კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

„ნაციონალური“ ვნებები

ანუ, „გასატრუპია“

 

გასულ კვირას ამ ჩვენმა მთავრობამ ჩვენსავე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი წარადგინა. მისი ავტორი პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროა. ის (კანონპროექტი) საკმაოდ მოცულობითია და დღეს მოქმედ კანონში პატიმრობის შესახებ არაერთი ცვლილების შეტანას გულისხმობს, სხვათა შორის,  უფრო მეტ პოზიტიურს, ვიდრე ნეგატიურს.

ასე განსაჯეთ და, საკნები უზრუნეველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი განათებითაც, გათბობითაც და, თუ ბუნებრივი ვენტილაციით არა, ხელოვნურითაც, ან, ორივეთი ერთად, დღეში ერთსაათიანი სუფთა ჰაერზე სეირნობის ჩათვლით; განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ინტერნეტიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჟურნალ-გაზეთებ-რადიო-ტელევიზორის ჩათვლით (ფაქტობრივად, ციხე კი არა – სამოთხეა, რასაკვირველია, ჩვენი შეძლების მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის).

მეორე მხრივ, მრავალფეროვნდება იმ სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალი, რისი გამოყენების უფლებაც (თუ ცვლილებები დამტკიცდა) იარსებებს მსჯავრდებულ-ბრალდებულთა წინააღმდეგ. მათ შორის, ყველაზე დიდი „ნაციონალური“ ვნებათაღელვა წიწაკის გაზისა და ხელკეტის გამოყენების ფაქტმა გამოიწვია და, რაც მთავარია, საპარლამენტო უმცირესობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამთავითვე აცხადებენ, რომ ამ არაჰუმანურ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ! 

სახელდობრ, ბ-ნმა ვაშაძემ გვამცნო, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ პატიმრების წინააღმდეგ წიწაკის გაზისა და ხელკეტების გამოყენებას! ხოლო, თუ გავიხსენებთ ბ-ნი ვაშაძისა და მისი თანამოაზრეების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ქართულ ციხეებს (განსაკუთრებით, ხელკეტის ადგილსა და როლს პატიმრებთან მიმართებაში), ზედაც, „ორი გვამის“ ისტორიას დავამატებთ, მართლაც, ჩნდება ეჭვი, რომ წიწაკის გაზით თვალების დაწვას, განა პირდაპირ „გატრუპვა“ არ ჯობია?! როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: „ჟესტოკო, ნო, გუმანნო“.  

скачать dle 11.3