამს უარი ეთქვა იმ შესაძლებლობაზე, რომ განათლება მიეღო ამერიკაში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში?! მარიამი საკმაოდ პატარა იყო, როცა გერმანიაში, საზაფხულო სკოლაში გავუშვით სასწავლებლად. მაშინ მისი მასპინძელი იყო ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, ლადო ჭანტურია. თავიდანვე ასეთი ხასიათი ჰქონდა – საკმაოდ დამოუკიდებელი გოგოა, მოწადინებული, ორგანიზებული. ხასიათით უფრო მამას ჰგავს, ვიდრე მე. მას მტკიცე, შეუპოვარი ხასიათი აქვს, მე რბილი ვარ.    

– პოლიტიკაში გამოცდილ დედას თუ მოგწონთ მარიამის, როგორც პარლამენტარის იმიჯი? 

– კი მომწონს, თუმცა, ძალიან მძიმე რეაქცია მაქვს და ძალიან განვიცდი,  როცა მარიამზე უსიამოვნო  საუბრებს ვისმენ. საკუთარ თავზე უფრო იოლია მოისმინო რამე, ვიდრე შვილზე. როცა მე პოლიტიკაში ჩავერთე, ცხოვრებისეული გამოცდილებაც მქონდა და, შესაბამისად, უფრო ბრძოლისუნარიანიც ვიყავი.  მარიამი კი, პატარა გოგო,  ასეთ პოლიტიკურ გარემოში და ასეთ  ალიაქოთში აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში. ზოგადად, ოპოზიციაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე ხელისუფლებაში, მაგრამ, საქართველოში ხომ სხვანაირადაა – ოპოზიციაში ყოფნა არის დაწყევლა, ანგარიშსწორება, შურისძიება.  სწორედ ამ  სიტუაციაში  აღმოჩნდა მარიამი პოლიტიკაში და, შესაბამისად, მისი  გზა უფრო რთული აღმოჩნდა  პოლიტიკაში, ვიდრე ჩემი. მე ვიცი ამის ფასი და, როცა პოლიტიკაში მოდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და მე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. როცა გამოუცდელი ახალგაზრდა პოლიტიკაში  მოდის, ამას ყოველთვის მოჰყვება ხმაური. მე არ ვუშლიდი ხელს გადაწყვეტილების მიღებაში. მის ასაკში ისეთი განცდა გაქვს, რომ მთებს გადადგამ, ენთუზიაზმით ხარ სავსე, ამ დროს კი ნაჯახით რომ მოგადგებიან და გულსა და ნერვებს გიჩეხავენ, იოლი არაა. 

– თქვენ ვერ გაუიოლეთ ეს გზა?

– ეს მისი გასავლელი გზა იყო. ექიმმა დედამ, შეიძლება, შვილს ექიმობა ასწავლოს, მაგრამ, პოლიტიკოსი დედა შვილს ვერ ასწავლის პოლიტიკოსობას. თუ თვითონ ვერ მიხვდა, ვერ ჩაწვდა, არ აღმოაჩნდა ალღო, განწირულია, პოლიტიკოსობას  ვერ ასწავლი.  ყოველ წამს და ყოველ წუთს ხომ არაა დედა შვილის  გვერდით?! როცა გამოდის საზოგადოების წინაშე, ვერ ეტყვი, რა  უნდა თქვას,  როგორ უნდა მოიქცეს, როგორ დაიჭიროს თავი და, თუნდაც,  როგორ უპასუხოს ოპონენტს. ამას თავად უნდა მიხვდეს, თავად გაიაზროს.     

– მარიამის  ამერიკაში წასვლასაც დიდი ამბავი მოჰყვა. 

–  ხომ გაგიგონიათ, ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველებაო. ის ხალხი, ვინც მარიამზე ასეთი ამბები ატეხა, მარიამის ხელფასის ფასად ჩანთებს ყიდულობს, ასე რომ, მათ მარიამზე სალაპარაკო არაფერი აქვთ. ახალგაზრდა გოგონას სწავლის სურვილი და საშუალება თუ აქვს, რატომ არ უნდა მიიღოს განათლება, ამაში რაღა იყო საგანგაშო?! მარიამს კანონით  ჰქონდა ამის უფლება, რეგლამენტი ამას ითვალისწინებს, კანონი არ დარღვეულა.  რაც შეეხება მისი ცხოვრების ხარჯებს,  მარიამი უნივერსიტეტის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს, თუმცა, გარკვეულ თანხას ჩვენც ვიხდით. გამოცდების შედეგების მიხედვით, გადასახადის ნაწილი ჩამოგვაჭრეს.  ოჯახი  ვეხმარებით აქედან, ჩემი შვილი, ნიკა არის მისი მთავარი  დამფინანსებელი.    

– მოსწონს ამერიკული ცხოვრება?

– ძალიან მოსწონს.  რამდენადაც ამას ახერხებს,  ცდილობს, ნახოს ქვეყანა.  მარიამი ვაშინგტონში ცხოვრობს,  მისი სახლიდან თეთრ სახლამდე  ფეხით 15 წუთის სავალია. კარგი ჯგუფი ჰყავს უნივერსიტეტში, სამი რუსი სწავლობს მასთან ერთად. მარიამი ხუმრობს ხოლმე: ორი მოვაქციე ჩვენკენ, ერთი – ჯერ ვერაო.  ძალიან მოსწონს ამერიკა, სტაჟირებაზეც ფიქრობს.  ევროპას, ასე თუ ისე, იცნობდა, ამერიკულმა ცხოვრებამ და ადამიანის სრულმა თავისუფლებამ კი ძალიან მოხიბლა. სულ მეუბნება, აქ ისეთი რიტმი და რეჟიმია, ერთი წუთი ვერ გაჩერდები, ოთახში რომ ზიხარ, იქაც კი გრძნობ, რომ გარეთ ყველაფერი დუღსო.  ეს მანდატი რომ არ აკავებდეს, შემეშინდებოდა, იქ არ დარჩეს-მეთქი (იცინის). მარიამი ისეთი ყოჩაღია, თავს კარგად უძღვება. არასდროს არ იყო ისეთი  გოგო, რომლებსაც დედები ბანენ თავს და თმას ვარცხნიან. მე ისე დაკავებული ვიყავი ჩემი საქმით, ხშირად ვერ ვიცლიდი იმისთვის, რომ ბავშვისთვის ის გამეკეთებინა, რაც დედის ვალია. მარიამი  თავიდანვე  დამოუკიდებელი  და ორგანიზებული ბავშვი იყო, გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა, მე მხოლოდ დამხმარე ვიყავი ამ გადაწყვეტილებების განხორციელებაში. 

– ვისთან ერთად ცხოვრობს  ის ვაშინგტონში?

– მის უნივერსიტეტში სწავლობს ელენე სააკაშვილი; ჩემი ორი ძმისშვილიც ამერიკაში სწავლობს. მარიამი ყველაზე ხშირად მათთან ერთადაა. ელენე და მარიამი ერთ სახლში არ ცხოვრობენ, მაგრამ  ერთად სწავლობენ და ძალიან მეგობრობენ.

– ამერიკაში ცხოვრობს ექსპრეზიდენტიც. ნახულობს მას მარიამი?

–  როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილი სხვა ქალაქში ცხოვრობს. სექტემბერში  მარიამი შეუერთდა  დელეგაციას, როცა მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში იყო ჩასული. მარიამიც ესწრებოდა შეხვედრებს მაკკეინთან,  ჯინ შაჰინთან. ეს არის ძალიან ცნობილი ქალი სენატორი, რომელიც ძალიან ლობირებს ქალებს პოლიტიკაში. მარიამმა მითხრა, შაჰინმა თავის სტაფერს უთხრა, მარიამის   ტელეფონის ნომერი და კოორდინატები  ჩაიწერეო. ამ კვირაში შეხვედრაზე დაიბარეს. მარიამი არ შორდება პოლიტიკურ პროცესებს.  ახლა, როცა აქ იყო ჩამოსული,  პოლიტსაბჭოს სხდომებსაც ესწრებოდა – ეს მისი საქმეა.  მოვიდა პოლიტიკაში?! თოჯინა კი არაა, გადახტეს აქეთ-იქით,  ბოლომდე უნდა გაიზიაროს ის საქმე, რომელშიც არის ჩართული. 

– მარიამის შვილს თქვენ ზრდით?

– ბუკა ძირითადად ჩემთანაა, თუმცა, მის გაზრდაში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ბავშვის მამა, ბებია. ახლა, საახალწლოდ, მარიამიც იყო ჩამოსული. უნდა გენახათ მონატრებული დედა-შვილის შეხვედრის სცენა!  მე არ ვარ ნამყოფი ამერიკაში და, გადავწყვიტე, რომ მაისში ბუკასთან ერთად წავიდე მარიამთან. გამოსაშვებ საღამოს დავამთხვევ – იქ ხომ მაგისტრატურის გამოსაშვებ  საღამოებს განსაკუთრებით პომპეზურად აღნიშნავენ. ჩვენი ჩასვლა კარგი სიურპრიზი იქნება მარიამისთვის.

 

скачать dle 11.3