კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაციონალური“ ლექსიკონი

„ყველა დასახვრეტია“

 

რაკი ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისმინებოდა და იწერებოდა, როგორც ფარულად, ისე აშკარად, გასულ კვირას ეგრეთ წოდებული მუხროვანის ამბოხის პროცესში გადაღებული კადრებიც გამომზეურდა (რომლებსაც, მოქმედი პირების ქცევით თუ ვიმსჯელებთ, არქივისთვის იღებდნენ) და იმდროინდელი შს მინისტრის უხერხული ფრაზაც მოვისმინეთ ორი გვამის საჭიროების შესახებ, რასაც, მინისტრისავე დაპირებით, დიდი პრემია მოჰყვებოდა.

ამის საპასუხოდ, მართალია, მოვლენები შექსპირის ტრაგედიის სტილში განვითარდა, ოღონდ,  განა ვინმემ ნახევარი სამეფო შემოგვაძლია, სულ რაღაც ერთ ცხენში, არამედ, ფრაზის ავტორი ატირდა, თუმცა, მთლად ისეც არა – „და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული“.

მთლად ასეც ვერა, რადგან, „ნაციონალური მოძრაობა“ გენმდივნის გარშემო დაირაზმა და, თუმცა ნათლად ისმის ბ-ნი მერაბიშვილის ფრაზა, ჩვეულებისამებრ, განგვიმარტეს, თუ რა იგულისხმებოდა ისეთ კონკრეტულ გამონათქვამში, როგორიცაა „ორი გვამი მჭირდება“ – როგორც გვარწმუნებენ, ყველაფერი, გარდა გვამებისა. 

სახელდობრ, ბ-ნი გივი თარგამაძის ვერსიით, „ორი გვამი მჭირდება“ ნიშნავს, რომ საჭიროა ორი ადამიანის დაკავება და, თუ ისინი გაუწევენ წინააღმდეგობას, ამას ძალოვანების მხრიდან ადეკვატური მოქმედება უნდა მოჰყვეს.

ამ ვერსიას იზიარებს ბ-ნი ნუგზარ წიკლაურიც  (მომყავს ციტატა მისი მტკიცებიდან): „საუბარი იმაზე, თითქოს ვინმემ გასცა წინასწარ ბრძანება, რომ უპირობოდ მომხდარიყო ამ ადამიანების ლიკვიდაცია, არის უსინდისო ტყუილი (ანუ, საკუთარ ყურებს ნუ უჯერებთ, ჩვენ დაგვიჯერეთო).“

ბ-ნი გოგა ხაჩიძის განმარტებაზე აღარ შევჩერდები, იმდენად, რბილად რომ ვთქვათ, კონტექსტიდან ამოვარდნილია. თუმცა, ყველაზე ორიგინალური მაინც თბილისის აწ უკვე უფლებაშეჩერებული მერის ვერსიაა, რომელმაც ყოველივე ბ-ნი მერაბიშვილისა და ქართული გრამატიკის ერთმანეთთან მწყრალად ყოფნას დააბრალა. სახელდობრ, ბ-ნმა უგულავამ აქეთ დაგვამუნათა, ვინც იცნობს ვანო მერაბიშვილს, იცის როგორ უჭირს მეტყველებაო (ეტყობა, წერა უფრო ეხერხება).

ხოლო, თუკი ბ-ნ ლევან ღვინჯილიას დავესესხებით („თარგამაძის ენაზე: „ორი გვამი მჭირდება“ ნიშნავს, რომ „საჭიროა ორი ადამიანის დაკავება“... ამ ლოგიკით, „ადამიანის დაკავება“ და „გვამი მჭირდება“ ყოფილა სინონიმები“), გამოდის, რომ ბ-ნ მერაბიშვილს, სანამ ქართული გრამატიკის ნორმებთან მწყრალად ყოფილა, ახალი ნორმები შეუქმნია. 

скачать dle 11.3