კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცხოვრობს ნიაზ დიასამიძის ბებია საფრანგეთში და რა აკავშირებს მას გიორგი მარგველაშვილთან

უაღრესად ნიჭიერი მუსიკოსი, შემსრულებელი ნიაზ დიასამიძე დიდი ხანია, პრესის ფურცლებზე აღარ გამოჩენილა. ამბობს, რომ მაინცდამაინც არ უყვარს „წითელი ხალიჩა” და ურჩევნია, თავისი საქმე ჩუმად აკეთოს. ცოტა ხნის წინ „33-ა-მ“ ახალი ალბომი – „უსახელოური” გამოუშვა და ევროპაში ტურნეც ჰქონდა. ის აზრი, რომ ნიაზს მაინცდამაინც არ უყვარს ლაპარაკი, მასთან ურთიერთობის შემდეგ სავსებით გამიქარწყლდა. 

 

ნიაზ დიასამიძე: ცოტა ხნის წინ გამოვუშვით ახალი ალბომი „უსახელოური” და მასში თერთმეტი კომპოზიციაა შესული. შემდეგი ალბომი დაწყებული გვაქვს. იდეაში გვინდა, ყოველ წელს გამოვუშვათ ალბომი. შარშან გამოვიდა რიგით მეხუთე და მას „საფერავი” ერქვა. ცოტა პაუზა გვქონდა. სახელებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი მგონია ძალიან, ღვინოსთან ჩემებური, სხვანაირი, ფილოსოფიური დამოკიდებულება მაქვს. თორმეტი წელია, თვითონ ვწურავ ყურძენს და ვაყენებ ღვინოს – ეს არ არის ჩემთვის სათრობი საშუალება. მეგობარს აქვს ვენახი და გატაცებული ვარ ამით დიდი ხანია. 

– ტურნეც გქონდათ მე მგონი, წეღან ამბობდი.

– მეგობრები გვყავს ევროპაში, ზოგან ქართველებმა დაგეგმეს და მიგვიწვიეს, ზოგან იქაურებმა – ერთი თვით ვიყავით წასულები. ვიყავით გერმანიაში, უკრაინაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ინგლისში, პოლონეთში. 

– გამიგონია, ნიაზს გამოჩენა და ჟურნალისტები არ უყვარსო. 

– მე ეგრე კატეგორიებად არ ვყოფ ადამიანებს, კარგი და ცუდი ყველგან არის. უბრალოდ, 20 წელია, ერთსა და იმავეს მეკითხებიან, დავიღალე, ხომ არ შეიძლება გაუთავებლად მიტრიალებდნენ ჯგუფის სახელზე კითხვებს? ზერელე დამოკიდებულება არ მიყვარს, უკმაყოფილების გრძნობა მრჩება ხოლმე. საჯაროობაზე დიდად არ ვგიჟდები, არ მიყვარს ტელევიზიაში, პრესაში გამოჩენა. ვიღაცას უყვარს ხალხმრავალი ადგილები, „ტუსოვკები” და წითელი ხალიჩა, ზოგს მაგრად ევასება, მე ვერ ვუჭერ „მუღამს”. როცა მე თვითონ ვუკრავ კონცერტზე, მაშინ სხვა საქმეა. ზოგადად, მორიდებული ადამიანი ვარ. არ ვაძლევ ხალხს საჭორაოს, რა უნდა თქვან ჩემზე? (იცინის) ისედაც არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, ჩემს სათქმელს მუსიკით ვამბობ. ზედმეტი ამბიციები არ მაქვს. ზოგადად, საქართველოში რთული მსმენელია, პატარა ბაზარია. ევროპაში ყველა სტილს თავისი მიმდევარი ჰყავს, ჩვენთან, სამწუხაროდ, ეგ არ არის. ჯაზ-ფესტივალზე მარტო ის დადის, ვისაც ფული აქვს. როკ-ფესტივალზე ძირითადად დათრობის პონტია, ძალიან ცნობილი თუ არ არის ჯგუფი, პატარა დარბაზსაც ვერ გაავსებს. სულ გვინდა, უცნობი ჯგუფები წამოვწიოთ, მაგრამ ხალხი არ დადის. მსმენელს გაკვალული გზით სიარული ურჩევნია. ჩემთვის კიდევ მთავარი აზრი სიახლეა. ოცი წელი რომ „მე ვზივარ ნავში” მემღერა, მომბეზრდებოდა აშკარად. 

– ღვინოზე მინდა გკითხო, წურვით წურავ და ბევრს სვამ „გრუზინულად“?

– არა, მე ეგრე არ ვარ: წინა დღეს რა ხდებოდა, გადავთვრე და არ მახსოვდეს, ან სამი ლიტრა ჩავისხა, იმიტომ რომ ყველა მაგდენს სვამს! ხანდახან კი მომსვლია ზედმეტი... მე ვწურავ, სხვათა შორის, „კაბერნეს“, ფრანგული ჯიშია. საფრანგეთი ჩემს სისხლშია, ბებია მყავს ფრანგი. „რქაწითელს“ და „საფერავს“ ბევრი წურავს ირგვლივ და მე „კაბერნეს“ მივაგენი ჯუგაანში (იცინის). არის სოვინიონის ნამდვილი „კაბერნე“. ეგეთი ქართულ-ფრანგული გამოხატულება მაქვს კახური „კაბერნეს“ წურვა.

– საფრანგეთთან რა კონტაქტი გაქვს?

– ბებია მყავს ფრანგი, მადლენი ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. ბაბუაჩემი ემიგრაციაში წავიდა გასაბჭოების შემდეგ, ლევილში დასახლდა და იქ გაიცნო ბებიაჩემი, წინააღმდეგობის მოძრაობიდან. მოკლედ დედაჩემი იქ დაიბადა. მერე დაბრუნდნენ საქართველოში, პირველი ოჯახი იყო, ვინც იქიდან წამოვიდა. ბაბუა აქ გარდაიცვალა და ბებია დაბრუნდა იქ. საფრანგეთი ძალიან მიყვარს და ზაფხულში ორი-სამი თვით ჩავდიოდი ხოლმე იქ.

– ბევრი წავიდა აქედან და შენ არ გქონია იქ გადასახლების სურვილი?

– არა, არასდროს. გაუცხოებული ხალხია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცივი. პატივისცემაც იციან და თანგადაყოლაც, მაგრამ დისციპლინის ის დიდი მანქანა მაინც აუცხოებს ხალხს. ეგეც შინაგანი სურვილის ამბავია, ან გინდა, ან – არა. სირთულეები არ მაშინებს, ცხოვრებაა, რა. არის ადამიანების კატეგორია, ვისაც ჰაერივით სჭირდება ევროპული ცხოვრება, დალაგებული. ადამიანის ტიპაჟია ეგეთი, მე არ მსიამოვნებს ეგეთი ცხოვრება. უქმადაც აღარ მინდა იქ ჩასვლა, მინდა თან ტურნეს დავამთხვიო ხოლმე. უცხო ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ, თან არ მიყვარს ეს პედანტური წესრიგი, ჩარჩოები. ბანკში და ოფისში ვერ ვიმუშავებდი. ბავშვობაშიც ყოფილა ამაზე ლაპარაკი, იქნებ იქ გესწავლა ცოტა ხნითო, მაგრამ მაქსიმუმ 5 თვით გავჩერდე,  ვერ გავძლებ. მაგრად მიყვარს, რა სისულელეა, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას და ყოველ თვე რომ ვიფრინო, მაგას მდიდრული ცხოვრება სჭირდება. თან ევროპელიც არ ვარ ხასიათით, აზიელ-ევროპელი ვარ. რაღაცები აქაური უფრო მომწონს, შურგამოცლილი ურთიერთობა, თბილი... მე არ მწამს იმის, რომ ქართველები შურიანი ხალხია, ეგ ხელოვნურად თავსმოხვეული აზრია, რომ შექმნიან, გიჩიჩინებენ და შენც იჯერებ. რატომ უნდა შემშურდეს სხვისი წარმატება? უბრალოდ, ხალხი ზედმეტად არის ერთმანეთის ჭამით დაკავებული – როგორ შეიძლება, მძღოლების მთელმა რიგმა ერთ ადამიანს აგინოს, თუ ის უბრალოდ ერთი წამით შეყოვნდა? ესე იგი, კაციც შეგიძლია მოკლა. მეც ვიგინები, მაგრამ ეგრე ადვილად არ გამოვდივარ წყობიდან.

– ესე იგი, მშვიდი მძღოლი ხარ.

– მე, ზოგადად, სკუტერით ვმოძრაობ, უფრო კომფორტულია, ეკონომიური, ბენზინს სამ ლიტრს წვავს. არ არის საცობის პრობლემა, სადაც მინდა, იქ დავაყენებ. არ მაქვს მანქანის მუღამი მაინცდამაინც (იცინის). 

– „წვიმის მუსიკოსებს” ხშირად აკავშირებდნენ ნაციონალების ხელისუფლებასთან, შენ ალბათ იტყვი, რომ აპოლიტიკური ხარ და ეს ამბავი არ გაღიზიანებს?

– თუ მყავს ახლობლები წინა ხელისუფლებაში, არ ვთქვა? პოლიტიკაში ყველანი ვართ ჩართულები. ეს ცხრა წელი ჩვენ სერიოზული წინსვლა გვქონდა. მე მანამდე არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში აქტიურად, უბრალოდ, მერე ვნახე, რომ ეს ხალხი ყველაზე უფრო პროგრესულად აზროვნებდა, თუ იმ პირად ტრაგედიებს გამოვრიცხავთ, რითაც ზოგიერთი სპეკულირებდა. ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება და რაც უფრო მაგრად დავჭამთ ერთმანეთს, უფრო მაგარი ტიპები ვიქნებით?

– პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადმოგცა და როგორ გგონია, ეს პოლიტიკურად არ გავალდებულებს?

– გადმომცა ღირსების ორდენი სახელმწიფომ თუ პრეზიდენტმა, რა ვიცი. ეს ჩემი შინაგანი რწმენაა, არავისთვის სიმღერა არ მიმიძღვნია და თუ მოსწონებიათ და გვერდში დამდგომიან, რა პრობლემაა. ჩემთვის არავის პირადად ფული არ უჩუქებია და არ დამხმარებია. უბრალოდ, ასე ვფიქრობ და რა პრობლემაა. ჩემი ახლობლები იყვნენ იმ ხელისუფლებაში, მაგალითად, გოკა გაბაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ახალი ხელისუფლებიდან გიორგი მარგველაშვილს და ლევან ყიფიანს ვიცნობ კარგად. გიორგის ოჯახთან ბავშვობიდან მეგობრობს ჩემი ოჯახი. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსს უყვარს თავისი სამშობლო, რავი, ასე მგონია, თუ ექსტრემალურად რუსეთზე არ არის გადარეული (იცინის). შერიგების მომხრე ვარ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ლენინი გვიყვარდეს და ყველას ერთნაირი წითელი ჰალსტუხები გვეკეთოს, აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა.

– რუსეთის თემაც თავისთავად მოვიდა საუბარში. რუს მუსიკოსებს არ ეკონტაქტები და ბოლოს როდის გქონდა რუსეთში კონცერტი?

– არ ვმეგობრობ და რუსეთში კონცერტი არასოდეს მქონია. ეგრე სადაა, შენ ზემოდან წამართვა რაც გინდა, როცა გინდა, ბოდიში და თავზე დამაჯდე, დამჩაგრო, დამბრიდო, ძმები დამიხოცო და ბოდიშიც არ მომიხადო, თან ისევ დამემუქრო, წყნარად იყავი, თორემ ეგრე მოგექცევიო – მე რა პონტში უნდა მომინდეს შენთან მოსვლა, სიმღერა და ქეიფი? ყველაზე პროგრესული რუსი ტიპები ვინც არიან, აქ რომ ჩამოდიან ერთი-ორ ჭიქა მამალ ჭაჭაზე ეხსნებათ და დაიწყებენ: „ჩვენ გადაგარჩინეთ, ჩვენამდე თქვენ ველურები იყავით”. მაინც ამას წამოაყრანტალებენ ხოლმე. კიკინებიანი, რასტაფარიანელი ტიპი, თუ ჰიპი, რომელიც იდეაში თავისუფალი უნდა იყოს, ეგრე ფიქრობს – პუტინს რომ ებრძვის, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს მხარეზეა. თორემ ძალიან მიყვარს რუსული ენა, მაგრად უხდება სიმღერას – ჩვენ გვაქვს რუსული სიმღერები. როცა ენა იცი, ჯობია, მტერს მის ენაზე უთხრა სათქმელი, ვიდრე უთარგმნონ – აი, რა თქვაო. 

– თავადი ხარ და ცოტა სხვაგვარი მომენტები არ გახასიათებს? მაგალითად, ჩოხით სიარული.

– თავადობაზე აქცენტს არასოდეს ვაკეთებ, არ მჭირს ეგეთი რაღაცეები გვარის მიხედვით ვაფასებდე ადამიანს. მსოფლიო გენიოსების სიაში ბევრი გლეხური გვარია. ჩოხა მაქვს, „სამოსელი პირველის” ლოგო შევქმენი და ლევან ვასაძემ მაჩუქა.

 

скачать dle 11.3