კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პრესტიჟული უნივერსიტეტი მიატოვა მეთ დეიმონმა და რამდენი წლის ასაკში გაიცნო მან ბენ აფლეკი

„ჭკვიანი უილ ჰანთინგი”, „რიგითი რაიანის გადასარჩენად”, ტრილოგია ოუშენის მეგობრებზე და ჯეისონ ბორნის შესახებ გადაღებული ტრილოგია... – ეს იმ ფილმების მცირედი ჩამონათვალია, რომლებშიც მთავარ როლებს ასრულებს ჰოლივუდის ვარსკვლავი, სცენარისტი და პროდიუსერი მეთ დეიმონი – „ოსკარისა” და „ოქროს გლობუსის” ლაურეატი, ამერიკელი კინოკრიტიკოსებისა და უბრალო კინომოყვარულების ფავორიტი მსახიობი.

* მეთიუ პეიჯ დეიმონი დაიბადა 1970 წლის 8 ოქტომბერს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში, სადაც ცნობილი უნივერსიტეტი მდებარეობს. ცხოვრების პირველი ორი წელი მეთმა, ოჯახთან ერთად, ბოსტონის ელიტურ რაიონში – ნიუტონში გაატარა. მამა, კენტ დეიმონი, საგადასახადო ინსპექტორი იყო; დედა – ნენსი კარლსონ-პეიჯი – უმცროსი კლასების მასწავლებელი. მეთ დეიმონის წინაპრები შოტლანდიელები, ინგლისელები და ფინელები იყვნენ. მეთ დეიმონს ჰყავს უფროსი ძმა – კაილი, რომელიც მოქანდაკეა.

* 1973 წელს მეთის მშობლები დაშორდნენ და ძმასთან ერთად იგი დედასთან დარჩა საცხოვრებლად კემბრიჯში. მომავალი ვარსკვლავი  კორპუსში ცხოვრობდა, სადაც კიდევ ხუთი ოჯახი ბინადრობდა. მისი მეზობელი იყო  ჰოვარდ ზინი, წიგნის – „შეერთებული შტატების ხალხთა ისტორიის“ ავტორი, რომელიც მეთს ნახსენები ჰყავს თავის ფილმში „ჭკვიანი უილ ჰანთინგი”.

* 8 წლის ასაკში მეთმა გაიცნო ბენ აფლეკი, რომელიც მისი სახლიდან ორი კვარტლის მოშორებით ცხოვრობდა. მოგვიანებით ისინი საუკეთესო მეგობრები და პროფესიონალი პარტნიორები გახდნენ გადასაღებ მოედანზე.

*  კერძო სკოლის დასრულების შემდეგ, მეთ დეიმონმა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც სამი წელი გაატარა, თუმცა, მიხვდა, რომ მსახიობობა უფრო იზიდავდა და უნივერსიტეტი მიატოვა.  

* მეთ დეიმონი ნიუ-იორკში გაემგზავრა ქასთინგის გასავლელად. დედამ ის მხოლოდ იმ პირობით გაუშვა დიდ ქალაქში, რომ მეთი თავად დაფარავდა გზის ხარჯებს. დამწყები მსახიობი 200 დოლარით ჩავიდა ნიუ-იორკში და დაიწყო ქასთინგებზე სიარული.

* 18 წლის ასაკში შედგა მეთ დეიმონის დებიუტი დიდ კინოში – იგი ჯულია რობერტსთან ერთად გამოჩნდა კადრში, ფილმში „მისტიკური პიცა”, რასაც მოჰყვა კიდევ რამდენიმე ეპიზოდური როლი. 1992 წელს გამოვიდა ფილმი „სკოლის კავშირები”, სადაც მეთმა პირველი დიდი როლი შეასრულა. მისი პარტნიორები ფილმში იყვნენ მაშინ ჯერ კიდევ უცნობი მსახიობები: ბენ აფლეკი, ბრენდან ფრეიზერი და კრის ოდონელი.

* მეთ დეიმონი სტანისლავსკის სისტემის მიმდევარია. ნარკომანი ჯარისკაცის როლისთვის, ფილმში „მამაცობა ცეცხლქვეშ,” მან 20 კილოგრამი დაიკლო წონაში. მეთი იცავდა მკაცრ დიეტას და დღის განმავლობაში 20 კილომეტრს დარბოდა. ფილმისთვის „კეთილისმსურველი” მეთმა ამერიკული სამხრეთისთვის დამახასიათებელი  აქცენტი გამოიმუშავა – ამ მიზნით იგი ტენესის შტატში მუშაობდა ერთ-ერთ ბარში ოფიციანტად და ყოველდღიურად ურთიერთობდა სამხრეთელებთან.

* 1995 წელს მეთ დეიმონი მიიწვიეს ფილმში „სწრაფი და მკვდარი”. ვესტერნის ჟანრის ფილმში მისი პარტნიორები უნდა ყოფილიყვნენ შერონ სტოუნი და რასელ ქროუ, თუმცა, მეთმა უარი განაცხადა როლზე და მის ნაცვლად ლეონარდო დიკაპრიო მიიწვიეს.

* 1999 წელს ჟურნალმა „ფიფლმა” მეთ დეიმონი პლანეტის ულამაზეს 50 ადამიანს შორის მოიხსენია. იმავე ჟურნალმა 2007 წელს დეიმონი წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

* 1999 წელს კინოეკრანებზე გამოსულ „ნიჭიერ მისტერ რიპლიში” დეიმონმა მთავარი როლი შეასრულა. როლისთვის მან 13 კილოგრამი დაიკლო და როიალზე დაკვრა შეისწავლა.

* მეთ დეიმონს ხანმოკლე რომანი ჰქონდა პენელოპა კრუსთან.

* მეთ დეიმონი პოკერისა და ბოულინგის პროფესიონალი მოთამაშეა და პერიოდულად სხვადასხვა ტურნირში იღებს მონაწილეობას.

* ფილმში „ძმები გრიმები” თამაშის დროს მეთ დეიმონმა თავი გადაიპარსა, რათა პარიკი უკეთესად მოერგო თავზე. გადაპარსული თავით მეთ დეიმონმა გაიელვა პოპულარულ ახალგაზრდულ კომედიაში – „ევროტური.” 

* მეთ დეიმონმა ბენ აფლეკთან ერთად დაწერა ფილმ „ჭკვიანი უილ ჰანთინგის” სცენარი, თუმცა, სტუდიები სცენარის შეძენისგან თავს იკავებდნენ, რადგან, მსახიობებს პირობა ჰქონდათ დადებული, რომ თავად უნდა ეთამაშათ ფილმში მთავარი როლები.  საბოლოოდ, „მირამაქს ფილმზმა” გარისკა და შეიძინა სცენარი. რეჟისორად გას ვან სენტი დაინიშნა, ხოლო ერთ-ერთ როლზე რობინ უილიამსი მიიწვიეს. საბოლოოდ, 10 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმმა 225 მილიონი დოლარი მოგება მოიტანა კინოგაქირავებიდან და საკულტო ფილმის სტატუსი მოიპოვა. ორიგინალური სცენარისთვის კი მეთ დეიმონმა და  ბენ აფლეკმა „ოსკარი” აიღეს. 

* მეთ დეიმონის ჰონორარი ერთი ფილმისთვის არანაკლებ 10 მილიონი დოლარია. „ბორნის ულტიმატუმისთვის” მისი ჰონორარი 17 მილიონ დოლარს შეადგენდა.

* ბენ აფლეკის თქმით, მეთ დეიმონი მასზე გაცილებით ჭკვიანია. ბენი იხსენებს, რომ მეთი მისი და ჯენიფერ ლოპესის რომანის სასტიკი წინააღმდეგი იყო; მან უწინასწარმეტყველა, რომ წყვილი დიდხანს არ გაჩერდებოდა ერთად, რაც დადასტურდა კიდეც.

* მეთ დეიმონისა და მისი დიდი ხნის მეგობარი ქალის, ლუჩანა ბაროუზის ქორწილი 2005 წლის 9 დეკემბერს შედგა. წყვილს სამი შვილი ჰყავს: იზაბელა, ჯია ზავალა და სტელა.

*  მეთ დეიმონს ორწლიანი რომანი ჰქონდა მსახიობ ვაინონა რაიდერთან, რომელთან დაშორების შემდეგაც განაცხადა, რომ არასდროს აღარ დაიჭერდა საქმეს მსახიობ ქალებთან. მეთ დეიმონის ამჟამინდელი მეუღლე პროფესიით დეკორატორია.

* სკოლის დამამთავრებელ კლასში სწავლის პერიოდში მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი უბნის სუპერმარკეტის რეკლამაში გადაიღეს, რაშიც 200-200 დოლარი გადაუხადეს. 

* მეთ დეიმონის სიმაღლე 178 სანტიმეტრია.

* მეთ დეიმონს სთავაზობდნენ მთავარი როლის შესრულებას სკანდალურ ფილმში „კუზიანი მთა”, რაზეც მან უარი განაცხადა. მეთის თქმით, ჰომოსექსუალის როლის შესრულებას, შესაძლოა, მისი კარიერისთვის მიეყენებინა ზიანი. მოგვიანებით, 2012 წელს, მან ჰომოსექსუალის როლი განასახიერა ფილმში „კანდელაბრებს მიღმა”, სადაც მისი პარტნიორი სახელოვანი მაიკლ დუგლასი იყო.

* მეთ დეიმონმა მას შემდეგ დაანება სიგარეტს თავი, რაც ჰიპნოზის კურსები გაიარა.

* 2007 წლის 26 ივლისს მეთ დეიმონს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

скачать dle 11.3