კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპანია „წყალი მარგებელი” ქართველი მძლეოსნების პლატინის სპონსორი გახდა

ალექსი ახვლედიანი (მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართვა სპორტში ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით, საქართველოში. ჩვენ, სპორტულმა სამყარომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ბიზნესს ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ, რომელიც მათ ბიზნესსაც წარმატებას მოუტონს და ქართულ სპორტსაც. დღევანდელი დღე, ამ ორი კომპონენტის შერწყმის ბრწყინვალე დასტურია. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ნაბეღლავს” გამოჩენილი აქტიურობისა და დახმარებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, მეტად წაადგება სპორტული ღონისძიების ჩატარებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. 

ავთანდილ სვიმონიშვილი (კომპანია „წყალი მარგებელის” დირექტორი): ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია ასეთი მასშტაბური ღონისძიების მხარდაჭერა და ასეთი ტიპის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა. ჩვენი აზრით, ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სპორტის განვითარებას, არამედ ზოგადად, ქვეყნის წინსვლასა და მსოფლიო თანამეგობრობაში საქართველოს დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რასაც „წყალი მარგებელი“, როგორც ქართული კომპანია, აუცილებლად გვერდში დაუდგება. 

დაარსების დღიდან (და ეს იყო 1997 წელს), ჩვენი კომპანია და მისი ბრენდები – „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ ჯანსაღ ცხოვრებას უწევს მაქსიმალურად პოპულარიზაციას და ეს მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია ჩვენი გადაწყვეტილებისა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში. ამიტომაც, მადლობას ვუხდით მონაწილეებს, რომ მოგვცეს ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ კარგ საქმეს.

მატერიალურ დახმარებასთან ერთად, ჩვენი კომპანია, მთელი ეს პერიოდი – დღეიდან 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებამდე გავუწევთ პრომოუშენს, როგორც 2014 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატს, ასევე მომავალი წლის ოლიმპიურ თამაშებს. მუდმივად ვაგრძნობინებთ ორგანიზატორებს, რომ ჩვენი სახით, საიმედო პარტნიორი აირჩიეს.

2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის ჩატარების უფლება საქართველომ 2013 წლის ოქტომბერში, ტალინში გამართულ ევროპის ასოციაციის კონგრესზე მოიპოვა. ჩემპიონატში 15 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო თითოეულ გუნდს 50 სპორტსმენი და 13 მწვრთნელი წარმოადგენს. შეჯიბრება ტრადიციულად, ყოველ წელს ივნისში იწყება და 2 დღე გრძელდება. 2014 წლის 21-22 ივნისს კი ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.

 

скачать dle 11.3