კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

კავკასიურად შეუთავსებელი

ანუ, „დავაქორწინეთ, მაშ?!”

 

ისე მოხდა, რომ ჩვენს რეალობაში პოლიტიკური მოღვაწეობა ბიზნესის ერთგვარ ფორმად იქცა, შესაძლოა, საბჭოთა წარსულის გათვალისწინებითაც და, რომ დაგვცლოდა (ესე იგი, არ „გავწითლებულიყავით“), იქნებ, ჩვენც შევთამაშებოდით განვითარებული სამყაროსავით თანასწორობა-დემოკრატიის ვარსკვლავებს, ანუ, უფლებადაცულები და მაძღრები არა მხოლოდ ზემოთ, ქვემოთაც ყოფილიყვნენ. 

ასეა თუ ისე, ჩვენი პოლიტცხოვრება კვლავ „მე, ბება, ილიკო და ილარიონის“ სცენარით ვითარდება:

„– მე მგონი, ისტორიულზე აჯობებს, ისტორიკოსები რაიოკომის მდივნები გამოდიან! – თქვა ილარიონმა.

– იურისტობა ჯობია! – თქვა ილიკომ, – ხომ ხედავ, ჩვენი მოსამართლე, დასახლდა კაცი. ჩვენს სოფელში რომ ჩამოვიდა, ცალ-ცალი კალოში ეცვა, ახლა ტყავის პალტოში და რეზინის ჩექმებშია გამოწყობილი...”

ჰოდა, რაკი ამგვარად სამწუხაროდ ვითარდება, სავსებით ბუნებრივია, რომ ახლები ძველების მიერ გაკვალულ გზას დააკვდნენ (ცხოვრება კარგია, კარგად ცხოვრება – უკეთესი) და ლამის შეჯიბრი გამართეს: „ჩემი მანქანა შენსას სჯობია, არა, ჩემი სჯობს შენს“, გადაწყდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის განკუთვნილი სამსახურებრივი ავტომანქანებისთვის გარკვეული ნორმები დაწესდება (მთავარი ნორმა მაინც ისაა, რაზე ძვირი არ უნდა ღირდეს ჩინოვნიკის ავტო).

მართალია, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დაწესდება „ჭერად” და, ისიც ცხადია, რომ ასეთი ნორმები აქამდეც უნდა დაწესებულიყო, მაგრამ, თუ ჩინოვნიკთა ძვირად ღირებული ავტომანქანებისადმი მიძალებას გავიხსენებთ, ჩნდება ეჭვი, რომ იქ, ზემოთ, რატომღაც, ძირითადად, უნახავები ხვდებიან. 

скачать dle 11.3