კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

თოფის ბაბუა

თოფის ბაბუა

მის გამოყენებას ქრისტიანების წინააღმდეგ კათოლიკური ეკლესია კატეგორიულად კრძალავდა. სიტყვა „არბალეტი“ ლათინური წარმოშობისაა და პირველად ძველ საბერძნეთში გაჩნდა. თავდაპირველად, პასტროფეტებს ეძახდნენ. ევროპელებმა ის მხოლოდ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ისიც ბრძოლის ველზე ნახეს. განსაკუთრებით მოიხიბლნენ ფრანგები და ინგლისელები. ძალიან მალე მათ არბალეტის მასიური წარმოება დაიწყეს. არბალეტებიდან მოკლე, ფოლადისგან ჩამოსხმულ, ბასრ ისრებს ისროდნენ. მშვილდიდან მიზანში სროლა ძალიან რთული და ხანგრძლივი ვარჯიშის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, არბალეტიდან ზუსტად სროლა ლამის ბავშვსაც კი შეეძლო. თანაც 150 მეტრის მანძილზეც სწვდებოდა მსხვერპლს. მხედარს ცხენიდან 200 მეტრის სიშორიდანაც აგდებდა. ძალიან მალე კათოლიკურმა ეკლესიამ არბალეტების გამოყენება ქრისტიანების წინააღმდეგ სასტიკად აკრძალა. 1139 წელს მეორე ლუთერანულმა კრებამ საგანგებო დეკრეტიც კი გამოსცა. თან, მიუთითა, რომ ურწმუნოს მოკვლა არბალეტიდან ცოდვად არ ითვლებოდა. თუმცა, ათ წელსაც არ გაუვლია, რომ ფრანგები და ინგლისელები ერთმანეთს წარმატებით ჟლეტდნენ არბალეტებით. საქმეს ვერ უშველა, ვერც რომის პაპის, ინოკენტი მესამის დამუქრებამ – შეგაჩვენებთო.

თუმცა, არბალეტი არ იყო სრულყოფილი და 1500 წელს ამ გაუმართაობამ ლამის იმპერატორი მაქსიმილიან პირველი იმსხვერპლა. მისი ბრძანებით, სასწრაფოდ გამოიგონეს მექანიზმი, რომელიც შემთხვევით გასროლას მინიმუმამდე ამცირებდა. იტალიელები უფრო შორს წავიდნენ და 1530 წელს პატარა, მსუბუქი არბალეტები შექმნეს, რომელთაც წარჩინებული ქალბატონები ნადირობისას იყენებდნენ.

მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს არბალეტმა ნელ-ნელა დაუთმო ასპარეზი ცეცხლსასროლ იარაღს. მართალია, თავდაპირველად, თიხის გამომწვარ ბურთულებს ისროდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხანს. თოფში ძალიან მალე დაიწყეს ლითონის ტყვიების გამოყენება. თუმცა, არბალეტი კიდევ დიდხანს დარჩა მონადირეების საყვარელ, ელიტურ იარაღად.

 

პროგრესი სახეზეა

კინო კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. რომ არ ყოფილიყო კინოკამერა, ჯერ ერთი, ვერაფრით გავერთობოდით, მეორეც – უამრავი ისტორიული კადრი დაიკარგებოდა.

პირველმა კინოკამერამ 1894 წელს იხილა დღის სინათლე. მასალად გამოიყენეს ხე და ლითონი. ასევე, შუშაც. იმართებოდა ხელით, მექანიკურად. დაამზადეს საფრანგეთში.

1935 წელს გაცილებით მოდერნიზებული კინოკამერა დაამზადეს საბჭოთა კავშირში. მასალად ლითონი და პლასტმასი გამოიყენეს. ეს კამერაც მექანიკური იყო.

1964 წელს კინოკამერის გაუმჯობესებული მოდელი უკვე ამერიკელებმა შემოგვთავაზეს. მასალად გამოიყენეს ლითონი, პლასტმასი და შუშა. ეს კამერა უკვე იყო ელექტრონული მართვის.

2013 წელს იაპონელებმა უახლესი მოდელი შექმნეს. მასალა: პოლიმერი და შუშა. იტენება აკუმულატორით. საოცარი შესაძლებლობები აქვს.

 

скачать dle 11.3