კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

გაბრაზება ცუდი  მრჩეველია... ამიტომ‚ დაწყნარდით‚ შეამცირეთ სუნთქვის ტემპი‚ ნელ-ნელა დათვალეთ ათამდე და... შეგიძლიათ‚ ესროლოთ!

***

სიყვარულის ტესტი:

მოჰკიდებთ ხელს თქვენს შეყვარებულსა და ძაღლს, ჩაკეტავთ კარადაში‚ დაელოდებით 20 წუთს და აღებთ კარადის კარს.

აბა‚ ვინ როგორ შეგხვდა‚ ვის გაუხარდა შენი დანახვა... მაშასადამე‚ ვის უყვარხარ?

***

ჩემს ქმარს კოსტიუმი – „ტროიკა“ ვუყიდე: ტრუსები და ორი ნასკი... მიყვარს და ვანებივრებ‚ გენაცვალე...

***

პატრულის მოხსენებიდან:

„სიგნალიზაცია ჩაირთო არა იმის გამო‚ რომ აგური საქარე მინას მოხვდა‚ არამედ აგური იმიტომ მოხვდა საქარე მინას‚ რომ სიგნალიზაცია ჩაირთო“.

***

როდესაც ცოლთან ჩხუბობთ‚ კარგად დაფიქრდით‚ რა გინდათ – თქვენი სიმართლე გააგებინოთ თუ მშვიდად იცხოვროთ.

***

ერთი ბოთლი კონიაკის დალევის შემდეგ საუბარი გადადის ინფორმაციის გაჟონვაში...

*** 

– თქვენ ძმები ხართ?

– არა, ტყუპები!

– ტყუპები ძმებს არ ნიშნავს?

– ყოველთვის არა. მაგალითად‚ ჩვენ დები ვართ...

***

ვერ ვიტან‚ როდესაც საშინელებათა ფილმებში ადამიანი შედის სახლში და კითხულობს: „აქ არის ვინმე?“ – თითქოს სამზარეულოდან მკვლელი გამოეპასუხება: „ჰო‚ სამზარეულოში ვარ... სადილი მოვამზადე!..“

***

ქუჩაში მიდის გამხდარი‚ ჩია კაცი. წინ ორი მუტრუკი გადაუდგა:

– აბა‚ ბიძაჩემო‚ დაყაჭე მაყუთი!

– მოიცა‚ ბიჭებო‚ ბევრნი ხართ?

– ასე ექვსი... შენ ფული მაიტა!

– არ გინდათ‚ გთხოვთ‚ მოხუცი ვარ‚ სუსტი... ჩხუბი არ შემიძლია... მართლა ექვსნი ხართ თუ მეტნი?

– ფული-მეთქი! ექვსნი ვართ, ექვსნი, არაფერი გეშველება...

– ჰო, სხვა საშველი არ არის.... – და მოხუცმა ქამრიდან ნაგანი ამოიღო...

***

ოჯახური კამათი:

– შენი ყველა დაქალი მახინჯია!

– შენი ყველა ძმაკაცი კი სვამს...

– ეს იმიტომ‚ რომ ყველა შენი დაქალი მახინჯია!..

***

– ამ ობიექტზე რამდენი კაცი მუშაობს?

– ბრიგადირთან ერთად – ათი.

– ბრიგადირის გარეშე?

– ბრიგადირის გარეშე საერთოდ არავინ მუშაობს...

***

ტიპი‚ რომელსაც ხელში შოკოლადის ერთი ფილა უჭირავს‚ აფთიაქში პრეზერვატივების შეკვრას ყიდულობს. აფთიაქარი უცნაურად უყურებს და ბოლოს თავშეკავებით ეუბნება:

– იცით‚ მთელი შეკვრა არ დაგჭირდებათ‚ მაგ შოკოლადთან ერთიც საკმარისი იქნება...

***

– ჰოლანდიაში თქვენი ვიზიტის მიზანი?

– მოვწიოთ ბალახი და გავიაროთ ქალებში...

– ასეც დავწეროთ: ღირსშესანიშნაობების დათვალიერება...

***

დილის 6 საათია. სადღეღამისო ყვავილების მაღაზიაში შედის ინტელიგენტურად ჩაცმული მამაკაცი‚ თუმცა „მღელვარე ღამის“ კვალი აშკარად ეტყობა.

– ძალიან ლამაზი თაიგული მინდა‚ ცოლისთვის... და რაც შეიძლება რბილი.

***

– იცით‚ ჩემი ცოლი თავისიანებთან წავიდა და მე მოსამსახურესთან ვიწექი...

– რამდენჯერ?

– პასტორო‚ რას ნიშნავს‚ რამდენჯერ? მე თქვენთან აღსარების სათქმელად მოვედი და არა სატრაბახოდ....

***

– თქვენ რომ ნაწილები მოიტანეთ‚ თქვენს ავტომანქანაზე არ მიდის...

– შეიძლება... სამი მანქანა შევეჯახეთ და...

***

– ვერ იუარებ‚ მე თვითონ დაგინახე... ახლავე მითხარი‚ მანქანაში ვის კოცნიდი? – ეკითხება მკაცრი მამა ქალიშვილს.

– რა ფერის მანქანაში?

***

ნურავის გაუტეხთ გულს – ადამიანს ის მხოლოდ ერთი აქვს.

გაუტეხეთ ძვლები – ის საკმაოდ ბევრი აქვს – 206.

***

თქვენ მამაკაცისთვის ერთადერთი ხართ‚ თუ არ მოაქვს საჩუქრები; ტანსაცმელს და „ნასკებს“‚ სადაც გაიხდის‚ იქ ყრის; ლუდის ბოთლით ხელში ზის და ფეხბურთს უყურებს... თქვენთან ნამდვილად კარგად გრძნობს თავს...

***

არასდროს შეგეშინდეთ‚ აკეთოთ ის‚ რაც არ იცით! გახსოვდეთ: კიდობნის გამკეთებელი ნოე სულაც არ იყო სპეციალისტი‚ პროფესიონალებმა კი „ტიტანიკი“ ააგეს.

***

ციხეში ერთ კამერაში სამი პატიმარია: მკვლელი‚ ქურდი და ნარკომანი.

– მოდი‚ ზედამხედველს მოვკლავ და გავიპაროთ!

– არა‚ ჯობია‚ გასაღებს მოვპარავ‚ კარი გავაღოთ და ისე გავიპაროთ!

– ბიჭებო‚ მოდი‚ ცოტა ნარკოტიკი... და არსად წასვლა არ დაგვჭირდება... 

***

დედა სამსახურიდან ბრუნდება. აბა‚ ბავშვებო‚ ვინ გაახარებს დედას‚ რა გააკეთეთ დღეს?

– მე ჭურჭელი დავრეცხე! – წამოიძახა პირველმა.

– ყოჩაღ‚ აი‚ შენ შოკოლადი.

– მე ჭურჭელი გავამშრალე! – თქვა მეორემ.

– შენც ყოჩაღი ხარ‚ აი შენ‚ საღეჭი რეზინები.

– მე ნამსხვრევებით სავსე ვედრო გავიტანე და ნაგავში გადავყარე! – თქვა მესამემ.

***

ყველაზე სწრაფად ევოლუციას სანტექნიკოსები განიცდიან. ყველა გამოძახებული სანტექნიკოსი წინაზე ჭკვიანია – პრაქტიკულად, ყველას წარმოთქმული ფრაზა ასე ჟღერს: „ასე ვინ შტერმა გაგიკეთათ?!“

***

ალკოჰოლს შეუძლია გუნება-განწყობა აგიმაღლოთ დისტანციურადაც კი. ასე მაგალითად: გირეკავთ თქვენი მეგობარი და გეუბნებათ‚ რომ არაყი უკვე იყიდა... თქვენ ის არ დაგილევიათ‚ მაგრამ უკვე კარგ ხასიათზე დადექით...

***

სამსახურს სამი პლუსი აქვს: პარასკევი‚ ხელფასი და შვებულება.

скачать dle 11.3