კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (98)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

ამბოხი მზეზე

რაღაც ჩრდილოკორეული

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, ანუ, თავი გასჭირვებია, ფაქტია, რომ მჯობნის მჯობი არ დაილევა. ჰოდა, რაკი არ დაილევა, სულ ახლახან ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტომ გვაცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეას, პირველად დედამიწის ისტორიაში, მზეზე ადამიანი დაუსვამს!

მზეზე ასტრონავტი ჰუნგ ილ გონგი დამჯდარა, რომელსაც  21 იანვრის ღამის 3 საათზე დაუტოვებია დედამიწა და 4-საათიანი დამღლელი ფრენის შემდეგ მზეზე დაშვებულა.

აქედან გამომდინარე, კორეელებს სწამთ, რომ „ჩრდილოეთ კორეამ დაამარცხა ყველა ქვეყანა და დაასწრო მათ მზეზე დაშვება.“ იმავე სააგენტოს ცნობით, ჰუნგ ილ გონგს, როგორც გმირს, ისე დახვედრიან, რომელიც დედამიწაზე (ღამის 3 საათზე მზეზე გაფრენილი), დილის 9 საათზე დაბრუნებულა და ქვეყნის ლიდერსაც შეხვედრია (როგორც ჩანს, მზეზე არსებული ვითარების პირადად მოსახსენებელად. ცნობისთვის: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მზეზე დაშვებული ასტრონავტის ალალი ბიძაა.

ჩვენ არ ვიცით, დაიჯერა თუ არა გულის სიღრმეში ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობამ, რომ მზეზე დაშვება შესაძლებელია, ზედაც, იქიდან უვნებლად დაბრუნება, თუმცა, თუ „ორი გვამის“ თემაზე ჩვენი ყოფილი მმართველების საპასუხო პათოსს გავიხსენებთ: ეს ის არ არის, რაც თქვენ გეგონათო, სავარაუდოდ, არის მათში რაღაც ჩრდილოკორეული. 

скачать dle 11.3