კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიქტორია აზარენკო – ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი

„არსენალის” ვარსკვლავები მაგიურ შოუში

ლონდონის „არსენალის” ვარსკვლავებმა: აარონ რემზიმ, პერ მერტეზაკერმა, ვოიცეხ შჩესნიმ და ოლივიე ჟირუმ ფრანგული ავტოგიგანტის – „სიტროენის” მიერ ორგანიზებულ მაგიურ შოუში მიიღეს მონაწილეობა. ცნობილმა ილუზიონისტმა დრამონდ მანი-კოტსმა საინტერესო ფოკუსები აჩვენა, რომლებშიც ფეხბურთელებიც იყვნენ ჩართულნი. ილუზიონისტმა და ფეხბურთელებმა აღნიშნულ ღონისძიებაში „სიტროენის” ახალი მარკის მოდელის პრეზენტაციის ფარგლებში მიიღეს მონაწილეობა.

 

ყველაზე სექსუალური მოთხილამურე

მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოთხილამურედ მიჩნეული ლინდსი ვონი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სპორტსმენი, გოლფის მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი – ერთად არიან. ვუდსისა და ვონის რომანზე დიდხანს ლაპარაკობდნენ, თუმცა, ოფიციალურ დონეზე სპორტსმენები უარყოფდნენ კავშირს, სანამ ავსტრიულ კურორტ შმადლინგში ლინდსის უბედურება არ შეემთხვა. ტაიგერმა პირადი თვითმფრინავი გაუგზავნა ლინდსის, გადააფრინა საავადმყოფოში, სადაც არ მოშორებია პალატას, რომელშიც მისი რჩეული იწვა. ცნობისთვის, ტაიგერის გამო ლინდსი მეუღლეს გაშორდა და, შესაძლოა, ახლო მომავალში ვარსკვლავური ქორწილის მომსწრენიც გავხდეთ.

 

გარეთ ბეილის დაზღვევა

მადრიდის „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ სამეფო კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი, უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი, ზუსტად იმ თანხად არის დაზღვეული, რამდენიც მასში გადაიხადეს, ანუ – 91 მილიონ ევროდ. ესპანურ პრესასთან საუბარში პერესმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტირაჟირებული ინფორმაცია ბეილის თიაქრის პრობლემებზე აბსურდია; უახლოეს მატჩებში გარეთ ბეილი „რეალის” შემადგენლობაში ითამაშებს და დაამტკიცებს, რომ სრულიად ჯანმრთელია. შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისგან” ნაყიდი გარეთ ბეილი ამ მომენტისთვის მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელია.

 

რაფაელ ვან დერ ვაარტის ექსმეუღლის ფოტოსესია

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველის, რაფაელ ვან დერ ვაარტის ექსმეუღლემ, ტოპ-მოდელმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა სილვია ვან დერ ვაარტმა ჰოლანდიური თეთრეულის ბრენდის „ჰანკემოლერის” მიერ ორგანიზებულ ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. სილვია დიდი ხანია, ამ ბრენდის სარეკლამო სახეა და არც გულახდილ ფოტოსესიებზე ამბობს უარს, რითაც თავის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს გულს უხარებს.

 

ვიქტორია აზარენკო – ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკო, კორტზე გატარებული დროისა და მიღებული საპრიზოების გათვალისწინებით, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩოგბურთელად დასახელდა. 24 წლის აზარენკომ წელს 49 შეხვედრიდან 42-ში გაიმარჯვა და საპრიზოების სახით მიიღო 5 822 165 დოლარი, რაც ნიშნავს, რომ თითო სეტში, რომელთა რაოდენობა 83-ია, 70 869 დოლარი გადაუხადეს. ამ მაჩვენებლით, აზარენკოს შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება სერენა უილიამსისა და რაფაელ ნადალის შემოსავლებს.

პირველი „კლიმატური ლტოლვილი“

წყნარი ოკეანის ატოლის, კირიბატის მცხოვრები, იოან ტეიტიოტა, სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, თავშესაფარი მოიპოვოს ახალ ზელანდიაში და მიიღოს „კლიმატური ლტოლვილის“ სტატუსი.

37 წლის იოანი ამჟამად თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს ახალ ზელანდიაში. გლობალური დათბობის გამო, მის კუნძულოვან სახელმწიფოს საშიში ცვლილებები ემუქრება – ზღვის დონის მომატებასთან ერთად, ის უკვე ნაწილობრივ წყალშია ჩაძირული.

თავისა და ოჯახის გადასარჩენად, მათ შორის – სამი ბავშვის, რომლებიც ახალ ზელანდიაში დაიბადნენ, ტეიტიოტა ცდილობს, გაასაჩივროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი მისთვის თავშესაფრის მინიჭების გამო. უარის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კუნძულზე დაბრუნების შემთხვევაში, პირადად მას საშიშროება არ ემუქრება.

„რეალობა ისაა, რომ კირიბატის მთელი მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავს გარემოს დეგრადაციას, რომელიც გამოწვეულია როგორც დათბობით, ასევე, მოულოდნელი სტიქიური უბედურებით“, – ეს არის ციტატა ახალი ზელანდიის იმიგრაციის ტრიბუნალის გადაწყვეტილებიდან.

ტეიტიოტამ აპელაციით მიმართა ოკლენდის უმაღლეს სასამართლოს. როგორც მოელიან, გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს გამოიტანენ და, სავარაუდოდ, ატოლის მცხოვრები  უარს მიიღებს. 

„ჩვენ არ გვაქვს მომავალი, თუ კირიბატიზე დავბრუნდებით“, – აცხადებს კუნძულელი. ტეიტიოტას ადვოკატმა მაიკლ კიტიმ მხარი დაუჭირა თავის კლიენტს და სასამართლოში განაცხადა, რომ ახალ ზელანდიაში 2007 წელს ჩამოსული ატოლელის ვიზას ნამდვილად გაუვიდა ვადა, მაგრამ, ეს არ უნდა გახდეს ქვეყნიდან მისი დეპორტირების მიზეზი. კიტის აზრით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გარემოების მსხვერპლია, რომლის შეცვლასაც სახელმწიფოს მთავრობა ვერ შეძლებს. „ამჟამად კირიბატის მცხოვრებლები მთლიანად მოკლებულნი არიან სასმელ წყალს – როგორც ჩანს, მთავრობას არ შეუძლია მათი დახმარება“.

გასულ წელს კირიბატის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა ფიჯისგან მიწების შესყიდვის შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუ ზღვის დონის ამაღლების გამო მოსახლეობის ქვეყნიდან გასახლება გახდება საჭირო. თუმცა, როგორც კირიბატის პრეზიდენტი ანოტე ტონგი აღიარებს, კონკრეტული შედეგების მიღება ვერ მოხერხდა. ერთადერთი იმედია, თუ მოსახლეობა დამოუკიდებლად შეძლებს გადასახლებას წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

 

იაპონელები ასტეროიდის გრუნტს ქვემეხით მოიპოვებენ

იაპონიის პრეფექტურა გიფუში წარმატებით განხორციელდა უნიკალური მოწყობილობის გამოცდა, რომელიც კოსმოსურ აპარატ „ხაიაბუსა 2-ს“ დაეხმარება, მოიპოვოს ასტეროიდის გრუნტის ნიმუშები.

მისიის დროს, „ხაიაბუსა 2-მა“ გრუნტი ასტეროიდის ნაწილის სიღრმიდან უნდა მოიპოვოს, რისთვისაც ზონდი აღჭურვილი იქნება სპეციალური ქვემეხით. კოსმოსური სხეულის ზედაპირს აპარატი ჭურვს 100 მეტრი მანძილიდან ესვრის. 2 კილომეტრ-წამი სიჩქარით გასროლილი მასიური ლითონის ჭურვი ასტეროიდზე ხელოვნურ კრატერს შექმნის, რომლის ფსკერშიც იაპონელი მეცნიერები ქანების ძვირფასი ნიმუშების პოვნას ვარაუდობენ.

იაპონიის აეროკოსმოსურ სააგენტოში მოელიან, რომ მიღებული მონაცემები სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დაწვრილებით შეისწავლონ ამ ტიპის კოსმოსური სხეულების ფორმირების ისტორია.

იაპონელ ინჟინრებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღწიათ ქვემეხის სროლის მაქსიმალური სიზუსტისთვის – სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ეს ამოცანა უკვე წარმატებითაა გადაწყვეტილი.

„ჩვენ შევძელით, გადაგვეჭრა რამდენიმე პრობლემა, რომლებიც მოწყობილობის დამუშავებასთან იყო დაკავშირებული. გამოცდის დროს ჭურვი ზუსტად მოხვდა მიზანში, თანაც, მოსალოდნელი სიჩქარით“, – აღნიშნა სააგენტოს სპეციალისტმა ტაკანო საიკიმ, რომელიც ქვემეხის შექმნას ხელმძღვანელობდა.

კოსმოსური ზონდის, „ხაიაბუსა 2-ის“ გაშვება 2014 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

скачать dle 11.3