კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იქმნება სახლში დეპრესიული გარემო და როგორ მივხვდეთ, ცხოვრებაში როდის დგება კარმულად აღმავალი და დაღმავალი პერიოდები

სახლში რემონტის და დიზაინის შეცვლის დროს აუცილებელია, გაითვალისწინოთ მთელი რიგი რჩევებისა, რომ ამ ყოველივემ მომავალში,  დისკომფორტი არ შეგიქმნათ როგორც პირადი, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით. ყველა ცდილობს, ბინა უკეთ მოაწყოს, რომ ჩაკეტილ სივრცეში კომფორტულად, ბედნიერად და მშვიდად იგრძნოს თავი. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი გიული ამბობს, ბინის ინტერიერის სწორად მოწყობაა თქვენი ბედის, ფინანსური კეთილდღეობის და კარიერული წინსვლის საწინდარი. ასე რომ, თუ ბინის რემონტი ან ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქალბატონი გიულის რჩევები.

 

გიული: ბევრს სახლში შესვლისთანავე ეცვლება გუნება-განწყობა – დგება ცუდ ხასიათზე და მაშინვე ახსენდება პრობლემები. თუ სახლში შესვლისთანავე ცუდ განწყობაზე დგებით, უფულობა და უიღბლობა გახსენდებათ და ყოველ წვრილმანზე ნერვები გეშლებათ, ამის გამო სხვებს წუწუნითა და ბუზღუნით ნუ შეაწუხებთ, უმჯობესია, დაფიქრდეთ და გამოსავალი თავადვე მოძებნოთ. როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. თუ სრული ჰარმონიის, ბარაქისა და იდილიის შექმნა გსურთ ოჯახში, სახლს მეტი ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ ის, რასაც ქვემოთ გირჩევთ. მაგალითად, უიღბლობას, ცუდ განწყობასა და უფულობას ადვილად დააღწევთ თავს, თუ ეზოთერიკაში აპრობირებულ საკმაოდ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ და დააძალებთ საკუთარ თავს, იყოთ მომთმენი და სწორი არჩევნის გაკეთებაც შეძლოთ. 

– ესე იგი, საკუთარი ძალებითვე შევძლებთ, მატერიალური დოვლათის მიზიდვას, კეთილდღეობის მოპოვებასა და ბინაში იდილიის შექმნას, თუ საცხოვრებელს სწორად მოვაწყობთ?

– დიახ, ასეა. სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანები სულიერ განტვირთვასა და ძალების მობილიზებას ახდენენ, ისვენებენ და სიმშვიდეს პოულობენ. თუმცა, ბევრისთვის საკმარისია, სახლის ზღურბლს გადააბიჯოს და მაშინვე ახსენდება უიღბლობა, უფულობა, საკუთარი წარუმატებელი ბედი, პრობლემები კარიერაში თუ მეგობრებთან. როგორც ეზოთერიკოსმა, შემიძლია, თამამად განვაცხადო, რომ ეს მხოლოდ თქვენი არასწორი ცხოვრების ბრალია. დამიჯერეთ, სახლი თანამედროვე ადამიანისთვის არა მარტო საცხოვრებელი ადგილი, არამედ, წინასწარმეტყველური მინიშნებების საშუალებაცაა. ამიტომ, ყველა ჩვენგანმა ისე უნდა მოაწყოს საცხოვრებელი ბინა, რომ თავი ენერგიულად, დაცულად და კომფორტულად იგრძნოს. თუ ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიებით არის დამუხტული, ამას სახლიც გრძნობს და შესაბამისად რეაგირებს. ჩემთვის ყველა ადამიანი ძალიან ძვირფასია და რაც მეტი იქნება ჩემ გარშემო ბედნიერი, მით უკეთესია, ამიტომ, სულ ვამბობ, ნეტავ ყველა კარგად იყოს ირგვლივ, რომ მეც ბედნიერად ვიგრძნო თავი-მეთქი. მოინდომე სხვისთვის კარგი და იგივე მოგეცემა თავად. მოკლედ, თუ გსურთ, ფული არ გამოგელიოთ, შარვლის უკანა ჯიბეში ნუ ჩაიყოფთ ხელებს და ასე ნუ დადგებით ქუჩაში. ასევე, მოაწესრიგეთ სახლში წყლის ონკანები და საკანალიზაციო მილები. თუ იქიდან წყალი ჟონავს, ამ გამდინარე წყალს თქვენი ფინანსებიც ნელ-ნელა გაჰყვება. ნურც მაგიდაზე შემოჯდებით, ნურც ჭუჭყიან ფეხსაცმელს შეიტანთ შემოსასვლელში და ნურც სამზარეულოს ჭურჭელს დატოვებთ ღამით გასარეცხს. დაძინებამდე ყველაფერი მოაწესრიგეთ და იმაზე ფიქრით დაწექით, რომ ხვალინდელი დღე უფრო იღბლიანი და წარმატებული იქნება, ვიდრე წინა დღე იყო. დღეს საიდუმლო აღარაა, რომ სამყაროში კონკრეტულ ყოველ ქცევას თავისი შედეგი მოჰყვება და, სავალდებულოა, ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ.

– იმასაც ხომ ამბობენ, რომ კარმული ჩავარდნების პერიოდში ადამიანს, უიღბლობა უფრო ემატება. ეს რას ნიშნავს და როგორ გავიაროთ ეს პერიოდი სერიოზული დანაკარგების გარეშე?

– მართალია, არსებობს კარმული აღმავლობისა და ჩავარდნების პერიოდი. კარმული აღმავლობის დროს ადამიანი ადვილად აღწევს წარმატებებს, არ ექმნება პრობლემები და წინაღობები, მისი ცხოვრება მშვიდად და ჰარმონიულად მიდის, მაგრამ, როგორც კი დაიწყება კარმული ჩავარდნების პერიოდი, ადამიანი უბარაქობის მსხვერპლი ხდება და ეს, შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ, ამას ისევ მოსდევს აღმასვლა და, ამიტომ, დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ. ხომ გაგიგიათ ძველი ნათქვამი: აღმართს დაღმართი მოსდევს და დაღმართს აღმართიო. სწორედ ეს პრინციპი მოქმედებს ადამიანის კარმაზეც. ამას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ასცდება ცხოვრების გზაზე. უბრალოდ, კარმული დაღმასვლის პერიოდში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა, სიტყვები, ურთიერთობები, ფინანსები და სურვილებიც კი.

– როგორ გავარკვიოთ, როდის დგას ჩვენთვის კარმული აღმავლობის ან დაღმასვლლის პერიოდი?

– თუ ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წინსვლისა და სიტუაციების დასარეგულირებლად. არ იზარმაცოთ, აკეთეთ ბევრი საქმე და წინ წაიწიეთ წარმატების ადვილად მისაღწევად – ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ისე ფინანსურ სფეროსაც. ანუ, კარმული აღმასვლის პერიოდში, ადამიანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება. კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის პერიოდში გზავნის. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ-მეთქი. რაც უფრო ფრთხილად გაივლით ამ პერიოდს, მით მეტი წინსვლის საშუალება მოგეცემათ მომავალში. ეზოთერიკაში არსებობს რჩევები და წესები, რომლებიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და ამ მხრივ საქმეს უიოლებს. მთავარია მათი ცოდნა. კერძოდ, საცხოვრებელ ბინაში არსებობს ზონები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, რემონტისა და ბინაში დიზაინის შეცვლის დროს, სწორედ ამ ადგილებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ სახლში მისაღები ოთახის დასავლეთ მხარეს არ დადგათ ტექნიკა და არ ჩამოკიდოთ სარკე კედელზე – ამან უბარაქობა იცის; მაგრამ, თუ ამ ადგილას დადგამთ ვაზას, ჩააწყობთ შიგ ყვავილებს და ჩაყრით ხურდა ფულს, აუცილებლად  გაიზრდება შემოსავლები, ოღონდ, ეს ფული, წლიდან წლამდე არ უნდა დახარჯოთ და დროდადრო უნდა ჩაამატოთ. კარგი იქნება, თუ მისაღები ოთახის აღმოსავლეთ მხარეს დადგამთ დივანს, სკამსა და მაგიდას – ეს ხელს შეუწყობს ახალ კონტაქტებსა და წარმატებულ ნაცნობობას, რაც საქმეში დაგეხმარებათ. ასევე, ის უზრუნველყოფს პარტნიორების მოზიდვას საქმეში. დადეთ შესასვლელში ქოლგა, ოღონდ, დაკეცილი, რომ კარიერაში წინსვლა გქონდეთ. ასევე, რემონტის დროს გაითვალისწინეთ, რომ ოქროსფერში გადაწყვეტილი მისაღები ოთახი მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ვარდისფრად შეღებილი საძინებლის კედლები – მშვიდ სასიყვარულო ურთიერთობებს, ხოლო ცისფრად ან სალათისფრად შეღებილი სამზარეულო – ოჯახის წევრების ჯანმრთელობის საწინდარია. არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული ნივთებითა და ავეჯით სახლის გადატვირთვა, მთავარია, იცოდეთ, სად რა დადგათ და რა ფერებში შეღებოთ კედლები. მხოლოდ ლამაზი სახლი, კომფორტსა და ფინანსურ დოვლათს ვერ მოგიტანთ, მისი რემონტი და ინტერიერი სწორად უნდა დაგეგმოთ. ის ნივთები და სამკაულებიც კი, რომლებსაც სახლში ინახავთ, მეტწილად თქვენს ბედ-იღბალსა და კეთილდღეობას განსაზღვრავს ფინანსებსა თუ პირად ურთიერთობებში. მაგალითად, ის ზარდახშა, სადაც სამკაულებს ინახავთ, აუცილებლად უნდა დადოთ საძინებელი ოთახის ჩრდილოეთ მხარეს. ტანსაცმლის კარადა აღმოსავლეთით დადგით, ხოლო საწოლი – ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომ მშვიდი ძილი და სასიყვარულო პარტნიორთან კარგი დამოკიდებულება გარანტირებული გქონდეთ. აბაზანა უნდა მოაწყოთ ისე, რომ იქ ზედმეტი ნივთები თვალშისაცემი არ იყოს. ბევრს უყვარს ამ ოთახში სუნამოების, შამპუნებისა და ტანის მოვლის სხვადასხვა საშუალების გამომზეურება, მაგრამ, არ იციან, რომ არ არის სასურველი, პირადი ჰიგიენის საშუალებები სტუმარმა ან უცხო პირმა დაინახოს – ეს თქვენსავე ჯანმრთელობაზე იმოქმედებს უარყოფითად. 

 

скачать dle 11.3