კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რა შემოსავალი მოუტანა არასამთავრობო სექტორში საქმიანობამ პაატა ზაქარეიშვილის პირველ მოადგილეს, ქეთევან ციხელაშვილს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი 1978 წელსაა დაბადებული. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (დაამთავრა 1999 წელს) და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. 1998-1999 წლებში გაიარა სამოქალაქო განათლების პროექტის (CEP) კურსები. 2000 წელს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში მოუპოვებია საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ „2006 წლიდან ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი“.

მისი სამუშაო ბიოგრაფია 1996 წელს იწყება გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების პროექტების ასისტენტად. 1998-1999 წლებში კი უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. იმავდროულად, 1998 წელს იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე. 2000-2001 წლებში იყო რედაქტორის თანაშემწე ელექტრონულ ჟურნალ Transition Online-ში. 2002 წელს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროგრამის მენეჯერად დაინიშნა და 2004 წლამდე იმავე ორგანიზაციაში უფროს ანალიტიკოსადაც დაწინაურდა. 2001-2002 წლებში იყო ჰამბურგის უნივერსიტეტის ეუთოს კვლევის ცენტრის მკვლევარი. 2002 წელს – „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი-თანაშემწე. 2004-2006 წლებში მუშაობდა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწედ და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროს სპეციალისტად, ხოლო 2007-2009 წლებში – ევროპის სტაბილურობის ინიციატივის ანალიტიკოსია საქართველოში. 2008 წლიდან დღემდე ილიას უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში. 2006 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ლიბერალური აკადემია „თბილისის” დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2012 წლის იანვარში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარედ დაინიშნა, სადაც 2012 წლის ოქტომბრამდე იმუშავა. მას შემდეგ სახმინისტრის პირველი მოადგილეა. საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე ქეთევან ციხელაშვილის სულ ორი დეკლარაცია იძებნება. პირველი მან 2012 წლის დეკემბერში შეავსო, როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ (ეს ამ უწყების ადრინდელი სახელწოდებაა). ოჯახის წევრად მიუთითა და – 1980 წელს დაბადებული ანა ციხელაშვილი. 

უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ ქეთევან ციხელაშვილი ფლობს: მისი საკუთრებაა  საცხოვრებელი ბინა თბილისში, საირმის ქუჩაზე (77 კვადრატული მეტრი ფართობის); საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე (222 კვადრატული მეტრი ფართობის), იმავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი (452 კვადრატული მეტრი ფართობის) და 16-პროცენტიანი წილი მიწის ნაკვეთისა თბილისში, საირმის ქუჩაზე (მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 570 კვადრატული მეტრი). ასევე, ჰყავს 2008 წლის მსუბუქი ავტომანქანა Hyundai Tucson.

ქეთევან ციხელაშვილს „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ორ ანაბარზე, შესაბამისად, ერიცხება: 4 402 ლარი და 65 825 აშშ დოლარი.

2011 წლის განმავლობაში ქეთევან ციხელაშვილმა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა 1 050 ლარი აიღო, როგორც ლიბერალური აკადემიის დირექტორმა კი – 53 553 ლარი. ამავე აკადემიაში მუშაობდა ანა ციხელაშვილიც, რომლის წლიურმა ხელფასმაც ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე 21 984 ლარი შეადგინა.

2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში ქონების ოდენობა უცვლელია, ანაბრებზე რიცხულმა თანხამ მოიმატა, სავარაუდოდ, პროცენტის შესაბამისად. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში ქეთევან ციხელაშვილმა, როგორც ლიბერალური აკადემიის დირექტორმა 10 თვის განმავლობაში 38 485 ლარი აიღო, ხოლო, როგორც სახმინისტრის პირველმა მოადგილემ, ორ თვეში, 12 120 ლარი. ანა ციხელაშვილს სამუშაო ადგილი არ გამოუცვლია და მის წლიურ ანაზღაურებას 14 688 ლარი შეუდგენია.

 

скачать dle 11.3