კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა სასარგებლოა სახის კანისთვის. რატომ?

პასუხი: სუფთა ჰაერზე სეირნობა ყოველთვის და ყველაფრისთვის სასარგებლოა. ახლა, რაც შეეხება სახის კანს. საქმე ისაა, რომ კანისთვის აუცილებელია D ვიტამინი, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის კანის ამა თუ იმ დაავადების წარმოქმნას. სეირნობა კი იმით არის კანისთვის აუცილებელი, რომ ამ დროს, მზის სხივების ზეგავლენით ხდება ჩვენს ორგანგიზმში D ვიტამინის სინთეზირება. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და მზიან ამინდში 10-15 წუთი მაინც გაიარეთ ფეხით.

კითხვა: როგორ უნდა შევამოწმო (კოსმეტოლოგის გარეშე) ჩემი სახის კანის ტენიანობა, სიმკვრივე და ელასტიკურობა?

პასუხი: ტენიანობის შესამოწმებლად, ხელისგულები რამდენიმე წამით მჭიდროდ მიაჭირეთ ლოყებს (ცერი თითი ყურის ბიბილოს უკან უნდა მოექცეს) შემდეგ კი სწრაფი მოძრაობით მოაშორეთ ხელები სახეს. თუ ტენიანობა საკმარისია, იგრძნობთ, რომ თითქოს ხელები ოდნავ მიეწება სახის კანს. თუ ეს არ მოხდა, ესე იგი, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები კანის დასატენიანებლად. ცხადია, ამ პროცედურის ჩასატარებლად სახე უნდა იყოს გაწმენდილი და მშრალი.

კანის სიმკვრივის შესამოწმებლად ისევ ხელისგულები დაიდეთ ლოყებზე და კანი მსუბუქად გასწიეთ ყურებისკენ. თუ გაჩნდა ვერტიკალური ნაოჭები თვალების გარშემო (ან, უკვე არსებული ნაოჭები გაღრმავდა), ესე იგი, თქვენს კანს შველა სჭირდება.

ელასტიკურობის შემოწმება კი უფრო ადვილია: მსუბუქად იჩქმიტეთ ორივე ლოყაზე ერთდროულად და დააკვირდით, სწრაფად აღიდგენს თუ არა კანი საწყის მდგომარეობას. თუ ამ პროცესს ნახევარ წუთზე მეტი დასჭირდა, ესე იგი, ზომების მიღებაა საჭირო.

კითხვა: როგორ შევახამო „ჩრდილების“ ფერები თვალების ფერთან?

პასუხი: უნდა შეარჩიოთ კონტრასტული ფერები, მაგალითად: მწვანე თვალებს უხდება იისფერი, ქლიავისფერი, მუქი ლურჯი ფერის „ჩრდილი“ (ოღონდ, თხლად წასმული); ცისფერ თვალებს – ყავისფერი და მუქი მწვანე; თაფლისფერს – ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფერი.

 

скачать dle 11.3