კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინდური ფილმების მოყვარული ბანძელი ეკა და მაკას ამბავი

1978 წელია დააა.. (ოსმალეთში ვარ!!!)

იმ წელს (ზემოთ რომ წერია) მესამე კურსის სტუდენტი ვარ და გაზაფხულია. „გაზაფხულია, გულს რომ გიჩქროლებს, სისხლი რომ დუღს“... და ერთ დაბადების დღეზე გავიცანი „ძველი კოლხეთის“ (ბანძა – ამ შემთხვევაში) ტურფა, აშოლტილი, ცისფერთვალება და საოცნებოდ-საოცნებო ეკა ლაბახუა, რომელიც ჩამოგოგმანებული გახლდათ დედაქალაქში უმაღლესი განათლების მისაღებად. 

„გავიცანი. უცოლო ვარ, დავდნი ღორი ქონივითაა“!!! 

გარეგნობა (ჩემი სკალით) 120 პროცენტი – აი, შინაგანი ისა... ინტელექტი თუ რაცხა რომ ჰქვია – 20 პროცენტს ვერ სცდება, ვერ ქაჩავს! 

იმასაც მოვეწონე (ნამეტნავად!). 

 ზეგ მივდივარ მე, მაგალითად, ბანძაშიო... მივდივარო... ოღონდო, შენ არ იდარდოო, გაისადაც ჩამოვალო ისევ და აუცილებლად ჩავაბარებო, მითხრა ჩურჩულით... მერეო, აგერ შენო... (მე ხომ ისედაც აგერ ვარო) და, და... მერეო, მერეო...

– გამომშვიდობების წინ ინდური კინო გადის კინოთეატრ „კოლმეურნეში“ – „ტანცუი, ტანცუი“ და იქ დამპატიჟე, ძალიან კმაყოფილი დავრჩებიო, – იმან, „საოცნებომ“...

კინო „კოლმეურნეში“ „ტანცუი-ტანცუი“ გავიდოდა, აბა, ვერსაჩეს გამოფენას ვინ აჩვენებდა (ესეც შენი ინტელექტი!)?!

უარი როგორ მეთქვა?

ინდური კინოს ორი სერიის ყურება (თავისი სიმღერებით) ჩემთვის იგივე იყო, ღორი რომ დაკლა გაულესავი დანით.

გულზე ვსკდები, ეს როგორი ინტერესით „ჭამს ეკრანს“, თან, სიმღერებს ხმას აყოლებს.

პირველ სიმღერაზე წავუყვინთე... მეორეს ვეღარ გავუძელი, ჩემს საოცნებოს მოვუბოდიშე, სიგარეტს გავაბოლებ-მეთქი და ფოეში გამოვედი.

სამი მოზრდილი „ვინსტონი“ ვხიე, სანამ იქ „დინგი-დინგი“ დამთავრდა. 

მოკლედ... გამოვედით გარეთ და უკვე დავკარგე ამ ქალის ინტერესი.

ვაიმე, აღტაცებული და ბედნიერიაა?! კმაყოფილებისგან მიწაზე არ ეტევა, ცაში გაფრენას ლამობს.

მატარებელზე გავაცილე... ცხვირსახოცი ამოიღო და ფანჯრიდან მიქნევდა. 

წავიდა მატარებელი და წაიყვანა ჩემი – „ტანცუი, ტანცუი“ – ეჰ, მომავლამდე! ჩემი კოორდინატები ჰქონდა, თავისი არ დამიტოვა (იეჭვიანებენო ჩემები) რად გინდა მერე... ერთი წერილიც არ მოუწერია (დეპეშა ხომ – „ვაბშე“)

დალოცვილია დრო... დრო მკურნალია. მიმავიწყდასავით...

დაბადების დღეზე აღმოვჩნდი, თან თამადა ვარ. სუფრას ვუძღვები და... ეგერ, მაგიდის ბოლოში არ დავლანდე „ჩემი“ ეკა?! ზის და ასრიალებს ცისფერ თვალებს... მხედავს და ვერ მცნობს? – გამიელვა თავში... 

თამადა ვარ და სუფრა ჩემს ხელშია. თან, მორჩილი კონტინგენტია... ცეკვა გამოვაცხადე და ელვისებურად დავითრიე. უარი არ უთქვამს, ნარნარად შევცურდით „აბბას“ მელოდიაში.

– როგორ ხარ, ეკა? – ჩავჩურჩულე ყურში, – დრო რომ შევარჩიე.

– ეკა? – უჰ, მე ეკა არ ვარ... ცოტა დაფიქრდა... ეკა? – უი, ჩემი ტყუპისცალი და... ეკას იცნობთ თქვენ? („შეხვედრა მთაში“ და ახლა დაბადების დღეზე).

– სად არის ეკა? – კოორდინაციის ელვისებური უნარი მაქვს.

– ეკა ხომ გათხოვდა?! – „მახარა“ ელვისებურადვე.

– უი, რა გამახარე! – არ დავიბენი. სად გათხოვდა?

– ჩვენთანვე... ბანძაში...

გოგონამ ძალიან გაიხარა და მოულოდნელად, რისკიანად... ახალგაზრდულად და გაბედულად, პირდაპირ მაჯახა:

– მე მაკა ვარ... ის გათხოვდა... მე აქ ვარ!

კიდევ ერთხელ ვიგრძენი, როგორ მოვწონდი მეგრელებს, განსაკუთრებით ბანძიდან და „ახალი ცხოვრება“ დავიწყე...

– მაკა, ხვალ შევხვდეთ... კარგი (მაშინ პირველი გაცნობა კინოთი იწყებოდა)?

– დიდი სიამოვნებით, ოღონდ, სადაც მე გეტყვით, იმ კინოთეატრში წავიდეთ.

– თანახმა ვარ, მაკა, სად?

– „კოლმეურნეში“ გადის გადასარევი ფილმი – „ტანცუი, ტანცუი“. როგორ მინდააა... წავიდეთ? (ჯიში ჯიშია). ვაიიი!

– არრააა! – ვიყვირე, ხელი შევუშვი და სათამადო სკამს დავუბრუნდი...

 

скачать dle 11.3