კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

„ფონდი ნატახტარის“ აქცია – ქართველი მხატვრები მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად

საქველმოქმედო აუქციონი წარმატებით დასრულდა – „ფონდი ნატახტარის“ ანგარიშზე 11 500 ლარი ჩაირიცხა

 

ნინო სურმავა (კომპანია „ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): „ფონდი ნატახტარი” უკვე მესამე წელია, რაც საქმიანობს. ამ პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ. თანხის მოზიდვა, ძირითადად, გაყიდული პროდუქციიდან ხდება, მაგრამ, ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ ხელოვანებთან ერთად მოგვეწყო ღონისძიება, სადაც მათ საშუალება ექნებოდათ, ამ კეთილ საქმეში თავიანთი წვლილი შეეტანათ. ასევე, გადავწყვიტეთ, ამ აუქციონზე მოგვეწვია ბიზნესსექტორის ის წარმომადგენლებიც, რომლებსაც კონტრიბუციის საშუალებას მივცემდით. აუქციონის მიზანი იყო ცნობილი თანამედროვე მხატვრების ნახატების გაყიდვა და შემოსული თანხის „ფონდი ნატახტარის” ბენეფიციარებისთვის მოხმარება. საუბარია, მთელი საქართველოს მასშტაბით, მცირე ბავშვთა სახლების 15-დან 18 წლამდე ასაკის 200-მდე მოზარდზე...  

ხათუნა მელიქიშვილი („გალერეა გემრეკელის” დამფუძნებელი): ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენს გალერეაში ჩატარებული საქველმოქმედო აუქციონით. ეს ღონისძიება მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად და ჩვენი სტუმრების აქტიურობამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად, კარგი საქმე გაკეთდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებსა და ბიზნესმენებს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს გალერეაში გამოფენილი ნამუშევრები შეიძინა. ამით მათ, ფაქტობრივად, ორმაგად კარგი საქმე გააკეთეს: ჩვენი მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ტილოებიც დარჩებათ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსაც დაეხმარნენ.  

ირაკლი ზუბიტაშვილი (ღონისძიების სტუმარი): ძალიან მაინტერესებს ქართული თანამედროვე მხატვრობა და, შესაძლებლობის ფარგლებში, თვალყურს ვადევნებ ყველა სიახლეს. ძალიან მომწონს გია გუგუშვილის შემოქმედება და, გადავწყვიტე, აქციონზე გამოტანილი მისი ორივე ნახატი მეყიდა. ყოველთვის მინდოდა, მისი ნამუშევრები მქონოდა, თუმცა, აქამდე მისი შეძენის შესაძლებლობა არ მქონია. ახლა კი ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. ზოგადად, ყველა საქველმოქმედო ღონისძიებას მივესალმები და ვგულშემატკივრობ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „ნატახტარს,” რადგან, ასეთი ტიპის ღონისძიებები მის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. 

ოლეგ ტიმჩენკო (მხატვარი): ამ საღამომ და „ფონდმა ნატახტარმა” საშუალება მოგვცა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავხმარებოდით, რაც, პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი სტიმულია. ადრეც მქონია ამდაგვარ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ, ამ სახით ნამდვილად პირველად წარვდექი საზოგადოების წინაშე და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, დიდი სტიმულია, როდესაც ასეთი საქმე კეთდება და, მიხარია, რომ ამ დიად საქმეში პატარა წვლილი მეც შევიტანე.

скачать dle 11.3