კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

დიეტა მათთვის, ვისაც პანკრეატიტი აწუხებს

პანკრეატიტის მკურნალობისას, მედიკამენტების მიღებასთან ერთად, აუცილებელია დიეტის დაცვა (ცხადია, მკურნალობაც და დიეტაც უნდა იყოს ექიმის დანიშნული და არა თვითნებური).

მწვავე პანკრიასის ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავებისას, პირველი ორი დღის განმავლობაში საერთოდ არ უნდა მიიღოთ საკვები. რეკომენდებულია, დღეში ექვსჯერ, პატარა ყლუპებით დალიოთ თითო ჩაის ჭიქა გაზგასული „ბორჯომი“, ასკილის ან ჩაის სუსტი ნაყენი, მომდევნო 5-7 დღის განმავლობაში კი ინიშნება მკაცრი, ნაკლებკალორიული დიეტა.

ქრონიკული პანკრეატიტით დაავადებულთა დიეტა რემისიების პერიოდში უნდა იყოს საკმაოდ კალორიული (2 500-2 800 კილოკალორია დღეში) და სრულფასოვანი, ოღონდ, ცხადია, უნდა გამორიცხოთ ღორისა და ცხვრის ხორცი, შემწვარ-მოხრაკული, ცხარე და მწარე საკვები. რაციონში ცილების შემადგენლობა უნდა გაიზარდოს 100-120 გრამამდე, ნახშირწყლების რაოდენობა კი აუცილებელია, შეამციროთ 300-500 გრამამდე, რაც უმთავრესად უნდა მოხდეს ადვილად შესათვისებელი შაქრის შემცველი პროდუქტების – თაფლის, კანფეტის, მურაბისა და სხვა ტკბილეულის ხარჯზე. უნდა შეზღუდოთ ცხიმის მიღებაც. 

კვების რაციონიდან გამორიცხეთ ისეთი პროდუქტები და ულუფები, რომლებიც აღიზიანებს ნაწლავებისა და კუჭის ლორწოვან გარსს. კერძები უნდა მომზადდეს გატარებული ან გახეხილი სახით. მთლიანად გამორიცხეთ შემწვარი კერძები.

რეკომენდებულია:

ა) წინა დღეს გამომცხვარი ხორბლის პური – დღეში 200-300 გრამი.

ბ) ვეგეტარიანული სუპი გახეხილი ბოსტნეულით (თეთრი კომბოსტოს გარეშე), რომელსაც შეგიძლიათ, ჩაუმატოთ ცოტაოდენი არაჟანი ან ზეთი.

გ) საქონლის, ქათმის ან ინდაურის მოხარშული მჭლე ხორცი ან მათგან მომზადებული კატლეტები (ორთქლზე).

დ) ხაჭო და უმარილო ყველი.

ე) დაფქული „ჰერკულესის“, წიწიბურას, ვერმიშელის, მაკარონის, ბრინჯის ფაფები (წყალზე).

ვ) ბოსტნეულიდან კარტოფილის, სტაფილოს, გოგრის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ჭარხლისგან მომზადებული კერძები მოხარშული და გახეხილი სახით.

ზ) ვაშლი, გახეხილი ხილის სახელდახელო კომპოტები, სუსტი ჩაი ლიმონით, ასკილის ნაყენი.

აკრძალულია: ღორის, ცხვრის, თხის, იხვის, ბატის ხორცი და მათგან დამზადებული ბულიონი; ნებისმიერი მსუქანი ხორცი, ყოველგვარი კონსერვი, ძეხვეული, მწნილი, სუნელები, სოკო, თეთრი კომბოსტო, მჟაუნა, ბოლოკი; ასევე, გაუხეხავი ხილი და ბოსტნეული, მაგარი ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, ახალი პური (ნებისმიერი), ნაყინი, გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი სიგარეტი.

ულუფა, რომელსაც თითო ჯერზე მიირთმევთ, უნდა იყოს თბილი (არც ცივი და არც ცხელი არ შეიძლება). იკვებეთ დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით და თითოეული ლუკმა კარგად დაღეჭეთ.

ამ დიეტის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაითვალისწინეთ მისი რჩევები.

скачать dle 11.3