კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით აღაფრთოვანა ფრიდა კალომ ბიჭოლა და ვისი მისვლა იყო მის ჩვენებაზე ბომბის გახეთქვის ტოლფასი

უკვე ერთი წელიწადი ხდება, მას შემდეგ, რაც ბრენდი „ანუკი ბიჭოლა“ დაიშალა და დიზაინერმა ბიჭოლა თეთრაძემ ისევ შეძლო ინდივიდუალურ ბრენდში კიდევ ერთხელ გაეერთიანებინა ის, რასაც ამდენი წელი აკეთებდა.

როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მოდის წრეებში, ბევრს ეგონა, რომ ბიჭოლას საერთაშორისო პოპულარობა  კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის სახელებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ, ოქტომბერში უკრაინაში გამართულმა  მოდის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ამ ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერ და პოზიტიურ ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია მწვერვალების დაპყრობა.

 

ბიჭოლა: დავუბრუნდი ბრენდ „ბიჭოლაზე“ ზრუნვას, რაც ჩემგან  კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობასა და ორმაგ  შრომას მოითხოვს. მოდუნების საშუალებას არასდროს ვაძლევდი საკუთარ თავს, მაგრამ ახლა ყოველდღიურ რეჟიმში ვფიქრობ, რა გავაკეთო ახალი; მუდმივად ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, მაქვს საქმიანი შეხვედრები და სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ყველა ჩემი ახალი ქმნილება იყოს უნიკალური და განსაკუთრებული. ვიცი, რომ წარმატების მისაღწევად ერთი წუთითაც კი არ შეიძლება გაჩერება.

– ამ ბოლო დროს ბევრი სხვადასხვა საქმის კეთება დაიწყე, მაგრამ, როგორც ჩანს, სამოსზე მუშაობა შენთვის ყველაზე ორგანულია და ამაში ყველაზე კარგად ავლენ ნიჭს.

– როდესაც პოპულარული ხდები, უამრავ შემოთავაზებას იღებ და გასართობ ჟანრში სხვადასხვა საქმის კეთება გიწევს. დიჯეობას პროფესიას ვერც დავარქმევ, უბრალოდ, ვუკრავ სხვადასხვა წვეულებაზე ამა თუ იმ კლუბის მიწვევით.

 საქმე, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია, ეს არის მოდა, რომელსაც 10 წლის ასაკიდან ვაკეთებ. ამაში სულ სხვა  ემოციას, სხვა სულისკვეთებას ვდებ. მოდა ჩემთვის პირადულია. 

– ბოლო კოლექცია ძალიან ჰგავს ყველაფერ იმას, რაც აქამდე გაგიკეთებია, მაგრამ, ამავდროულად, განსხვავებულია. მომიყევი მისი შექმნის ისტორია.

– ჩემი მეგობრების გვერდში დგომითა და უდიდესი მხარდაჭრით, სექტემბრის ბოლოს გადაწყდა, რომ უკრაინის მოდის კვირეულში უნდა მიმეღო მონაწილეობა. მეგობრების გარეშე ამ ქვეყანაში თითქმის შეუძლებელია რამის მიღწევა და ამაში არ  ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსებს. ელემენტარულად  ქსოვილების მწარმოებლებთან ურთიერთობა, პრესრელიზის დაწერა, გავრცელება და ყველა ის წვრილმანი, რაც შეუძლებელია, მარტომ აკეთო. აქ არ ხდება ისე, როგორც საქართველოში – რამდენიმე კაბა შევკერე და დამთავრდა. სხვათა შორის, ახლა კეთდება ათწუთიანი დოკუმენტური ფილმი,  თუ როგორ შეიქმნა ეს კოლექცია. 

სულ ვფიქრობდი რა კოლექცია გამეკეთებინა,  რომ შტამბეჭდავი ყოფილიყო არა მარტო სამოსით, არამედ მთელი შოუთი, მუსიკით, დეკორაციით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ხანია, ვიცი და მაინტერესებს ფრიდა კალოს პერსონა. მიყვარს, როგორც შემოქმედი, მაგრამ, მასთან შეხებას ყოველთვის გავურბოდი, რადგან, ძალიან ბევრი ვიზუალური არტისტი იყენებს ფრიდას ინსპირაციის წყაროდ. ეს იყო მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ეპატაჟური ქალი, რომლის  ბიოგრაფია სავსეა თემებით. ზუსტად ამ პერიოდში ვნახე ფილმი ფრიდაზე და, მივხვდი, რომ კოლექცია მზად არის. ფილმის მუსიკაც კი იმდენად შთამბეჭდავი და სენსიტიური იყო, რომ მთელი კოლექცია დამიდგა თვალწინ – ბევრი ლურჯით, ცოცხალი ყვავილებითა და დაპრინტული ჩიტებით. ჩიტების თემა უკვე დიდი ხანია ჩემს კოლექციას თან სდევს და, საინტერესოა, რომ ფრიდას ყველაზე ცნობილ ავტოპორტრეტში გულზე უზის ჩიტი. ამ ავტოპორტრეტის სრული ანალოგი არ გამიკეთებია, ამ კოლექციას შეიძლება დავარქვათ „ფრიდა ბიჭოლასგან“. 

– რით  განსხვავდება  შენი ფრიდა იმისგან, რაც აქამდე გაუკეთებიათ ხელოვანებს?

– ჩემი ფრიდა გაცილებით გულახდილია . ის არ იყო შავგვრემანი და ნაციონალურ  სამოსში გამოწყობილი. კოლექციაში გამოვიყენე ბევრი გამჭვირვალე ქსოვილი  და მოდელების ძირითადი ნაწილი იყო ქერა. მთავარ ფოტოებში გადავიღეთ ჩემი მუზა – ულიანა დემენტიევა, ასევე ქერა და, არა იმიტომ, რომ ის ტოპ- მოდელია, უბრალოდ, ის ზუსტად გამოსახავდა იმ ფრიდას, რომლის ჩვენებაც მინდოდა. ეს იყო ოცდამეერთე საუკუნის ქალი ფრიდას „ობრაზში“. სამოსი იყო ქალური, დახვეწილი ფორმებით და სექსუალური. მექსიკური მოტივები ძირითადად ცოცხალი ყვავილების სახით შემოვიდა კოლექციაში. მთლიანად შოუ ისეთი შტამბეჭდავი გამოვიდა, რომ, პირველად საკუთარ ჩვენებაზე, ვიტირე. დარბაზშიც აცრემლებული იყო ხალხი. 

– უკვე გაყიდულია კოლექცია?

– ძალიან ბევრი შეკვეთა მივიღე. კოლექციის დიდი ნაწილი გაყიდულია. ის, რომ უკრაინის ცნობილ სახეებს მოსწონთ  და აცვიათ ჩემი სამოსი, ძალიან დიდი რეკლამაა. უკვე დიდი ხანია, რაც ჩემთან იცმევს  ჯამალა – ბოლოს ივან ურგანტის შოუში ეცვა ჩემი კაბა; ასევე, ჩემი კაბა ეცვა, როცა კლიჩკომ მოიგო სერიოზული რინგი და ჯამალამ იმღერა უკრაინის ჰიმნი. ეს ამბავი 150-მა არხმა გადასცა ეთერში. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, ქვეყნის ნომერ პირველი მომღერლისთვის   შემექმნა კაბა  ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში, მაშინ, როცა მას უნდა შეესრულებინა ჰიმნი.  

– უკრაინული პრესა აჭრელებულია შენზე სტატიებით. ასეთ შეფასებებს ბევრი ცნობილი ბრენდიც ვერ აღწევს. შენ რას აბრალებ ამ ყველაფერს?

– მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ამ ქვეყანამ ძალიან თბილად მიმიღო. ამასთან, თვითონ შოუც მართლა ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური გამოვიდა. მაღალი დონის სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის, ივან დორნი, მეგაპოპულარული მუსიკოსი, რომელიც არ დადის მსგავსი თავშეყრის ადგილებში და მისი გამოჩენა ნამდვილად ბომბის გავარდნას ნიშნავდა.  მისი მოსვლა ვარდისფერი ვარდებით  უკვე საჩუქარი იყო ჩემთვის. ჩვენებას ესწრებოდნენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, პარლამენტარებისა  და მინისტრების ცოლები, ბიზნესმენები და მათი ცოლები, იყო. თვითონ  იულიანაც, ჩემი სახე, რომელიც, ასევე, „ჟივენშის“ სახეა და ოთხჯერ აქვს ექსკლუზიურად გახსნილი „ჟივენშის“ ჩვენება. 

აქ შოუ-ბიზნესის სიახლეების შესახებ ყველაზე პოპულარული საიტია „ბესტინ უა“, რომელიც მთლიანად აშუქებდა ჩემს ჩვენებას თავისი „აფთერ ფართით“ და, ერთ წუთში მნახველების ისეთი რაოდენობა შევიდა, რომ საიტი ორი წუთით გაითიშა.  ჩვენების მეორე დღეს გავემგზავრე ხარკოვის მოდის კვირეულზე, სადაც ვიყავი მთავარი მიწვეული სტუმარი. ეს იყო ჩემი, როგორც დიზაინერის, პირველი გასტროლი. ხარკოვის ჩვენებამაც ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. 

– რა გეგმები გაქვს? 

– ვაპირებ, გავაკეთო ყოველდღიური ხაზის „კაფსულა“ კოლექცია და, მაინტერესებს, აღმოჩნდება თუ არა ეს წარმატებული. საკუთარი ბუტიკის გახსნას ჯერჯერობით, არ ვაპირებ. მაქვს ჩემი „შოუ რუმი“  კიევში და შერეულ მაღაზიებში იყიდება ჩემი სამოსი. ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა რუსეთის უსერიოზულესი მაღაზიებიდან. ამ კონტაქტებში ქეთა თოფურია მეხმარება. ყველა ჩემი მეგობარი მეუბნება, რამხელა პოზიტივსაც გასცემ, იმავეს იღებ უკანო, რითიც უზომოდ ბედნიერი ვარ.

 

скачать dle 11.3