კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო”, 1993 წლის, რომელსაც ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი” გაუფუჭდა. მანქანას საგრძნობლად შეუსუსტდა გაწევა და გაცილებით მეტ საწვავს წვავს. იქნებ მითხრათ, არის თუ არა ისეთი ადგილი, სადაც ამ ნაწილს განვადებით შევიძენ და საერთოდ რა ღირს ის. ამასთანავე, მაინტერესებს, საერთოდ შეიძლება თუ არა მანქანის მართვა, სანამ ამ დეტალს შევიძენ ან სხვა გზით მისი შერემონტება?

პასუხი: რაც შეეხება განვადებას, ამა თუ იმ დეტალის შეძენისას, ეს კეთდება ყველა დიდ მაღაზიაში, მათ შორის ქუთაისის ქუჩაზე, სადაც ავტონაწილები იყიდება. მაღაზიაში არიან ბანკის წარმომადგენლები და ეს ძალიან მარტივი პროცესია. რაც შეეხება „ვოზდუხამერის” ფასს, სერიოზული განსხვავებებია იმის მიხედვით, თუ რა ფირმის ნაწილს შეიძენთ. კარგი ხარისხის „ვოზდუხამერი” საკმაოდ ძვირია. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, ეს ნაწილი ელიავას ბაზრობაზე, ეგრეთ წოდებულ „დაშლილებში” შეიძინოთ, სადაც მართალია ნახმარ, მაგრამ სამაგიეროდ, მანქანის ორიგინალ ნაწილს იშოვით, მით უფრო, რომ ამ მარკის ნაწილები საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება, შეგიძლიათ თუ არა მანქანის მართვა ამ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. გაფუჭებული „ვოზდუხამერი” სხვა არც ერთ დეტალს არ დააზიანებს. მაგრამ წვას თქვენ სხვა ხერხებით ვერ შეამცირებთ. ეს არის ის ნაწილი, რომელიც კომპიუტერს საწვავისა და ჰაერის ნაზავის შესახებ ინფორმაციას აწვდის. რადგან ის გაფუჭდა, შესაბამისად, კომპიუტერიც არასწორად მუშაობს და უფრო დიდი რაოდენობით საწვავს აწვდის. ამიტომ, უმჯობესია, ეს დეტალი რაც შეიძლება მალე შეცვალოთ.     

კითხვა: ვარ ახალგაზრდა მძღოლი და მინდა, ახალი ავტომობილის შეძენა. იქნებ მირჩიოთ, „მერსედესის” „ემელის 350” „ჯიპი“ შევიძინო თუ „ბეემვეს” „იქს5”, 3.0-ძრავიანი?

პასუხი: ამ ორ ავტომობილს შორის იმდენად რადიკალური განსხვავებაა, მიკვირს როგორ შეიძლება, მათი შედარება. ერთს გეტყვით, რომ თუ დინჯი ხასიათი გაქვთ და მშვიდი ადამიანი ბრძანდებით, ავტომობილი გირჩევნიათ გამძლეობის მიხედვით შეარჩიოთ, ვიდრე სისწრაფის. ასეთ შემთხვევაში „ემელის” „ჯიპი“ უნდა შეიძინოთ. მაგრამ, თუ ხანდახან გაზის პედალზე ფეხის მიჭერა გიყვართ და ავტომობილის მართვაში გარკვეულ აგრესიას დებთ, მაშინ „იქს5” უნდა შეიძინოთ.    

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა”. შევიძინე ახალი სამუხრუჭე ხუნდები, რომელმაც სულ ცოტა ხანში წრიპინი დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ეს ხმა აქვს და არ ვიცი, რა ვუშველო. ზოგადად, ეს ხუნდების ბრალია, სამუხრუჭე სისტემის თუ სხვა რამეა მიზეზი?

პასუხი: თუკი ხუნდები შეცვალეთ და ის აწივლდა, ნიშნავს, რომ ნაკლებად ხარისხიანია. ხუნდებს რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს: ერთი ის, რომ არ უნდა ხმაურობდეს; მეორე – იოლად არ ცხელდებოდეს და მესამე – კარგად უნდა იჭერდეს. თუ ამ სამიდან რომელიმე დარღვეულია, ეს ნიშნავს, რომ უკვე პრობლემები გაქვთ. ყველაზე მეტად ყურადღება, რა თქმა უნდა, მესამეს უნდა მიაქციოთ. თუ ხუნდები არ იჭერს, ის სასწრაფოდ გამოსაცვლელია. მეორეა, როცა ხურდება. ასე რომ, თუ თქვენი ხუნდები პირველ ორ თვისებას აკმაყოფილებს, მაშინ მისი მოხმარება შეგიძლიათ. მაგრამ, რადგან წივილის ხმა აქვს, სათუოა, სხვა დანარჩენ ფუნქციას კარგად ასრულებდეს. თუმცა, არის ხუნდები, რომელიც არ ხმაურობს, მაგრამ მთელ სისტემას ჭამს, ყველაფერს ცვეთს. ამიტომ, შეიძინეთ ნორმალური, ცნობილი ბრენდის ხუნდები.      

კითხვა: იქნებ ამიხსნათ, რატომ ანათებს ჩემი ავტომობილის ფარები ისე, თითქოს შორს მაშუქები მაქვს ჩართული, მაშინ, როცა ახლოს ხედვის ფარები ანთია? ამის გამო ბევრი მძღოლი მსაყვედურობს ქალაქში მოძრაობისას.

პასუხი: თუ თქვენს ავტომობილს არც ერთხელ არანაირი საგზაო შემთხვევა არ ჰქონია, მაშინ ფარებიც ქარხნული წესით იქნება გასწორებული. თუ ერთხელ მაინც შეცვალეთ შუქფარი, თუ მასთან დაკავშირებული რაიმე შიდა დეტალი; ან ერთხელ მაინც მოგიწიათ პატარა შეჯახება წინა მხრიდან, ეს ფარების მდგომარეობას შეცვლიდა და მისი დარეგულირება აუცილებლად დაგჭირდებათ. პირველი იმისთვის, რომ საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ ავტომობილს არ შეუქმნათ დაბრკოლება და მეორე იმისთვის, რომ სრულფასოვნად გაგინათოთ გზა და გქონდეთ მაქსიმალურად კარგი ხედვა ღამის პირობებში. 

 

скачать dle 11.3