კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რომელი დაავადების დროს იწყება თმის უეცარი გაჭაღარავება

დილით პიტნის ჩაი დალიეთ, ყოველდღიურ რაციონში კი ჩართეთ შვრიის ფაფა და ტკბილი წიწაკა

ადამიანთა უმრავლესობა სიმხნევისთვის მაგარ ჩაის ან ყავას სვამს, მაგრამ, ეს მარტივი საშუალება მხოლოდ მცირე დროით გვიუმჯობესებს განწყობას.

თუ გსურთ, რომ ხანგრძლივი დროით მოახერხოთ ძალების მობილიზება, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

დილაობით, ორგანიზმის კოფეინითა და შაქრით დატვირთვის ნაცვლად, მიირთვით პიტნის ჩაი. შეგიძლიათ, პიტნის გამხმარი ან ქორფა ფოთლები გამოიყენოთ, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, ნაყენი ათი წუთით უნდა გააჩეროთ და შემდეგ დალიოთ. ძალიან კარგია ნაყენის ორთქლის შესუნთქვა ანუ ინჰალაცია. პიტნის არომატი ენერგიის მოზღვავებას იწვევს.

ჟენ-შენი პოპულარული მცენარეა, რომლის ეფექტურობა საუკუნეებს ითვლის. ის ცნობილია მასტიმულირებელი და განწყობის გამაუმჯობესებელი თვისებებით. ჟენ-შენის ნაყენის მიღება რეგულარულად შეგიძლიათ ზამთრის პერიოდში. ის არა მარტო ენერგიასა და სიმხნევეს შეგმატებთ, არამედ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტსაც. შედეგად, ორგანიზმი ადვილად უმკლავდება ვირუსს და, შესაბამისად, დაცული იქნებით გაციებისა და გრიპისგან.

შვრიის ფაფა ენერგიით გვავსებს და ძალას გვმატებს. შვრიაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება ორგანიზმზე ისევე მოქმედებს, როგორც ჟენ-შენი. ეცადეთ, შვრიის ფაფა ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ. სასარგებლოა არა მარტო ფაფა, არამედ, ყველაფერი, რაც შვრიას შეიცავს, მაგალითად, შვრიის ფხვიერი და გემრიელი ნამცხვრებიც.

C ვიტამინის უკმარისობა მთელ რიგ დარღვევებს იწვევს და ადამიანის ორგანიზმი იძულებულია, ნორმალური ცხოველმოქმედებისთვის ენერგიის მარაგის დაგროვება დაიწყოს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, მიირთვით ტკბილი წიწაკა, მოცვი, ცირცელი და ფორთოხლის წვენი.

წყალი კალორიებს არ შეიცავს და კვებითი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ, მის გარეშე სიცოცხლე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წყლის უმნიშვნელო დეფიციტის დროსაც კი, ორგანიზმში მნიშვნელოვნად იკლებს ენერგეტიკული დონე. დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისუსტეს არ უჩივით და არც გწყურიათ.

 

რომელი დაავადების დროს იწყება თმის უეცარი გაჭაღარავება 

არ არის გამორიცხული, უეცარი გაჭაღარავება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ გამოიწვიოს. გაჭაღარავება პირდაპირ კავშირშია, ასევე, ანემიასთან, ნერვული სისტემის დაავადებებთან, ვიტამინების ნაკლებობასთან და ასე შემდეგ; ხშირად კი ამის მიზეზი რკინის ნაკლებობა და ჰერპესია. რკინის ნაკლებობა, აგრეთვე, თმის ცვენისა და გამელოტების მიზეზიც შეიძლება, გახდეს.

ყველაზე ხშირად, მოულოდნელი გაჭაღარავების მიზეზი ხდება ორგანიზმში ცილა თიროზინის უკმარისობა. ეს ცილა, ძირითადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში შედის.

ჭაღარა მალე ერევა მათ, ვინც სხვადასხვა დიეტით იფიტავს ორგანიზმს და კრძალავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღებას.

საკვების შეზღუდულად მოხმარებისას ორგანიზმი განიცდის თიროზინისა და სპილენძის ნაკლებობას, არადა, სწორედ სპილენძი უწყობს ხელს ადამიანის ორგანიზმში საღებავი პიგმენტების წარმოქმნას.

 

ადამიანის მადა კუჭის ზომაზეა დამოკიდებული

ადამიანის მადა ხშირად კუჭის ზომაზეა დამოკიდებული. კარგი მადის მქონე ადამიანებს ეს ორგანო დღითი დღე ეზრდებათ და, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი საჭმელი სჭირდებათ დასანაყრებლად.

იმისთვის, რომ კუჭი ზედმეტად არ გააღიზიანოთ და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა შეამციროთ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. სადილი და ვახშამი ერთსა და იმავე დროს მიირთვით, რადგან, ამით კუჭი მიეჩვევა, საჭმლის მომნელებელი წვენი მხოლოდ მაშინ გამოყოს, როცა ის ნამდვილად საჭიროა. სადილამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი – ის  მდიდარია ტუტე ლითონებით და მათი მარილებით და, ამიტომ, ის ბლოკავს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ასევე, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საჭმლის მიღების პროცესი, მით მეტად ძლიერდება დანაყრების გრძნობა. არ დაგავიწყდეთ, უნდა ჭამოთ მშვიდად და აუჩქარებლად – ამ დროს დასანაყრებლად გაცილებით ნაკლები კალორია გყოფნით.

მოერიდეთ გაზიან და ტკბილ სასმელებს – ისინი პირის ღრუს და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შიმშილის გრძნობას იწვევს. ცარიელ კუჭზე მიღებული მლაშე საჭმელი კი, მწნილი იქნება ეს თუ მცენარეული სალათები, ზრდის მადას. ამიტომ, უმჯობესია, ჯერ მთავარი კერძი მიირთვათ და ზემოთ ნახსენები საკვები შემდეგ დააყოლოთ.

შიმშილის ცენტრს სისხლში არსებული გლუკოზა აღიზიანებს და მადის სიძლიერესაც ეს ფაქტორი განაპირობებს. ეცადეთ, გვიან საღამოს არ ჭამოთ ტკბილეული, ცომეული და მსუყე საკვები, განსაკუთრებით – ნამცხვარი, შოკოლადი, თაფლი, მურაბა და არ დალიოთ ტკბილი წვენები.

 

რა კავშირია ჰორმონებს, ჭამასა და თმის ცვენას შორის 

თმის ცვენა ქალებში ჰორმონულ რეგულაციასთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ყოველთვის უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის, ჰორმონების, პროჰესტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის დონე. ეს ის ჰორმონებია, რომელთა მიზეზითაც ხდება თმის ცვენის დაწყება.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად აუცილებლად უნდა შემოწმდეს თირეომასტიმულირებელი ჰორმონის რაოდენობა. მისმა ნაკლებობამ, შესაძლოა, სიმელოტე გამოიწვიოს. ამ ჰორმონის სწორი ფუნქციონირება, შესაძლებელია, დიეტამ ან საკვების დანამატების სიჭარბემ დაარღვიოს.

როცა მამაკაცს თმა სცვივა თავის ზედა ნაწილში, გვერდებში კი უხვად აქვს, ეს ტესტოსტერონისა და მისი მეტაბოლიტის – დიჰიდროტესტოსტერონის ცვლის დარღვევებზე მიუთითებს. ასეთ დროს აუცილებელია, ჭამოთ თევზი, ხორცი, ნიორი, ხახვი, ვაშლი, ქლიავი; ქალებს კი, რომლებსაც ტესტოსტერონის სიჭარბე აღენიშნებათ, ქალური ტიპის სიმელოტე უვითარდებათ. სიმელოტის ასეთი სახე იკურნება ბიოდანამატებითა და ფინასტერილით, რომლებიც ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას ბლოკავს. ამ საშუალებებს უკუჩვენება მხოლოდ ორსულობის დროს აქვს.

ხშირ შემთხვევაში, ქალებში თმის ცვენას პროჰესტერონის ნაკლებობა განაპირობებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ორსულებს ხშირად აღენიშნებათ თმის ცვენა. საკვები, რომელსაც მიირთმევთ და ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ, გაჯერებულია ესტროგენის მსგავსი ნივთიერებებით. როცა ორგანიზმში ესტროგენები ჭარბად ხვდება, პროჰესტერონის დონე ქვეითდება, რაც სიმელოტეს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ჭამეთ ბევრი ნიგოზი, თხილი, ქიშმიში, თევზი და საქონლის ხორცი.

 

სქესობრივ აქტივობას სტაფილო, ნიორი და ხახვი ამაღლებს

სტრესი, დაბინძურებული ეკოლოგია, გლობალური პრობლემები და დაძაბული ცხოვრების რიტმი ადამიანის სქესობრივ ცხოვრებაზე აისახება. სქესობრივი აქტივობისთვის კი კარგია ნიორი, ხახვი და სტაფილო.

ნიორი აძლიერებს სასქესო ჯირკვლების სეკრეციას და, შესაბამისად, ამაღლებს სქესობრივ აქტივობას. ამიტომ, მიიღეთ დღეში 3 კბილი ნიორი ან მისი ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: ერთი ჩაის კოვზი დანაყილი ნიორი გახსენით 300 მილილიტრ ანადუღარ ცივ წყალში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ მიიღეთ 100 მილილიტრი, დღეში სამჯერ.

ხახვი ამაღლებს სქესობრივ მოთხოვნილებას, აძლიერებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას, ზრდის ორგანიზმში სპერმის გამომუშავებას. ჭამეთ ის ნედლად ან მიიღეთ მისი ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: დაჭერით წვრილად 3 თავი ხახვი, დაასხით 400 მილილიტრი თბილი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, 100-100 მილილიტრი. რეკომენდებული არ არის ამ ნაყენის დიდხანს მიღება მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.

სქესობრივი ფუნქციის შესუსტებისას გამოიყენეთ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი თაფლთან ერთად. მიიღეთ დღეში ოთხჯერ, თითო სადილის კოვზით, თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და თაფლის ნარევი.

 

ჭამეთ D ვიტამინის შემცველი პროდუქტები და გაიახალგაზრდავეთ ორგანიზმი

კალციფეროლის ანუ D ვიტამინის მთავარი და ძირითადი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებას, არეგულიროს ფოსფორისა და კალციუმის ბალანსი. ვიტამინი D აუცილებელია სისხლის შედედების, გულის ნორმალური მუშაობისთვის, ნერვული სისტემის აგზნების დროს მისი რეგულაციისთვის. თვალის ზოგიერთი დაავადება და ართრიტის სახეობა სწორედ ამ ვიტამინის დახმარებით იკურნება.

კალციფეროლი მონაწილეობს ძვლის ტვინის წარმოქმნასა და ზრდის პროცესში. კვების რაციონში მისი უკმარისობის დროს ან მზის სინათლის ხანგრძლივი უკმარისობისას, ბავშვის ძვლები რბილდება და წარმოიქმნება რაქიტი.

გაითვალისწინეთ, რომ ამ ვიტამინის აუცილებელი დოზის მიღება არ შეიძლება მხოლოდ კვების პროდუქტებით, რადგან, მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეიცავს მას და ისიც არასაკმარისი რაოდენობით.

D ვიტამინს შეიცავს: კვერცხი, რძე, კარაქი, ღვიძლი, თევზეული. ეს ვიტამინი, ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება, ასევე, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით.

სხეულის მასაჟი ასტიმულირებს D ვიტამინის წარმოქმნას, ინახავს კანს ჯანმრთელად და აახალგაზრდავებს მას.

 

რა უნდა სვათ კუჭის მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობის დროს

კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის დროს მოამზადეთ შემდეგი სახის ნაყენი: 20 გრამი პიტნის ფოთოლი, 15 გრამი მატიტელა, 15 გრამი ფარსმანდუკი, 10 გრამი გვირილა, 10 გრამი კვლიავი, 10 გრამი კამის თესლი და 10 გრამი კატაბალახა ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დაახლოებით 10-15 წუთით დადგით ნელ ცეცხლზე, შემდეგ კი გადაწურეთ. ნაყენი დალიეთ დილით, უზმოზე, 1 ჩაის ჭიქა, შემდეგ კი, ყოველ 4 საათში ერთხელ – ნახევარი ჩაის ჭიქა. კურსი ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში.

კუჭის წვენის მჟავიანობის მომატების დროს ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის არყის ხის კვირტები, ცაცხვის ყვავილი და ფარსმანდუკი. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 20 დღეა. 

გაფრთხილებთ: სამკურნალო მცენარეები აუცილებლად შეიძინეთ აფთიაქში!

скачать dle 11.3