კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: როგორ უნდა შევუნარჩუნოთ ძაღლს იმუნიტეტი და როგორ დავიცვათ ის სხვადასხვა ინფექციისგან?

პასუხი: ჩვენი ოთხფეხა მეგობრები საშიში ინფექციებისაგან რომ დავიცვათ, საჭიროა, მოვახდინოთ მათი დროული და სწორი ვაქცინაცია (აცრები), რისი საშუალებითაც ხდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება. იმუნიტეტის ჩამოყალიბება ორგანიზმში არის ისეთი სპეციფიკური ლიმფოციტებისა და ანტისხეულების პროდუცირება, რომელიც დაავადების აღმძვრელ მიკროორგანიზმებს განვითარების საშუალებას არ მისცემს. ასეთი ანტისხეულების არსებობა ორგანიზმში შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან წელი, რომელიც დაიცავს ორგანიზმს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასეთივე იმუნიტეტი ყალიბდება ძაღლებში სწორი ვაქცინაციის შედეგად. ვაქცინაციის მიზანია, შექმნას აქტიური იმუნიტეტი და არ დაუშვას მისი დაავადება. არსებობს მონო-ვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მხოლოდ ერთი დაავადების საწინააღმდეგოდ, კომპლექსური ვაქცინები კი უზრუნველყოფენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ერთდროულად რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგოდ. ვაქცინაციის მიზანია, შეექმნათ ლეკვებს აქტიური ვაქცინისშემდგომი იმუნიტეტი, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდანვე. დედისგან მიღებული იმუნიტეტი ქვეითდება და ქრება 9-12 კვირის ასაკში. სასურველია, თუ ამ პერიოდისთვის უკვე დაწყებული გვექნება ლეკვისთვის აცრების გაკეთება. ადრეულ ასაკში დაწყებული ვაქცინაცია უზრუნველყოფს ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას ორგანიზმში, რაც უზრუნველყოფს დაავადებისგან ძლიერ დაცვას. იმუნიტეტის გამომუშავება ორგანიზმში ხდება ვაქცინის შეყვანიდან 10-14 დღის შემდეგ. ამ პერიოდისთვის ლეკვის ორგანიზმი დასუსტებულია და მეტად მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ. ისეთ ვაქცინებს, რომლებსაც სჭირდება განმეორებითი ვაქცინაცია, რევაქცინაცია ეწოდება, იმუნიტეტი ყალიბდება რევაქცინაციის მომენტიდან ორი კვირის (14 დღის) გასვლის შემდეგ.

კითხვა: მაინტერესებს, რა სახით უნდა მიიღოს ძაღლმა მშრალი საკვები?

პასუხი: მშრალი საკვები შეგიძლიათ მისცეთ ძაღლს როგორც მშრალ, ისე დამბალ მდგომარეობაში. დასალბობად კი, უმჯობესია, სასმელი წყალი გამოიყენოთ. ასევე, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს ჭურჭელში ყოველთვის სუფთა წყალი უნდა ესხას. ამიტომ, დალეულიც რომ არ ჰქონდეს ბოლომდე, აუცილებლად გადააქციეთ და ახალი წყლით შეუვსეთ წყლის ჭურჭელი. მიუხედავად ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით გათვალისწინებისა, აღნიშნული რაციონი ვერ იქნება დაბალანსირებული და, შეიძლება, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.

კითხვა: რა სიხშირით უნდა დავვარცხნო ძაღლს ბეწვი?

პასუხი: სეზონური ბეწვის ცვლის დროს აუცილებელია ყოველდღიური დავარცხნა – ამით დავაჩქარებთ აღნიშნულ პროცესს და თავიდან ავიცილებთ ბეწვის დაყრას მთელ ბინასა თუ ეზოში. ისიც გახსოვდეთ, რომ ძაღლის ყოველდღიური დავარცხნა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ბეწვის ცვლის პერიოდი. გაცილებით რთულია, როცა ცხოველს ბეწვი მთელი წლის განმავლობაში სცვივა, რაც, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ ის ცხოვრობს ოთახში, პატრონთან ერთად, გარემოს მუდმივ ტემპერატურაზე, რის გამოც ირღვევა ,,ჩაცმა-გახდის” ბიოლოგიური რიტმი. სწორედ ამიტომ, ბეწვის ცვლის პერიოდი ხდება ხანგრძლივი და გრძელდება თვეობით, შემდგომ სეზონამდე. აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად საჭიროა ცხოველის რეგულარული ვარცხნა, ასევე, საკვების დაბალანსება აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინებითა და ცხიმოვანი მჟავვებით, როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინები და ისეთი ცხიმოვანი მჟავეები, რომელთა გამომუშავებაც არ ხდება ცხოველის ორგანიზმში. ესენია: ომეგა 3 და ომეგა 6.  აღნიშნული ვიტამინები და ცხიმოვანი მჟავეები უზრუნველყოფენ კანისა და ბეწვის საფარველის ჯანრთელობის შენარჩუნებას, ასევე, ბეწვის ცვლის პროცესის დაჩქარებასა და ჯანსაღი ბეწვის ზრდას.

 

 

скачать dle 11.3