კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი საპირისპირო სქესის მიმართ გაჩენილ ვნებებს და რატომ იყრის თავს მის გულში ყველანაირი მანკიერება

ყველაზე მეტად საკუთარ ვნებებთან, მანკიერებებთან, მათგან წარმოშობილ ცოდვებთან განშორება გვიჭირს. რაღაც მომენტში, შეიძლება, ამას განვიცდით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხშირად ჩავდივართ ერთსა და იმავე ცოდვებს და ამას ზოგჯერ სხვებს ვაბრალებთ, ხანდახან – ჩვენს სისუსტეს, ზოგჯერ კი – თავად ეშმაკს. იმაზე უფრო მეტს ვფიქრობთ, თუ ვის გადავაბრალოთ ჩვენი ცოდვები, ვიდრე იმაზე, თუ როგორ განვეშოროთ მათ. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი). 

 

– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ ის სხვადასხვა ვნებასა და ცოდვებს ადვილად მოერიოს? 

– ბევრს უთქვამს –  ლოცვის დროს გონება მეფანტება, ვეღარ ვლოცულობ კარგად, აზრები სხვაგან გამირბისო. ასეთია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რადგან, ჩვენ ჯერ არ ვართ გაწაფული სარწმუნოებაში, არ ვიცით ლოცვა ისე, როგორც უნდა ვიცოდეთ და ამისთვის ძალიან ბევრი წელი გვჭირდება. ლოცვითი მდგომარეობის რამდენიმე საფეხური არსებობს და ამას ადამიანმა ვარჯიშითა და საკუთარი თავისთვის ძალდატანებით უნდა მიაღწიოს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოცვის ნიჭი ყველას ერთნაირად არ მიემადლება. ამიტომ, თუ ვინმე ვერ ლოცულობს კარგად, მან უნდა დაიწყოს ლოცვის სწავლა, მაგრამ, რაც უფრო კარგად გამოსდის, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აკეთოს, რადგან, სულიწმიდისგან ყველას სხვადასხვა ნიჭი აქვს მიმადლებული. ადამიანს უფალმა ყველაფერი მისცა, რაც სჭირდებოდა, მაგრამ, როდესაც ის დაშორდა ღმერთს, თვითონ მოიგონა ისეთი რაღაცეები, რაც მის ცხოვრებაში მრავალი შფოთის მიზეზი ხდება და ხშირად ამ ყველაფერს ვერ აღწევს, რაც მასში შინაგან კონფლიქტს იწვევს. 

– როგორ უნდა მოვერიოთ ამ კონფლიქტს? 

– ამის გამო არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში. ადამიანი სულიერი არსებაა და მის სულში განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს. შეიძლება, ადამიანი რაღაც ფიზიკურ ბრძოლას აწარმოებდეს, რომელიც გარკვეულ დროს მთავრდება, მაგრამ, სულიერი ბრძოლა არასდროს წყდება, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი არასდროს მთავრდება. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი მარტოა სახლში თუ გარეთ; უნდა თუ არ უნდა, მას ბრძოლის სახით ყოველთვის მოსდის ცუდი ფიქრები, აზრები, რასაც ჩვენ ვნებებს ვეძახით. ეკლესია გამოყოფს ბრძოლის სამ სახეს: სიტყვით, საქმით და აზროვნებით. ყველამ ვიცით, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მას კონკრეტული ადრესატი ჰყავს; ასევე, მის მნიშვნელობას –  რას ამბობს, ვის მიმართ და როგორ. გონებაში ჯერ აზრი იბადება და, თუკი ადამიანი შემდეგ ამ აზრს დაეთანხმება და შეიწყნარებს, მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა. ეს აზრი, შეიძლება, ბოროტი ძალისგან იყოს მოხვეული. როცა ადამიანის გონება, სულიერი ძალები იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ლოცვით იყოს უფალთან კავშირში, სიმშვიდე პოვოს, პირიქით, მას ხელს უშლის ბოროტი ძალა და თავს ახვევს არა მხოლოდ აზრებს, არამედ, მკრეხელობასაც. ამ ყველაფერს იწვევს დაცემული გონება და მდგომარეობა, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ადამიანის ბრალი არ იყოს, ბოროტი ძალები ახვევენ მას თავზე, რომ დააბრკოლონ ლოცვის მდგომარეობაში მყოფი და ხელი შეუშალონ. ბუნებრივია, როდესაც ადამიანს მოსდის მკრეხელური აზრი, აცნობიერებს, საიდან მოდის ის და გაურბის. მაგრამ, როდესაც ეშმაკი ხედავს, რომ ადამიანს შესწევს უნარი, ცუდი და კარგი გაარჩიოს, მისი მოქმედება უფრო დახვეწილი ხდება. საუკუნეების განმავლობაში ეშმაკმა დახვეწა თავისი ტაქტიკა და მიდგომა ადამიანების მიმართ. იყო დრო, როდესაც ის ცხადად ენახვებოდა ადამიანებს, ზემოქმედებას ახდენდა, ხილულად უცხადებდა მათ ბრძოლას, დღეს კი ამ ტაქტიკას აღარ იყენებს და, ხშირ შემთხვევაში, შენიღბულად მოქმედებს. ეშმაკი ცდილობს, ის ცუდი, რომელიც მავნებელია ადამიანისთვის, წარმოგვიჩინოს სიკეთედ, შეალამაზოს და ისე მოგვაწოდოს. ამიტომაც ხდება, რომ ხშირად ადამიანი თავის ცოდვებს, სულიერ მისწრაფებებს, მანკიერებებს გაუცნობიერებლად მიაწერს სხვას, ბნელ ძალებს: მე კი შევცოდე, მაგრამ, ეს ჩემი ბრალი კი არა, ეშმაკის ბრალი იყო, მან მაცდუნაო. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ვნებები ადამიანის სულიერი ძალებია, ის გარედან არ არის მოხვეული და, გარე მოვლენებზე, პირობებზე, კატაკლიზმებზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, ადამიანი სულიერი, მოაზროვნე არსებაა და, რაც მის გარშემო ხდება, მის გონებაში იბეჭდება. მაგრამ, ვნება –  ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, ანუ, ეს არის სულიერი ძალები, რომლებიც არასწორად არის მიმართული. ასკეტურ ლიტერატურაში ვნებებს განმარტავენ როგორც სულიერი ძალების არაბუნებრივ მოძრაობას. ადამიანში მრავლად არის სულიერი ძალები თავისი გამოვლინებით, მაგრამ, როდესაც ეს ძალები არასწორად მოქმედებს, მერე ეს უკვე ვნების სახით ვლინდება. ყველა ადამიანში არის სულიერი ძალები, რაც თითოეულ მათგანში სხვადასხვა სახით, ნიჭით ვლინდება, ნიჭი კი მრავალნაირია. ყველას აქვს მანკიერი მიდრეკილებები, ვნებები და ყველას შეუძლია, საკუთარი სულიერი ძალების ფერისცვალება მოახდინოს და ვნებები თავის სასარგებლოდ წარმართოს.  ეშმაკს, შეიძლება, ერთი რამ დავაბრალოთ: ის ჩვენს დამახინჯებულ სულიერ ძალებს ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იყენებს –  სუსტ წერტილს მოგვინახავს და იქ ხდება ჩვენი შევიწროება, დაცემა, ყურადღების მოდუნება. ამიტომ, ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ის, რომ ადამიანს საპირისპირო სქესის მიმართ ვნება უჩნდება, თავისთავად, არ არის უბედურება, დამარცხება; მთავარია, მას ამ ვნებასთან ბრძოლის სურვილი გაუჩნდეს. მამა გაბრიელი ამბობს: თუ ადამიანი განაგრძობს იმ ვნებასთან ბრძოლას, რომელიც მასში ყველაზე ხშირად ვლინდება, მაშინ ეს უკვე ღვაწლია და, რა თქმა უნდა, ამას უფალი დაუფასებს. თუ ადამიანს ვნება გაუჩნდება საპირისპირო სქესის მიმართ, ეს არ არის უბედურება; უბედურება ის იქნება, თუ ამის წინააღმდეგ არ იბრძოლებს, რითაც ამ ვნებას ყველანაირად შეუწყობს ხელს და წაახალისებს. 

– სხეულის რომელ ნაწილში იყრის თავს ვნებები და სხვადასხვა მანკიერება?

– ადამიანის გულში იყრის თავს მთელი მისი წარმოდგენები, მანკიერებები, მისწრაფებები, კარგი თუ ცუდი აზრები, ფიქრები. თუ ადამიანი გულით არის ცუდი, ღვარძლიანი, უსიყვარულო, რა თქმა უნდა, მისი თვალები ყველაფერ ამას ასახავს, აფრქვევს. თვალები ადამიანის სულის სარკეა და ის კარგად ასახავს მის შინაგან მდგომარეობას. ადამიანებში არის ძალიან ბევრი მანკიერება –  უსიყვარულობის, უპატივცემულობის, გაუტანლობის, პატივმოყვარეობის, შურის, ურწმუნოების, ვერცხლისმოყვარეობის. ეს ის პატარ-პატარა თუ დიდი დემონებია, რომლებიც მანკიერებების სახით წარმოჩინდებიან. წმიდა ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ თავის შესანიშნავ წიგნში მეცნიერულად აღწერა ადამიანის პიროვნება, ის, რომ ადამიანი არის ერთობლიობა ხორცის, ძვლების, ნერვების, მაგრამ, ჯერ მისი სულია და მერე –  ყველაფერი დანარჩენი. ამიტომაც, ყველაფერზე ზეგავლენას ახდენს ადამიანის სული, ის ყველაფერში თამაშობს მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს. თუ ადამიანს ხელში უჩხვლიტეს, მას ნაჩხვლეტი ადგილი კი არ სტკივა, არამედ, ჯერ სულში სტკივა. ანუ, იმპულსები ნერვების საშუალებით გადაეცემა გონებას, გონებიდან კი –  იმ უმაღლეს სუბსტანციას, რასაც სულს ვეძახით. შემდეგ სული აცნობიერებს იმას, რაც მოხდა და ის იმპულსები ტვინის გავლით ბრუნდება ნაჩხვლეტ ადგილას. სწორედ ამის შემდეგ აცნობიერებს ადამიანი, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამის მეასედებში, ძალიან სწრაფად ხდება, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, სული ყველაფრის ზედამხედველია.

 

скачать dle 11.3