კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ძალისხმევით გაიცნეს იოსებ სტალინმა და ლავრენტი ბერიამ ერთმანეთი

ბოლშევიკური პარტია, კარგა ხნის განმავლობაში განიცდიდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრების ნაკლებობას. ლენინიც კი არ ყოფილა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ის პარტიულად მოაზროვნე პიროვნება გახლდათ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ბოლშევიკი ლიდერები. ერთადერთი პიროვნება მათ შორის, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება ახასიათებდა, იყო იოსებ ჯუღაშვილი. ბოლშევიკების ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, თვალშისაცემი გახდა სახელმწიფო მოღვაწეთა ნაკლებობა. თავდაპირველად, საბჭოთა რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დამკვიდრდა პარტიული აზროვნება. ბოლშევიკი ლიდერების მიზანი იყო არა სახელმწიფოს სიძლიერე და ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის დახვეწა, არამედ ბოლშევიკური პარტიის გაძლიერება, რომელსაც უნდა ებატონა სახელმწიფოზე. სწორედ ამიტომ იქცა ბოლშევიკური პარტია სახელმწიფოდ სახელმწიფოში. 20-იანი წლების დამდეგს ნათელი გახდა, რომ ბოლშევიკებს, ლენინის მეთაურობით უბადლოდ შეეძლით ნგრევა, მაგრამ არა შენება. ნგრევა მიმდინარეობდა ყველგან, ერთადერთი მიზნით – ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. სტალინი იმთავითვე მიხვდა, რომ ბოლშევიკები დაკარგავდნენ ძალაუფლებას და სახელმწიფოც დაიწყებდა კვდომას, თუ არ შეწყვდებოდა ნგრევა. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად შეუდგა ის მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობებიდან ნელ-ნელა გაუნათლებელი, მხოლოდ რევოლუციური წარსულის გამო დაწინაურებული ადამიანების ჩამოშორებას. იოსებ ჯუღაშვილი შეუდგა ახალი კადრების მოძიებას – ისეთების, რომლებიც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დაწყებას შეძლებდნენ. ამ ძიებაში ლავრენტი ბერია იქცა სტალინის აღმოჩენად.

20-იან წლებში, ქართველი ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე, მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, სამსონ მამულია და დანარჩენები ტიპური პარტიული აზროვნებისანი იყვნენ. ხელისუფლებაში დამკვიდრდა დაუსრულებელი კამათი, ისეთ საკითხებზე, რომლებიც არანაირად არ უკავშირდებოდა საქართველოს. მაგალითად: ქართველ ბოლშევიკებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლოთ, ეკამათათ გერმანიის ან ჩინეთის რევოლუციის პერსპექტივებზე, მაშინ როცა თბილისს არ ჰქონდა სასმელი წყალი, გზები, საქალაქო ტრანსპორტი, სატელეფონო ქსელი, კოლხეთის დაბლობზე კი მოსახლეობა მალარიით იტანჯებოდა. ამგვარ ვითარებაში მოვიდა ლავრენტი ბერია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში. სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში 10 წელზე მეტი ხნის წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, 1931 წელს, სტალინის რეკომენდაციით, ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. იმავე წელს ბერია კიდევ უფრო მნიშვნელოვან თანამდებობაზე გადაიყვანეს. ბელადმა ის საკავშირო კომპარტიის ამიერკავკასიის კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნა. ბერია გახდა  საქართველოსა და ამიერკავკასიის ფედერაციის პოლიტიკური ლიდერი. როგორც ჩანს, სტალინი გულდასმით ეძებდა ამ პოსტისთვის კანდიდატურას. ლავრენტი ბერიამ მისი ყურადღება, ჯერ კიდევ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობის პერიოდში მიიქცია. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, ბელადთან ბერიას რეკომენდაცია ორჯონიკიძემ გაუწია. ეს ვერსია მცდარია.  სტალინს ბერია, როგორც პერსპექტიული მუშაკი გაცილებით ადრე წარუდგინა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ – რედენსმა. არ არის გამორიცხული, რომ ბელადთან ბერიას სიტყვა შეაწია ცნობილმა ბოლშევიკმა, მირჯაფარ ბაგიროვმა. ბაგიროვი და ბერია ერთად მოღვაწეობდნენ აზერბაიჯანში. ამიტომ, უფრო სავარაუდოა, რომ ბერიას ჯუღაშვილმა ყურადღება მიაქცია არა ორჯონიკიძის, არამედ ბაგიროვისა და რედენსის გამო. უფრო მეტიც, ბერიას ორჯონიკიძესთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. ბერია აღიზიანებდა ორჯონიკიძეს მისდამი დამოკიდებულებით. ცხადია, ორჯონიკიძეს არ მოსწონდა, რომ საქართველოსა და ამიერკავკასიის პოლიტიკური ლიდერები მისი გვერდისავლით შეირჩა. ქართველი ბოლშევიკების ძველმა გვარდიამ იმთავითვე ცუდად აღიქვა ბერიას გაპირველკაცება. მართალია, მათ სტალინთან დაჩივლება ვერ გაბედეს, მაგრამ სამაგიეროდ, საყვედურებით აავსეს ორჯონიკიძე. თვითონ ორჯონიკიძესაც არ ეხატებოდა გულზე ბერია, მაგრამ ფილიპე მახარაძისა და დანარჩენებისგან განსხვავებით, ბელადის ფავორიტის შესახებ მოსკოვში კრინტიც არ დაუძრავს. შესაძლოა, შემდგომში ის კიდეც ნანობდა, რომ ბერიას წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

სტალინმა ბერია უზარმაზარი უფლებებით აღჭურვა და დიდი  გეგმებიც დაუსახა. ბერია სწორად მიხვდა, რომ ბელადის მიერ დასახული გეგმების განხორციელებას ვერ შეძლებდა ქართველ ბოლშევიკთა ძველ გვერდიასთან ერთად. ამიტომ, გადაწყვიტა მათი გზიდან ჩამოცილება. ბერია დიდ რისკზე მიდიოდა, როცა მიზნად დაისახა ძველ ბოლშევიკთა რეპრესირება. შესაძლოა, მას ეს სარისკო ნაბიჯი არც გადაედგა, მაგრამ გააზრებული ჰქონდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, მას არც სტალინი დაინდობდა. თავის მხრივ ქართველი ბოლშევიკები კი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, ბელადს ბერია სამაგალითოდ დაესაჯა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბერია ქართველ ბოლშევიკებს ბოლოს არ მოუღებდა, მაშინ თვითონ ბერიას მოუღებდნენ ბოლოს ისინი. ბერიამ ცხადია, პირველი ვარიანტი აირჩია.

სტალინი ერთბაშად არ დათანხმდა ბერიას ძველ ბოლშევიკთა რეპრესირების საკითხთან დაკავშირებით. ლავრენტი ბერიას შესანიშნავი ალღო ჰქონდა, რისი წყალობითაც გრძნობდა, რომ ძველი ბოლშევიკები, არა მარტო მას უშლიდნენ ხელს, არამედ სტალინისთვისაც არასასურველი მოღვაწეები იყვნენ. ამიტომ, ბერიას ბელადი უნდა დაერწმუნებინა, რომ ქართველ ბოლშევიკთა ლიდერები პირადად სტალინის პოლიტიკურ ხაზს ეწინააღმდეგებოდნენ. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი ოსტატობით შექმნიდა ბერია მათგან მტრის ხატს. ბერია, სტალინის შესანიშნავი მოწაფე იყო... ის მიზანმიმართულად ავრცელებდა ხმებს, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ორჯონიკიძე და მახარაძე იყვნენ გარეულნი. ცალკეული ბოლშევიკებისგან ისე ოსტატურად ქმნიდა მტრის ხატს, რომ რეპრესირებული ბოლშევიკები ლამის თვითონვე იჯერებნენ ხალხის მტრობას. მაგალითისთვის: მამია ორახელაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ ბრალდებაში ფიგურირებდა, რომ მამიას მამა ძველი რეჟიმის დროს ქუთაისში გოროდავოი, ანუ პოლიციის დაბალი რანგის მოხელე იყო. გასაგებია, თუ რისთვის კეთდებოდა ეს მინიშნება. ფილიპე მახარაძეს, სულ იმას აყვედრიდნენ, რომ ქართველ უკლონისტთა ლიდერი იყო და სტალინის მიერ წამოწყებულ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნას ეწინააღმდეგებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბერიას ფანტაზია ძალზე შორს მიდიოდა. მაგალითად: ცნობილ დირიჟორ ევგენი მიქელაძეს ბრალად წაუყენეს, რომ მის სახლში მეუღლის ნათესავი ცხოვრობდა, რომელიც თითქოს თურქეთის დაზვერვის რეზიდენტი იყო. ბერიას შუა გზაზე შეჩერება არ ახასიათებდა, ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლის უპერსპექტივობაში დარწმუნებული ორახელაშვილი და მამულია, გაეცალნენ და მოსკოვში გადაბარგნენ. თუმცა, მაინც ვერ უშველეს ამით თავს.

საქართველოში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა ბერიას დროს დაიწყო. ყველაზე მეტად ეს თბილისს დაეტყო. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე გაგებით, თბილისმა ქალაქის იერსახე სწორედ ბერიას მოღვაწეობის პერიოდში მიიღო. ბერია უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქალაქის დაგეგმარებას. იმ პერიოდში აიგო ცირკი, ფოსტის შენობა, იყო უფრო მნიშვნელოვანი პროექტებიც. მაგალითად: მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების მშენებლობის დაწყება, თბილისში წყალმომარაგების გაუმჯობესება, საკანალიზაციო მეურნეობის მოწესრიგება, ქალაქის გამწვანება. უზარმაზარი ტერიტორია მთის ფერდობზე წყნეთიდან მთაწმინდის პარკამდე ხრიოკად იყო ქცეული. იქ ტყე ლავრენტი ბერიას ინიციატივით გაშენდა. ბერიას თბილისში მოღვაწეობის დაწყებამდე თბილისელებს შორის ქართველთა ხვედრითი წილი ძალზე მოკრძალებული იყო. ბერიამ სხვადასხვა საშუალებებით დაიწყო თბილისში ქართველთა რაოდენობის გაზრდა. ძირითადად ეს მოხერხდა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა კონტინგენტის ზრდითა და ახალი სასწავლებლების გახსნით. საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ნაწილი თბილისში რჩებოდა მუდმივ მცხოვრებად.

ბერიას მოღვაწეობის დასაწყისში სავალალო მდგომარეობა იყო კოლხეთის დაბლობზე: გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარის ნაწილში. აქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, პრაქტიკულად, არ არსებობდა. ძირითადად  მოჰყავდათ სიმინდი. ადგილობრივი ნესტიანი ჰავა აუტანელს ხდიდა ცხოვრებას. ბერიამ გრანდიოზული პროექტის განხორციელება დაიწყო ამ ადგილებში, – დააშრეს ჭაობები და გააშენეს ციტრუსები. ბერიამ საბჭოთა დაზვერვას კონტრაბანდული გზით შემოატანინა ჩაის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც შემდგომში ფართოდ გავრცელდა დასავლეთ საქართველოში. 

ყველასთვის ცხადია, რომ ბერიას თითოეული ნაბიჯი ბელადთან იყო შეთანხმებული. საკავშირო ბიუჯეტიდან საქართველოსთვის დამატებითი თანხების ასე ხელაღებით გამოყოფას, სტალინის თანადგომის გარეშე, ბერია ვერ მიაღწევდა. სტალინმა კარგად იცოდა, თუ რისთვის იხარჯებოდა ყოველი კაპიკი. მოსკოვში უკვე ყველა გრძნობდა, რომ სტალინი ბერიას უფრო დიდი მისიისთვის ამზადებდა. მართლაც, დადგა დრო, როცა ბერიამ საქართველოსა და ამიერკავკასიაში თავისი მისია დასრულა. 1938 წლის 31 აგვისტოს ბერიამ ბოლო სხდომა ჩაატარა თბილისში. ბელადს ის მოსკოვში სჭირდებოდა.

 

скачать dle 11.3