კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ინტიმური საუბრები

ჩემი და ბრალს მდებს, რომ ოჯახი მე დავუნგრიე

მყავს ხუთი წლით უფროსი და, რომელიც საკმაოდ გვიან გათხოვდა – 38 წლის ხდებოდა, მეზობელმა თავისი ნათესავი რომ გაურიგა. იმ კაცსაც უკვე სოლიდური ასაკი ჰქონდა (46 წლის იყო) და მის მშობლებს ძალიან ეჩქარებოდათ შვილის დაოჯახება. ნელიკოს და ზურას მოეწონათ ერთმანეთი, ოჯახებიც თანახმა იყვნენ და, ამიტომ, დიდხანს აღარც გაუგრძელებიათ პაემნები – ერთ თვეში დაქორწინდნენ. თავიდან ჩემი და ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ, ეს ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ რამდენიმე თვის შემდეგ ნელიკომ საიდუმლოდ გამიმხილა, რომ ზურა იშვიათად ათევდა ღამეს სახლში და ვიღაც ქალთან დადიოდა. მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა, ამიტომ, ფარული გამოძიება ჩავატარე (ხომ იცით, თბილისში ყველა ყველას იცნობს და, თუ ვინმეზე რამის გაგება გინდა, ბევრი წვალებაც არ დაგჭირდება) და გავარკვიე, რომ, თურმე, ამ ჩვენს სიძეს უკვე ოცი წელია, თავისზე რვა წლით უფროსი საყვარელი ჰყავს, რომელსაც ოჯახმა ვერა და ვერ დააშორა და ამიტომაც გადაწყვიტეს მისი „ჩქაროსნული წესით” დაქორწინება ჩემს დაზე, იმ იმედით, ცოლ-შვილს რომ მოეკიდება, იქნებ, იმ ქუჩის ქალს თავი დაანებოსო, მაგრამ, ასე არ მოხდა. ზურა მაინც იმ ძუკნასთან დარბოდა ყოველდღე, ღამითაც მასთან რჩებოდა, მის შვილებსა და შვილიშვილებს (იმ ქალს სამი შვილი ჰყავს და სამივე სხვადასხვა საყვარლისგან) თან ჰყვებოდა, მთელ ფულს იმათ ახარჯავდა, ახალშერთული ცოლი კი ყველანაირად უყურადღებოდ ჰყავდა მიგდებული. მართალია, არ ერჩოდა, არ ლანძღავდა და აგინებდა, არ სცემდა, მაგრამ, ნელიკო მისთვის არ არსებობდა. ისე გამოვიდა, რომ ცოლი მშობლებს მიუყვანა, რომ გაჩუმებულიყვნენ და მისთვის თავი დაენებებინათ, თვითონ კი თითქმის მთლიანად იმ ქალთან გადაბარგდა. საწყალი ჩემი და თვიდან თვემდე მარტო იყო სახლში და ტირილში ათენებდა ღამეებს. დედამთილი თავიდან ამხნევებდა, ეუბნებოდა, რომ მალე მოეგება გონს და შენთან დაბრუნდებაო, მაგრამ ზურა თვეში ორ-სამჯერ თუ შეივლიდა სახლში, ცოლს დაელაპარაკებოდა, ფარისევლურად მოეფერებოდა და ისევ გარბოდა. მოკლედ, ისე ჩანდა, რომ არც არასდროს აპირებდა იმ ქალის მიტოვებას. ყველაზე საშინელი კი ის იყო მთელ ამ ისტორიაში, რომ ჩვენი კარის მეზობელმაც და, რა თქმა უნდა, ზურას მშობლებმაც, ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ იყო ზურა იმ ქალზე შეყვარებული და არავინ არაფერი თქვა, ჩემი და მსხვერპლად გამოიყენეს. ვერ გავიგე, რას ერჩოდნენ, ვის რა დაუშავა?

ერთხელ, როცა ზურა რამდენიმე დღე ისევ აღარ გამოჩნდა, ნელიკომ დედამთილს უთხრა, ალბათ, ჯობია, გავეყაროთ, რადგან, პრაქტიკულად, მაინც არ მყავს ქმარი და თქვენთან რატომ უნდა ვცხოვრობდეო. იმის ნაცვლად, რომ თავისი შვილისა და საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მაინც მოეხადა, ნელიკოს უთხრა, შენ რომ კარგი ცოლი ყოფილიყავი, იმ ქალისკენ აღარც გაიხედავდა. მაგარი ქალები ორ და სამ შვილს ატოვებინებენ კაცებს, შენ კი ვიღაც ბებერი და ბოზი საყვარელიც კი ვერ მიატოვებინეო.

ეს ამბავი რომ გავიგე, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ნელიკო ძალიან წყნარი, მშვიდი და დამთმობია, მე კი გურულ-მეგრული სისხლი მიჩქეფს ძარღვებში და ვეღარ მოვითმინე ჩემი დის ასე აბუჩად აგდება და დაჩაგვრა, მით უფრო, რომ ორი თვის ფეხმძიმე იყო და, მეშინოდა, ნერვიულობისგან ნანატრი შვილი არ დაეკარგა. ზურამ, ცხადია, იცოდა ნელიკოს ორსულობის ამბავი, მაგრამ, არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ჯობდა ნელიკოს ერთხელ აშლოდა ნერვები და ყველაფერს წერტილი დასმოდა, ვიდრე მთელი ორსულობა და მთელი ცხოვრება ტირილსა და დარდში გაეტარებინა. ამიტომ, ჯერ ზურას მშობლებთან მივედი (ნელიკო რომ სამსახურში იყო, მაშინ) და, რასაც ვფიქრობდი მათზე, ყველაფერი ვუთხარი; შემდეგ იმ ქალის მისამართი გავიგე, ერთ ჩემს „ბანდიტკა” დაქალთან ერთად „ვესტუმრე” და მის დებილ ვაჟიშვილს, რომელიც დედის საყვარლების ხარჯზე ცხოვრობდა ტკბილად და თბილად, ვუთხარი, რაც საჭირო იყო; ბოლოს კი ზურას მივადექი სამსახურში და მთელ კოლექტივთან „გავუბაზრე,” როგორც იქცეოდა და, თან, რაღაცეებით დავემუქრე. ერთი სიტყვით, შედეგად ის მივიღე, რომ ზურა მხოლოდ სამსახურიდან გამოუშვეს (ეტყობა, მის უფროსს შეეშინდა, ჩემი მუქარების „არეალში” მისი საქმიანობაც არ მოყოლილიყო), უმუშევარი და უფულო ზურა კი იმ ქალმა აღარ მიიღო და ვაჟბატონი იძულებული გახდა „მშობლიურ კერას” დაბრუნებოდა, მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი ჩემი მიზეზით მოხდა, ნელიკოს ქმართან დარჩენის შერცხვა, აიკრა გუდა-ნაბადი და სახლში დაბრუნდა. სიმართლე გითხრათ, არც არავინ გამოჰკიდებია, მაგრამ, ნელიკო დღემდე მემდურის, ოჯახი რომ დავუნგრიე – ავი იყო თუ კარგი იყო, მაინც ქმარი ერქვა და ოჯახი მქონდა, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, შენი წყალობით კი მარტომ უნდა გავზარდო შვილიო.

აბა, რა უნდა ელაპარაკო ასეთ სულელ ქალს! მალე ორმოცის ხდება და ათი წლის ასაკშია ჩარჩენილი. სად ჰყავდა ან ქმარი, ან ოჯახი, სულ მარტო იყო მიგდებული და საკუთარ გულს ასკდებოდა. ასეთი ოჯახის ქონას, სულ რომ არ გქონდეს, ის ჯობია. ბავშვის გაზრდაში კი ჩვენ მივეხმარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მამტყუნებს, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი და სულაც არ ვნანობ ჩემს საქციელს.

ნუნუკა, 35 წლის.

დედამ შეყვარებული დამიწუნა

ავარიის შემდეგ დავრჩი ინვალიდი – ორივე ფეხი დამიზიანდა და ყავარჯნებით ძლივს დავჩოჩავ. რაც მთავარია, ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი მდგომარეობა აღარ გამოსწორდება, რადგან ასეთ შედეგსაც არ მოელოდნენ. ერთი სიტყვით, ვარ ხეიბარი, რომელსაც ყოჩაღი, ღონიერი და ერთგული პატრონი მჭირდება, რადგან, ასაკის მომატებასთან ერთად, ცხადია, ჩემი მდგომარეობაც დამძიმდება და, შესაძლოა, დამოუკიდებლად სიარული საერთოდ ვეღარ შევძლო. მამა გარდამეცვალა. მყავს გათხოვილი და, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს და ხანში შესული დედა, რომელიც ვეღარ აუდის ჩემს მოვლას, რადგან ჯანმრთელობაც არ უწყობს ხელს. ვარ 33 წლის. არც გარეგნობით, არც გონებრივად, არაფერი დაზიანებული არ მაქვს. სხვა მხრივაც არ ვუჩივი არაფერს, მხოლოდ სიარული მიჭირს. ყოველთვის ვოცნებობდი ოჯახსა და შვილებზე, მაგრამ, რაც ეს უბედურება დამემართა, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და დეპრესიული გავხდი. ჩემი ერთადერთი შვება კომპიუტერი იყო და „ფეისბუქში” ძრომიალით ვიქარვებდი დარდებს.

ერთხელ კი ვიღაც ქალმა მომწერა, შენი გაცნობა მინდაო, რადგან, ჩემი ლექსები და მოთხრობები წაუკითხავს და დაინტერესებულა. მოკლედ, ერთმანეთი გავიცანით და დავმეგობრდით. მე ყველაფერი ვუამბე ჩემ შესახებ. არაფერი დამიმალავს. რამდენიმე თვის შემდეგ კი სახლში დავპატიჟე. დედაჩემს რომ ვუთხარი, ჩემთან ახალგაზრდა ქალი უნდა მოვიდეს და ტკბილეული ამოუტანე-მეთქი, გაუხარდა და დაფაცურდა, მაგრამ, მარი გარეგნობით არ მოეწონა და ეს არც დაუმალავს.

მარი რომ წავიდა, დედას ვუსაყვედურე – ასე რატომ მოიქეცი-მეთქი, მან კი მიპასუხა, ეგეთი შეუხედავი ქალი რამ მოგაწონა, მაგასთან რა საერთო უნდა გქონდეს. თან, შენზე სამი წლით უფროსიც ყოფილა და, ვინ იცის, როგორი წარსულის პატრონიაო.

ვერაფრით ვერ გავაგებინე დედაჩემს, რომ, ჯერ ერთი, მარი ძალიან ლამაზი სულის ადამიანია და ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა; თან, ჩემს მდგომარეობაში მყოფი შვილის პატრონს, რაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია, ვერ გამიგია. მე თუ მკითხავთ, პირიქით, მარის მშობლები და ახლობლები არ უნდა იყვნენ ჭკუაზე, მე თუ გამომყვება ცოლად.

ძალიან მეშინია, დედაჩემმა თავისი საქციელით არ დამიფრთხოს მარი და სამუდამოდ მარტო არ დამტოვოს, რადგან, ზუსტად ვიცი, რომ ამქვეყნად მეტს არავის აღარ შევუყვარდები.

ამირანი, 33 წლის.

скачать dle 11.3