კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ეპოქა დაასრულა შორენა ბეგაშვილმა და რისი პრეზიდენტი ხდება ის

გასულ კვირას შორენა ბეგაშვილი საზოგადოების წინაშე ახალ ამპლუაში წარდგა – ცნობილმა ტელესახემ, რომელიც ხშირად ხდება ხმაურიანი სკანდალების პერსონაჟი, საქველმოქმედო აქცია წამოიწყო და საკუთარი ნივთებისა და სამოსის გაყიდვით მიღებული თანხით, მოხუცებულთა სახლის დახმარება გადაწყვიტა. ამ ამბავმა ის ისე ჩაითრია, რომ საკუთარი ფონდის დაარსებაც კი გადაწყვიტა, რისთვისაც  უკვე შეუდგა სამზადისს.

 

შორენა ბეგაშვილი:  ამ აქციის მოწყობის ერთადერთი მიზანი იყო სურვილი, დახმარება გამეწია  მათთვის, ვინც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს. ადრეც ხშირად დავხმარებივარ ადამიანებს, ნაცნობებს, უცნობებს,  მაგრამ ამის  აფიშირება არასდროს გამიკეთებია და არც თავი მომიწონებია ვინმესთან.  ახლა სხვა გზა არ მქონდა – ჩუმად ხომ ვერ გავყიდდი ჩემს ნივთებს?  ვინმეს უნდა გაეგო ამ აქციის შესახებ, რომ ტანსაცმელი ეყიდათ. 

– რატომ აირჩიე საქველმოქმედო აქციისთვის მაინცდამაინც მოხუცები?

– მოხუცების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მე თვითონ ბებიას და ბაბუას გაზრდილი ვარ. ხუთ წლამდე მათთან ვიზრდებოდი სიღნაღის რაიონში. სამწუხაროდ, დღეს არც ბებიაა ცოცხალი და არც ბაბუა,  მაგრამ მათი სითბო და სიყვარული მთელი ცხოვრება მომყვება.  ჩემ  მიერ მათთვის გაღებული  მცირეოდენი  სიკეთე  და ზრუნვა იმქვეყნად ჩემს ბებია-ბაბუას დაუბრუნდება. მე ძალიან დიდ სიამოვნებას და სიხარულს მგვრის და ვერ წარმოიდგენთ როგორ მგულშემატკივრობენ ჩემი მოხუცები. ქალები მეუბნებიან, მეც შენნაირი ვიყავი ახალგაზრდობაში, ჩემზეც შენსავით ჭორაობდნენ, შვილოო. ძალიან თბილ სიტყვებს ვიღებ ბაბუებისგანაც. მათი შემხედვარე ძალიან ბევრჯერ დავფიქრდი ჩემს მომავალზეც. ნებისმიერმა შეიძლება, გაიზიაროს  იმ მოხუცთა ბედი – მერე სხვა შორენა უნდა მოვიდეს ჩემთან თუ სხვასთან. 

– ხმაური, როგორც ყველაფერს შენ ირგვლივ, ამასაც ბევრი მოჰყვა.

– ამ ხალხისთვის მთავარია, ცუდი თქვან და ცუდი წერონ, ეს არის მათი იდეაფიქსი, მაგრამ მე ამ ხმებზე  ნაკლებად ვღელავ.  გადავწყვიტე,  ჩამოვაყალიბო  ჩემი სახელობის ფონდი, რომლის პრეზიდენტი თავად ვიქნები და უფრო მეტ სამსახურს გავუწევ ადამიანებს.

– ფონდი უკვე ხმამაღალი განაცხადია.

–  შესაძლოა, მე უკვე დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა.  ფონდის საქმიანობა უფრო მასშტაბური იქნება. მერე მარტო ჩემს კი არა, სხვა სელებრითების ნივთებსაც გავყიდი. ვისაც ექნება სურვილი, თანხას ჩარიცხავს ამ ფონდში, რომ უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთების საშუალება გვქონდეს.  თუ დღეს „ფეისბუქის“ მეშვეობით ვახერხებთ ნივთებისა და ტანსაცმლის გაყიდვას, მომავალში, ალბათ, გვექნება მაღაზია, ან  გალერეა, სადაც მსგავსი აქციები მოეწყობა. მე ისე  ჩამითრია ამ საქმემ, ამაზე არ გავჩერდები. ჩვენ უკვე შევაგროვეთ თანხა, რომელიც გადავეცით მოხუცებს, მაგრამ ეს არის მცირედი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც აქვთ. მაგალითად, გათბობის საშუალებების მოგვარებაა საჭირო. მივიდნენ ისინი, ვინც მე მლანძღავენ მოხუცებულთა სახლში და თავად მიხვდებიან, იყო თუ არა ამ აქციის გაკეთება საჭირო.  

 – ამ ტიპის აქციებს უცხოეთში ბევრი ცნობილი სახე აკეთებს. შენგან გადადგმული ეს ნაბიჯი ბევრმა პიარნაბიჯად ჩათვალა, ბევრმა ახალი იმიჯის მორგების მცდელობად.  

– ნეტავ, იქაც ამდენს ლანძღავენ ცნობად სახეებს? უცხოეთში ასეთ აქციებს ხშირად აწყობენ, თუმცა იქ არავინ არ ამბობს, რომ ვინმე ამას პიარისთვის იყენებს. ჩემი ტანსაცმლისა და ჩანთების ნახევარზე მეტი გავყიდე. ეს რომ პიარისთვის გამეკეთებინა, „კუპალნიკში“ გადაღებულ ერთ ფოტოს დავდებდი, რომელიც ყველა საიტზე მოხვდებოდა და ზუსტად იგივე პიარი მოჰყვებოდა, მაგრამ ეს არ გავაკეთე.

– ეგებ „კუპალნიკიანი“ შორენა აღარ იყიდება ისე, როგორც ადრე?

– არა მგონია. მე  ეგ ეპოქა უკვე დავასრულე. ახლა „კუპალნიკში“ ფოტოს მხოლოდ საოჯახო და  პირადი ალბომისთვის ვიღებ და არა რომელიმე ჟურნალის გარეკანისთვის. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ხანდახან ძალიან ბევრის გავლა გვიწევს იმისთვის, რომ  გავიზარდოთ  და განვვითარდეთ. ასე რომ არ იყოს, მეც ვიჯდებოდი რომელიმე კომპიუტერს ამოფარებული და დავწერდი კომენტარებს: „უიმეე, ეს რა ცუდი საქმე გააკეთა; დედა, დედა თავისი ძღინკიანი კაბები გამოიტანა გასაყიდად.“ ეს აქცია ჩემთვის იყო პირველი მცდელობა, თუ ვინმეს შეეძლო ამის უკეთ გაკეთება, მას გაეკეთებინა. საქმე. მე არავისთვის არაფერი წამირთმევია. იმ მოხუცებს კვლავ უჭირთ. ასე რომ, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ჯობია, შემომიერთდნენ, ჩემს ლანძღვას თავი დაანებონ და მათ დაეხმარონ. 

– რა გაიყიდა ყველაზე  კარგად და რა თანხა შეგროვდა მოხუცებისთვის?

– თანხის ზუსტ რაოდენობას ვერ დავასახელებ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ სამი ნული გვაქვს (იცინის). „ტოტალ შარმთან“ ერთად  უკვე მივუტანეთ მოხუცებს ტელევიზორი, გამათბობლები.  ყველაზე უკეთ ჩემი ჩანთები გაიყიდა, ასევე ტანსაცმელიც. ეს ყველაფერი  ყველაზე დაბალ ფასში  იყო გამოტანილი  და შესაბამისად, ყველაზე მეტი რაოდენობით  გაიყიდა.

– ის ჩანთა გაყიდეთ, 10 ათასი დოლარი რომ დააფასეთ?

– არა, ის ჩანთა ჯერ არ გაყიდულა. „ჰერმესის“ ჩანთაა, იმდენი ითქვა ამ ჩანთაზე, რომ დაითარსა და ჯერ არ გამოუჩნდა პატრონი. 

– ისიც თქვეს, ფულის გაკეთება გადაწყვიტაო.

–  არა, რას ამბობთ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფულთან ასეთი ახლო „საქმიანი” ურთიერთობა მაქვს. მგონი, ცუდი დებიუტი არ გამოვიდა (იცინის). ფულის მიმართ უდიერი დამოკიდებულება არ მაქვს,  ერთ დღეს ნამდვილად არ ვხარჯავ მთელ ჩემს ფულს. ჩემი ტანსაცმლიდან არც ერთი არ იყო ისეთი, რაიმე წუნი ჰქონოდა. მოგეხსენებათ, რომ ტელესახე  ერთი და იმავე სამოსით მაქსიმუმ ორჯერ გამოჩნდეს ტელეეკრანზე, მეტად ვერ ჩაიცვამ. გარდერობი ათასი უსარგებლო სამოსით მქონდა სავსე, რატომ უნდა მქონდეს ისე, როცა შეიძლება გაიყიდოს და ამ ფულით ვინმეს დაეხმარო? გინდ ძონძი დაარქვან, გინდ ძღონკი, ამაზე არ ვდარდობ. ვფიქრობდი, ჩემი სხვა ნივთებიც გამეყიდა, მაგრამ ერთხელ ჩაცმული კაბების გაყიდვას ისეთი ამბავი მოჰყვა, ფეხსაცმელი რომ დავდო გასაყიდად, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვება?

– ეპატაჟისთვის საწოლის გაყიდვაც არ იქნებოდა ურიგო.

– ერთი საწოლი მაქვს და ვერ გავყიდი, სკამზე ვერ დავიძინებ (იცინის). სკანდალი რომ მდომებოდა, ჩემს ბიუსტჰალტერს გავყიდდი, მაგრამ არ მინდა ასეთი რამ. მე ამ აქციას სულით და გულით ვაკეთებ, რომ ვინმეს დავეხმარო.  

– იყო რამე ისეთი, რასთან შელევაც გაგიჭირდა? 

– რას ნიშნავს ქალისთვის სამოსი, ეს ყველამ კარგად იცის.   ყველა ჩემი კაბა ამა თუ იმ კონკრეტული გადაცემის თუ პროექტისთვის იყო გამზადებული. თითოეულ მათგანს თავისი წარსული და ისტორია ჰქონდა, შესაბამისად, ის მახსენებდა, სად და  როდის მეცვა. ხან ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემს წარსულს ვყიდდი. ჩემთვის ნამდვილად არ იყო ადვილი, ამ ტანსაცმლის ერთი ხელის მოსმით მოცილება. მაგრამ, მაინც გავაკეთე.  ძალიან გამიჭირდა, შევლეოდი ჩემს ქურქს, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჰონორარით ვიყიდე. ეს იყო მელიის ქურქი, რომელიც   ყველაზე ძვირად გაიყიდა. მახსოვს, წლების წინ როგორ მინდოდა, მისი ყიდვა.  როგორც კი ფული ავიღე, გავიქეცი და მაშინვე  ვიყიდე, რომ ფული არ შემომხარჯვოდა.  ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს იმ ქალბატონს, ვინც ეს ქურქი იყიდა. 

– ვინ ყიდულობს ძირითადად შენს ტანსაცმელს?

–  მე არ ვიცი ვისთან მიაქვთ ნივთი. ამ საქმეში ჩემი დისშვილები არიან ჩართულები, რომლებმაც კურიერის ფუნქციაც შეითავსეს, რომ კიდევ ზედმეტი ხარჯი არ გვქონოდა. მე  წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არიან ჩემი ტანსაცმლის  ახალი მფლობელები, ალბათ, მათი უმეტესობა თინეიჯერი გოგონები არიან. არ გამოვრიცხავ, ჩემი რომელიმე ნივთი ჩემს იდუმალ თაყვანისმცემელთან მოხვედრილიყო (იცინის).  

– ახლა ვინ განაახლებს შენს გარდერობს?

– მე თავად ვიზრუნებ ამაზე, ძირითადად, სატელევიზიო ტანსაცმელი გავყიდე. ის, რითაც  ყოველდღიურად ვსარგებლობ, ჯინსი და სპორტული სამოსი, არ გამიყიდია, ასე რომ, ჩემს კეთილისმსურველებს დავამშვიდებ და ვეტყვი, „შიშველი” არ დავრჩენილვარ (იცინის).    

– შენს ცხოვრებაში პროფესიული სიახლეები თუ არის?  

– ახლა  ცხოვრების შედარებით პასიური ეტაპი მაქვს. უარი ვთქვი რამდენიმე პროექტზე, იმის გამო, რომ კარგად დამესვენა და მეტი დრო გამეტარებინა ჩემს შვილთან. ამ ეტაპზე ვარ მხოლოდ „იღბლიან ბორბალში”, შესაბამისად მაქვს მეტი დრო ჩემი შვილისთვის, ფიქრისთვის. ასე კარგად დასვენებულმა მოვიფიქრე ეს აქცია, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.    

 

скачать dle 11.3