კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (50)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ვის შურდა ლას-ვეგასში გურამ გუგენიშვილის და ვინ ამოუგდო მას განზრახ ხელი

ქართველი კინგბოქსიორი გურამ გუგენიშვილი კინგბოქსინგის ამერიკულმა კლუბმა მიიწვია სათანამშრომლოდ. ქართველები ძალისმიერ სპორტში საკმაოდ განებივრებულები რომ ვართ კარგი ფალავნებით, ეს უდავოა და მათ შორის ერთ-ერთი გურამიცაა, რომლის შესახებაც ჩვენ ერთხელ უკვე დავწერეთ, ამიერიდან მისი სპორტული კარიერა გაგრძელდება ლოს-ანჯელესში, კრივისა და კინგბოქსინგის ცენტრში, სადაც ქართველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, დარწმუნებული ვარ ისეთივე წარმატებით იასპარეზებს, როგორც ამას დღემდე ახერხებდა. გურამზე ცნობილმა ტელეარხმა „რუსკი ექსტრიმმა” ვრცელი სიუჟეტიც გადაიღო. 

 

– გურამ, როგორ ხარ, რა სიახლეებია შენს სპორტულ კარიერაში?

– სპორტულ კარიერას რაც შეეხება, ცოტა შეფერხებები მქონდა, ცუდ პერიოდს დაემთხვა, მოკლედ, ყველაფერი – პირადი და ოჯახური პრობლემები მქონდა, მივიღე ტრავმა – ეს ყველაფერი აისახა ჩემს გამოსვლაზე და სამწუხაროდ, ამერიკის ჩემპიონთან, კერი გარნერთან დავმარცხდი. ძალიან მიჭირს ამ ამბავთან შეგუება, მით უმეტეს, რომ ადრე მოგებული მაქვს მასთან ორთაბრძოლა. მას ადრე შევხვდი, დავამარცხე და მეორე წრეზე უკვე მე დავმარცხდი მასთან. თუმცა, დღესდღეობით ძალიან კარგად ვემზადები რუს მწვრთნელთან – რაიმონდ გაეტანოსთან. ის აქტიურად ზრუნავს, რომ ფორმაში ჩავდგე და მალე მიხილავთ კიდეც რინგზე. ჩვენ ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში შევხვდით ერთმანეთს და დავმეგობრდით. საკმაოდ მკაცრი მწვრთნელია. დიეტა დამიწერა, ვარჯიშები, მაგრად მაკონტროლებს (იცინის). 

– ამერიკელ სპორტსმენთან დამარცხებამ ალბათ, ძალიან გატკინა გული?

–  ყველა შეხვედრის დათმობა ძალიან რთულია, მით უმეტეს, ამ შეხვედრის, მაგრამ რუსებს აქვთ ერთი კარგი გამონათქვამი: ვინც არ ეცემა, ვერც წამოდგებაო. მთავარია, მერე როგორ მოახერხებ გაგრძელებას, თორემ დაუმარცხებელი და წაუგებელი არავინაა. პროფესიონალი სპორტსმენი მარტო ფიზიკურად კი არ ემზადება, არამედ ფსიქიკურადაც. ვინც ამ ჩავარდნებიდან ამოდის, ის იმარჯვებს. 

– ამერიკულ კლუბში მიგიწვიეს, საინტერესო სიახლე გაქვს...

– კი, ასეა, მიმიწვიეს ამერიკაში ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე პრესტიჟულ კლუბში. ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიმაჩნია სახელის დასახელება, ამაზე მერე ვისაუბროთ. პატარ-პატარა წარმატებები რომ მქონდა უკრაინაში, მაშინვე მივიღე შემოთავაზებები ამერიკიდან, მაგრამ მიმაჩნდა თავი იმ დონის სპორტსმენად, რომ გამერისკა და ამერიკაში წავსულიყავი, რადგან ამერიკა ჩემს სახეობაში არის პიკი და საერთოდ, ყველა სპორტში, გარდა ფეხბურთისა. ამიტომ ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა თავის იმედი მაქვს, დიდი დატვირთვით ვემზადები და როცა ფორმაში ჩავდგები, გავემგზავრები ამერიკაში. ზუსტად არ ვიცი, როდის წავალ, მაგრამ როგორც კი მზად ვიქნები, მაშინვე. 

– ესე იგი, შენით ამერიკელები ჯერ კიდევ უკრაინულ კლუბში ყოფნისას დაინტერესდნენ?

– კი, უკრაინული ტრიუმფის შემდეგ, როცა ჩემპიონი გავხდი, თუმცა, მანამდე შეკრებებზეც ვიყავი ლას-ვეგასში. ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, იდაყვი ამომივარდა, არადა ათი დღე იყო დარჩენილი შეჯიბრებამდე. ვარჯიშიც გავაცდინე და... მოკლედ, უიღბლობის გამო, ვერც შეჯიბრებაზე გამოვედი. რა თქმა უნდა, ამერიკაც და ლას-ვეგასიც ძალიან მომეწონა, მაგრამ როგორი შთაბეჭდილება დამრჩა, იცი? თუ ორი-სამი თავით მაინც არ დგახარ ამერიკელზე მაღლა, კაცისშვილი ყურადღებას არ მოგაქცევს. თუ მასზე მაღლა დგახარ, მაშინ შურის თვალით გიყურებს და აუცილებლად ცდილობს, ჩაგძიროს. ძალიან რთული სფეროა სპორტი. უაზროდ არ უნდა მიჰყვე დინებას. 

– რა, სხვაგან არ არის ასეთი ამბები?

– როგორ არა, დიდ სპორტში ყოველთვის არის შურის მომენტები, მაგრამ როგორ გითხრა, ამერიკელები უფრო სხვანაირი, რაღაცნაირი ნაცისტი ხალხია! მაგალითად, თუ რომელიმე შეჯიბრება მოიგე და ამერიკული წარმატებული კლუბის ჩემპიონი გახდი, თვითონ ამერიკელები ყველანაირად ცდილობენ, ჩაგძირონ. არ გეგონოს, მარტო იმიტომ მიმიწვიეს იქ, ჩემი წარმატებით არიან დაინტერესებულები, იმიტომ, რომ ამერიკელ სპორტსმენებს სპარინგ-პარტნიორი სჭირდებათ. ვისთანაც მე ვივარჯიშებ, იმათთვისაც კარგია და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც.

– ამერიკაში რა დონეზეა ეს სპორტი?

– ამერიკა არის კინგბოქსინგის მექა. ძალიან მაღალ დონეზეა ეს სპორტი და მაღალია საპრიზო ფონდიც. როცა ყველაზე კარგი სპორტსმენების ათეულში შედიხარ, შენი საპრიზო თანხა საშუალოდ ორ მილიონს შეადგენს. მე ვამბობ, საშუალოდ, თორემ არის 5 მილიონიც და მეტიც. მაგრამ მარტო სპორტით იშვიათია, სპორტსმენმა ფული იშოვოს. ბევრი მათგანი რეკლამებშიც არის დაკავებული, თუ ნორმალური კონტრაქტია. კომერციული მომენტია, რა, უფრო შოუა ეს ყველაფერი, ვიდრე სპორტი. იმიტომ, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავს. თუნდაც იგივე კრივი, ისეთი შოუს ელემენტებია და ისე აპიარებენ, როგორც ფილმის პრემიერას. სპორტსმენებს კიდევ ჰოლივუდის ვარსკვლავებივით ექცევიან. მე მაგალითად, ხომ არავინ მიცნობდა ამერიკაში – ყური მაქვს გატეხილი და მაღაზიაში რომ შევდიოდი, ფასდაკლებებს მიკეთებდნენ, სხვანაირად მექცეოდნენ. ხალხს უყვარს იქ სპორტსმენები. 

– შენ თუ გყავს ფავორიტი ამერიკელი სპოტსმენი?

– კონკრეტულად არავინ. ისე, ბევრ მათგანთან ვისურვებდი შეხვედრას.

– კერი გარნერთან რატომ დამარცხდი?

– ტრავმების გამო და როგორც უკვე ვთქვი, პირადი პრობლემები მქონდა, პირადი პრობლემები კი სპორტსმენის კარიერაზე დიდ გავლენას ახდენს. არ მინდა, აქ საკუთარ ცხოვრებისეულ სირთულეებზე და ოჯახურ პრობლემებზე საუბარი. თუმცა, ბოლოს ისეთი პრობლემა მქონდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. ჩემს ოჯახს ეხებოდა ეს ამბავი და ძალიან განვიცადე, მარტო ჩემი განსაცდელი რომ ყოფილიყო, ასე არ ვინერვიულებდი. 

– ემოციური ხარ რინგზე?

– არა, არასდროს. ყოველთვის ვახერხებ, მშვიდად ვიყო. თუ თავიდანვე არ ხარ მობილიზებული და გამარჯვებაზე არ ფიქრობ, რინგზეც არ უნდა გახვიდე. ფსიქიკურად ეს უფრო გაგაძლიერებს, ვიდრე სულ მოგება და გამარჯვება.

– თავში ავარდნის მომენტი არ გქონია? ჩემპიონი ხარ ბოლოს და ბოლოს.

– არასდროს მქონია თავში ავარდნის მომენტი. ეგ არის, ზედმეტად თვითდაჯერებული ვარ. ზოგს, შეიძლება, მოეჩვენოს, რომ თავში მაქვს ავარდნილი, თუმცა ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. 

– მკაცრი და ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, მართლა ასეთი ხარ? 

– არა, პირიქით, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ და ვცდილობ, ადამიანებთან ადვილად შევიდე კონტაქტში. მაგრამ, ახალი მეგობრების შეძენა, ცოტა არ იყოს, მიჭირს. ბავშვობიდან ასეთი ვარ, ადამიანებს ადვილად ვერ ვენდობი, თუ ათასჯერ არ გადავამოწმე. მაგრამ, თუ ადამიანი მეგობრად მივიღე, მისთვის სიცოცხლეს გავწირავ. თუ საპირისპირო დავინახე, გული მიცრუვდება და ასეთი მომენტები ცხოვრებაში ხშირად მქონია. ვერ ვიტყვი, რომ წყენას გულში ვიტოვებ, უბრალოდ, ვიცი მერე იმას როგორ მოვექცე, ვინც მაწყენინა.

– მომიყევი, ევროპის ჩემპიონი როგორ გახდი. 

–  უკრაინაში, საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მიწვევა მივიღე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც სამი შეხვედრა ჩავატარე და სამივე მოვიგე. ვიტყვი, რომ საკმაოდ გამიადვილდა სამივე შეხვედრა. მერე მსოფლიო ჩემპიონატზეც ორჯერ მოვიგე და ერთხელ კი წავაგე. ვარ უკრაინის ჩემპიონი. 2009 წელს უკრაინის საუკეთესო მებრძოლად დამასახელეს. ვარ ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

– უკრაინაში თუ გცნობდა ხალხი ქუჩაში?

–  უკრაინაში იმდენად არა, რამდენადაც რუსეთში. ათას ცუდ რამეს ამბობენ რუსებზე, მაგრამ ძალიან კარგი ხალხია. ერთხელ აეროპორტში უშველებელ რიგში ვიდექი რეგისტრაციაზე. მოვიდა აეროპორტის ერთი თანამშრომელი და მეკითხება: „გურამი ხარ?” კი მეთქი, ვუპასუხე. გამომყევიო, მითხრა. შემეშინდა, ვიფიქრე, ბარგში რაღაც ნახეს-მეთქი, არადა ურიგოდ გამიყვანა – პატივი მცა, რომ მიხვდა, ვინც ვიყავი. ასეთ რამეს რუს სპორტსმენს გაუკეთებდნენ საქართველოში? არა მგონია. რამდენჯერ ქუჩაშიც მოსულან, სიყვარული და პატივისცემა გამოუხატავთ. სურათებს იღებდნენ ჩემთან. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ეს მეკუთვნის, უბრალოდ, ჩემთვის რუსები უფრო ახლოს არიან, ვიდრე ამერიკელები. ამერიკელები თავიანთ ხალხს ადარებენ. თუ ამერიკაში ხარ პოპულარული, მაშინ გაფასებენ, თუ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში, მაშინ – არა. ამერიკელებს თავიანთი სამყარო, თავიანთი პლანეტა აქვთ. სხედან იქ და იქიდან არ გამოდიან. საერთოდ, არაფერს არ სცნობენ, სპორტშიც კი, ცოტა განსხვავებული წესებია იქ. 

– შურზე რომ ამბობდი, შენ მიმართაც გიგრძნია ეს მომენტი? 

– რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, ბრაზილიელი სპორტსმენები და იქაურებიც მოდიოდნენ გაყოყოჩებულები. ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ ჩემზე მაგრები არიან. რომ ვერ ამტკიცებდნენ, შურით ივსებოდნენ. ამიტომაც განგებ მომაყენეს ტრავმა და ამომიგდეს იდაყვი. შეჯიბრების წინ ვაკეთებდით ფუშ-ფუშს, ანუ მსუბუქი მოთელვითი ვარჯიში გვქონდა. შეხვედრის წინ დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ამიტომ მსუბუქ ილეთებს ვასრულებდით. ერთმა სპორტსმენმა ისეთი მკვეთრი მოძრაობა გააკეთა, რომ ხელი ამომიგდო. ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ შურიანი ხალხია?

–  კინგბოქსინგში თუ არიან ქალები?

– არიან, მაგრამ მე არ მომწონს. ცხვირგატეხილი ქალი მოგეწონება? (იცინის) ქალი კარგი შესახედავი უნდა იყოს. 

 

скачать dle 11.3