კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

რატომ იყო ექვსი თვის განმავლობაში „ჯექსონის შოუს“ დეტალები ყველასთვის გასაიდუმლოებული და როგორ მიიწვიეს ამ შოუში მსოფლიოში ცნობილ მოცეკვავეებთან ერთად ლევან ტორჩინავა

 დარწმუნებული ვარ, მათ, ვისაც უყვარს მაიკლ ჯექსონი, ან, უბრალოდ, უყვარს კარგი შოუ, ნამდვილად ოცნებობს, ერთხელ მაინც დაესწროს „ცირკ დუ სოლეის“ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, სანახაობრივ და ულამაზეს შოუს – Michael Jackson ONE, რომელიც დედამიწის ყველა კონტინენტზე საოცარი წარმატებით მოგზაურობს. მსოფლიოში საუკეთესო მოცეკვავეებით, აკრობატებით, მსახიობებით დაკომპლექტებული შოუ თავისი მუსიკალური ეფექტებითა და ულამაზესი ვიზუალით მაიკლ ჯექსონის ცხოვრებას ასახავს და, რაც მთავარია, შოუს თან გასდევს ლეგენდარული მომღერლის ხმა.  ამ შოუს მსოფლიოში ცნობილი პროფესიონალები დგამდნენ და მათი უმეტესობა სწორედ მაიკლ ჯექსონთან ერთად მუშაობდა. მაგრამ, პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფაქტია – შოუში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მოცეკვავე ლევარ ტორჩინავა ასრულებს და, შოუს ბოლო ნომერში, მისი გამოსვლისას, ლევანის უკან ყოველთვის საქართველოს დროშა ფრიალებს. ლევანის მშვენიერი მეუღლე, ნანა დავითაძე, ყოფილი მოცეკვავეა. იანვარში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა გოგონას მშობლები გახდება. 

 

ლევან ტორჩინავა: ფოთში დავამთავრე ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვედი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ, სწავლაზე მეტად ცეკვა უფრო მაინტერესებდა. თბილისში „ერისიონში“ განვაგრძე ცეკვა, შემდეგ კი თურქეთის შოუდან მოგვივიდა მოწვევა – ექვსი ქართველი მოცეკვავე გვჭირდებაო. წავედით, დავიწყეთ მუშაობა. თავიდან ექვსნი  ვიყავით, შემდეგ ათნი გავხდით. ხუთი წელი ვიმუშავე ამ შოუში და ამ კუთხით სერიოზული გამოცდილება მივიღე. თუმცა, საკუთარ თავს ვერ ვატყობდი წინსვლას – თითქოს ერთ ადგილზე გავჩერდი. „ფეისბუქის“ მეგობრებში მყავდა ადამიანი, რომელიც მუშაობს „ცირკ დუ სოლეის“ იმ განყოფილებაში, სადაც ტალანტებს ეძებდნენ მაიკლ ჯექსონის შოუსთვის. მან იცოდა, რომ მინდოდა ამ შოუში წამოსვლა. ერთ დღესაც, გამომიგზავნა ქასთინგის ვიდეო – თუ შეგიძლია, ასე იცეკვოო. ცხოვრებაში ჰიპ-ჰოპი  არ მქონდა ნაცეკვი, თუმცა, ისეთი არაფერი იყო, რომ ვერ გამეკეთებინა. ათივე ქართველი სამი დღის განმავლობაში ვსწავლობდით პროგრამას, ბოლოს ჩავწერეთ და ორიგნალთან ერთად ქართული ვარიანტიც გავუგზავნეთ. ორი კვირის შემდეგ მე და ერთ ქართველ ბიჭს გამოგვიგზავნეს კონტრაქტი, თუმცა, ერთი წლის შემდეგ მხოლოდ მე დავრჩი ამ შოუში. მონრეალში ჩავედი 2011 წლის მარტში, ოქტომბერში კი უკვე სცენაზე ვიდექით, ანუ, ჩვენთან ერთად დაიდგა ეს შოუ.  

– ვიცი, რომ ამ შოუში ცეკვავენ მსოფლიოში საუკეთესო მოცეკვავეები, მათ შორის, ყველასთვის ცნობილი ტყუპები – Les twins.

– ბევრი მათგანი მანამდე მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი, თუნდაც ეს ტყუპები;  ასევე, მთავარი როლის შემსრულებელი, რომელიც უკვე 32 წლის არის, დიდი ხანია, ცეკვავს და ერთ-ერთ უძლიერეს მოცეკვავედ ითვლება. იმ დონეზეა ეს ბიჭი ასული, რომ Battle-ზე მასთან გამოსვლა არავის უნდა, ყველას ეშინია. როდესაც კონტრაქტს გიფორმებენ, იქ ყველაფერია მითითებული, რომ შენ დგახარ ამ ნომერში, ამ ნომერში და გიხდიან ამდენს და ამდენს; რათა ზედმეტი მუშაობა არ მოგიწიოს. მაგალითად, მე აქ ერთსაათიანი რეპეტიცია რომ დამინიშნონ, ამაშიც ფული უნდა გადამიხადონ, რადგან, ჩემს კონტრაქტში რეპეტიციები არ შედის. შოუს დაწყებამდე ორი საათით ადრე მოვდივარ, ვდგები ფორმაში და მერე გავდივარ სცენაზე. თუ მათ რამე სჭირდებათ, დაგინიშნავენ რეპეტიციას, დაგიბარებენ და კვირის ბოლოს გითვლიან საათებს, ანუ, რამდენი საათი იმუშავე ზედმეტი. ერთსაათიან რეპეტიციაში თითქმის ერთი შოუს თანხას გიხდიან. თავიდან რომ ჩამოვედით, არავინ ვიცოდით, როგორი იქნებოდა შოუ ან სცენა... რეპეტიციაზე დაცვა სპეციალური საშვის გარეშე არ გვიშვებდა, ტელეფონებს კი გვატოვებინებდნენ, რომ არ გადაგვეღო, მერე გარეთ არ გამოსულიყო ხმა და ვინმეს რამე არ დაეწერა, ანუ, ექვსი თვის განმავლობაში ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. რაც შეეხება თავად შოუს, ის გააკეთა ჯეიმი კინგმა, რომელიც მუშაობდა ჯექსონთან, ასევე, მადონასთან, პრინცთან, კრისტინა აგილერასთან, ჯენიფერ ლოპესთან, რიკი მარტინთან, მოკლედ, ძალიან ბევრ ცნობილ მომღერალს უკეთებდა შოუებს, ტურნეებს. თვითონაც ცეკვავდა მაიკლ ჯექსონთან ერთად ერთ-ერთ ტურნეში – ნიღაბს იკეთებდა და ისე გამოდიოდა და ვერ გაარჩევდი მისგან. ქორეოგრაფების უმეტესობა თავის დროზე მაიკლ ჯესქონთან ერთად აწყობდა ნომრებს. ფილმი რომ არის – step up – იქიდან ჰყავდათ ქორეოგრაფები მოწვეული, სულ ცამეტმა კაცმა ააწყო შოუ. სცენარი ჯეიმი კინგმა დაწერა. მაიკლ ჯექსონს, სანამ გარდაიცვლებოდა, ცირკთან ერთად უნდოდა შოუს გაკეთება, მაგრამ, ვერ მოასწრო. ამიტომაც, მაიკლ ჯექსონის კომპანიამ გადაწყვიტა, „ცირკ დუ სოლეისთვის“ მიეცა ამ შოუს გაკეთების უფლება. როდესაც შოუ მიმდინარეობს, მუსიკოსები „ლაივში“ უკრავენ, მხოლოდ მაიკლ ჯექსონის ხმა არის ჩანაწერი, რომელიც ისმის მთელ შოუში. ეს მუსიკოსებიც ადრე მასთან ერთად უკრავდნენ. ერთადერთი, რაც არ არის ცოცხალი და ჩანაწერია – ეს მისი ხმაა. კომპანია „სონისგან“ იყიდეს უფლება, რომ ეს სიმღერები გაჟღერებულიყო. 2 ოქტომბერს შემისრულდა ორი წელი, რაც ამ შოუსთან ერთად ვდგავარ სცენაზე. დაახლოებით 380 კონცერტამდე მაქვს ნაცეკვი. თითქმის 9 თვე კანადაში, ამერიკაში ვიყავით, 66 ქალაქში, შემდეგ – მექსიკაში, ევროპაში, იაპონიაში, ტაივანში, ჩინეთში, ახლა ავსტრალიიდან გესაუბრებით... ერთი, საქართველოში ვერ მოვხვდით. ჩვენი სცენის აწყობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება, 46 ტრაილერს გადააქვს ყველაფერი. ამიტომაც, დღეს ჩვენი შოუ ყველაზე დიდია, არც ერთ შოუს არ ჰქონია 46 ტრაილერი, მათ შორის, არც მადონას ტურნეს. 

– რა როლი გაქვს ამ შოუში? 

– შოუში არის მთავარი როლის შემსრულებელი ერთი ბიჭი, რომელიც მაიკლ ჯექსონის ცხოვრებაში ნომრიდან ნომერში მოგზაურობს. ამაში კი მას ეხმარება ჯექსონის ხუთი ფანი, რომლებმაც მომღერლის შესახებ ყველაფერი იციან. აი, ამ ხუთ კაცში ვარ მეც. ანუ, ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს. ხუთივეს განსხვავებული ცეკვის სტილი გვაქვს, კოსტიუმებიც შესაფერისი გვაცვია, თუმცა, სცენაზე არსად არ დგას მაიკლი, მის როლს არავინ ასრულებს. ზოგადად, მე ამ შოუში ათ ნომერში ვცეკვავ – ხუთეულთანაც გამოვდივარ და ცალკე მასასთან ერთადაც. ყველაფერს ვცეკვავ, უკვე დავამუღამე. ეს ოთხი კაცი წინასწარ ჰყავდათ შერჩეული და მეხუთეს ეძებდნენ. საბოლოოდ, მე ამომარჩიეს და მათთან გამგზავნეს. ისინი ცალკე ვარჯიშობდნენ. ერთად დავიწყეთ მუშაობა, ავაწყვეთ ნომრები. ამ ოთხიდან ერთი 150 კილო მაინც იქნება, კარგად ცეკვავს და თან მსახიობობაც ეხერხება. კიდევ ერთი იაპონელი გვყავს, რომელიც შავი ბალეტისა და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეა, დანარჩენი ორი კი ცნობილი ტყუპები არიან, მეხუთე მე ვარ. 15 წელი ქართულ ცეკვას რომ ცეკვავ და უცებ სხვა ჟანრზე უნდა გადახვიდე, არ არის ადვილი, მაგრამ, შევძელი და კარგად გამომივიდა. სცენაზე რომ გამოვდიოდი, ჩემს ტრიუკს ნახევარი დარბაზი პირდაღებული უყურებდა – მათთვის უცხო იყო, ისევე, როგორც ჩემთვის უცხო იყო ის, რასაც სხვები აკეთებდნენ. შოუს გარკვეულ ადგილებში ქართული ილეთები მაქვს ჩასმული. ვისაც ქართული ცეკვა აქვს ნანახი, ის აუცილებლად მიხვდება, რომ ამ დროს ქართველი მოცეკვავე ცეკვავს. თვითონ ქართული ნომერი საფინალო ცეკვაშია ჩასმული, ესპანურ, ინდურ, აფრიკულ, ანუ სხვადასხვა ეროვნულ ცეკვებთან ერთად. ვინც ცეკვავს, იმ დროს უკან, დიდ ეკრანზე, მისი ქვეყნის ეროვნული დროშა ჩანს, ასე რომ, როდესაც მე ვცეკვავ, საქართველოს დროშა ჩანს მთლიან ეკრანზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს, ჩვეულებრივ, ჯექსონის სიმღერა მიდის, მაგრამ, აპარატურა ქართული დოლის რიტმს გამოსცემს. 2012 წელს ჩვენმა შოუმ ამერიკაში აიღო პრიზი – „წლის საუკეთესო შოუ.“ „ცირკ დუ სოლეში,“ იცი, როგორ არის? თუ რომელიმე შოუ ვერ ავსებს თავის ბიუჯეტს, სხვა შოუდან ავსებენ. ჩვენი შოუს საქმე კი იმდენად კარგად მიდის, სხვა სამი შოუს ბიუჯეტსაც ვფარავთ. ბილეთებიც არ ღირს იაფი – 100 დოლარიდან იწყება, „ვიაიპი“ ბილეთები კი 1 000 დოლარიც ღირს, ანუ, ქვეყანას გააჩნია. რაც მთავარია, მაყურებელს ძალიან მოსწონს. მახსოვს, ერთ-ერთ კონცერტზე „პაკლონზე“ ვიდექი, წინ ცოლ-ქმარი იჯდა და ტირილით დაიხოცნენ. როდესაც შოუ დაიდგა, მოიყვანეს მაიკლ ჯექსონის ფანები და ჯერ მათ აყურებინეს,  შემდეგ კი მათი შენიშვნები, რჩევები გაითვალისწინეს. მაყურებელს ჰგონია, რომ, რადგან „ცირკ დუ სოლეის“ შოუზე მიდის, ბევრი აკრობატული ნომერი იქნება, მაგრამ, სულ სხვა ატმოსფეროში, სხვა სამყაროში ხვდებიან და ეს განსაკუთრებულად მოსწონთ. მახსოვს, ნორვეგიაში 20 ათასი კაცი ესწრებოდა ჩვენს კონცერტს და ეს იყო რეკორდი – ერთდორულად ამდენმა ადამიანმა უყურა ჩვენს შოუს.  ზოგჯერ სხვადასხვა სატელევიზიო შოუშიც გამოვდივართ. მიცეკვია ამერიკაში „იქს ფაქტორის“ ფინალში, ასევე, გადაცემაში „ეცეკევე ვარსკვლავს“, ლოს-ანჯელესში ვიცეკვეთ მაიკლ ჯექსონის სახლ-მუზეუმის  წინ, სცენაზე; ასევე, დილის გადაცემაში. ავსტრალიაში კი გადაცემის „ნექს ტოპ მოდელ ავსტრალიის“ ფინალურ შოუში ვიცეკვეთ.

 

скачать dle 11.3