კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

პატერიკები

რწმენა იმორჩილებს ნადირს

ეკლესიის ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, თუ როგორ უმორჩილებდა ღმერთი მისთვის სათნო ადამიანებს ნადირ-ფრინველს. წმიდა ილია თეზბიტელს ყორანი უზიდავდა პურს; წმიდა მარიამ ეგვიპტელს საფლავი ლომმა გაუთხარა; ლომი ემსახურებოდა წმიდა გერასიმეს; წმიდა სერაფიმე საროველი საკუთარი ხელიდან აჭმევდა უზარმაზარ დათვს. მსგავსი შემთხვევა უამრავია. ჩვენ ერთი მათგანის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც საქართველოში მოხდა.

აფხაზეთის მთების უღრან ტყეში, რუსეთიდან კომუნისტების დევნას გამორიდებული ბერები და მონაზვნები მოღვაწეობდნენ. ბევრმა მათგანმა დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია. მათ შორის იყო ორი ხორციელი და, რომლებიც ტყეში აგებულ პატარა ქოხში ცხოვრობდნენ და ლოცვითა და მარხვით ემსახურებოდნენ უფალს. ერთ დღეს დების ქოხს დათვი მიუახლოვდა. ის ღრიალებდა და აშკარად ეტყობოდა, რაღაც აწუხებდა. მონაზვნებმა შეამჩნიეს, რომ დათვს თათში სოლი ჰქონდა გარჭობილი და დახმარება გადაწყვიტეს. მონაზონმა დათვს სოლი გაზით ამოაცალა. ცხოველმა შვება იგრძნო და ტყისკენ ძუნძულით გასწია. თუმცა, ადამიანებთან მისი ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა, ის შემდგომ დღეებშიც მოდიოდა მათთან. დედები დათვს მტკივან თათს უხვევდნენ ხოლმე. ერთ-ერთ მოსვლაზე ცხოველმა თან სოფლის ყანებიდან წამოღებული სიმინდის ტაროები მოიტანა. ასე გამოხატა მან თავისებური მადლიერება მონაზვნების მიმართ. ქურდობის გამო დედები დათვს გაუბრაზდნენ.

ნადირი ხშირად მოდიოდა მონაზვნებთან და მათი ხელიდან საკვებს იღებდა. სოფლელებმა, როდესაც გაიგეს ამ საოცარი მეგობრობის ამბავი, მონაზვნებს სთხოვეს, დათვისთვის საყელო გაეკეთებინათ, რათა სხვა დათვებში არ არეოდათ და არ მოეკლათ. ამგვარად გაჩნდა აფხაზეთის ტყეებში საყელოიანი დათვი, რომელსაც ყველა ასე მოიხსენიებდა. მეგობრობა ცხოველსა და მონაზვნებს შორის რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამწუხაროდ, დათვი მაინც მოკლეს. ნადირის მკვლელი შემდგომში მძიმედ დაავადდა, მას ფეხები მოჰკვეთეს. 

ასე დაუმორჩილა ღმერთმა მრისხანე ნადირი დაუცველ მონაზვნებს.

ჩაწერილია არქიმანდრიტ

დიმიტრი ტელიანიდის

მონათხრობის მიხედვით

 

скачать dle 11.3