კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ინტიმური საუბრები

მოგვაწონეთ თავი, მამაკაცებო!

ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, ჩემი პროტესტი თქვენთვის მომეწერა. ძალიან აღშფოთებული და, შეიძლება ითქვას, განრისხებულიც კი ვარ. საქმე ისაა, რომ ყველგან – რადიოში, ტელევიზორსა თუ პრესაში (მათ შორის თქვენს ჟურნალსაც ვგულისხმობ), როდესაც ქალებს (ნებისმიერი ასაკის) ურჩევენ რამეს, ამ რჩევების 95 პროცენტი ეხება ერთ თემას: როგორ მოაწონონ თავი კაცებს, როგორ მოხიბლონ ისინი არა მარტო გარეგნობით, არამედ, თვისებებით ისე, რომ გული არ აიცრუონ თავიანთ ცოლზე, საყვარელზე თუ შეყვარებულზე და სხვა ქალებს არ დაუწყონ დევნა. კი ბატონო, ქალი იმისთვის არის ქალი, რომ მამაკაცს გაეპრანჭოს, თავი მოაწონოს და შეაყვაროს, მაგრამ, ტელე-რადიო თუ პრესის ჟურნალისტების (არა მარტო საქართველოს მასშტაბით) „სიბრძნისმეტყველების“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალმა ნებისმიერ ფასად უნდა შეძლოს, მიიქციოს ვიღაც ბედოვლათი, უქნარა (თუნდაც მშრომელი იყოს, მნიშვნელობა არ აქვს), მუტრუკისა თუ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, „გამოიმასქნებული“ „ალფონსი“ ნარცისის ძვირფასი ყურადღება და, თუ ეს ცოტა ხნით შეძლო, მთელი ცხოვრება ბედნიერი უნდა იყოს და სიცოცხლის ბოლომდე სხვა აღარაფერი მოუნდეს. არადა, სინამდვილეში პირიქით არის. რასაც ახლა ვიტყვი, ქალების ასივე თუ არა, 99 პროცენტი დაეთანხმება, კაცები კი, ალბათ, გინებასაც დაიწყებენ, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს სინდისისა და სამართლიანობის ნატამალი მაინც აქვს შერჩენილი, საკუთარ გულში ჩაიხედოს და, მერე, თუ უნდა, მოვიდეს და მლანძღოს.

მე კი იმის თქმა მინდა, რომ, ჩემ გარშემო, ნათესავი იქნება ეს, მეზობელი, თანამშრომელი თუ მეგობარი, უამრავი წყვილია გაყრილი (შეყვარებულებიც, ცოლ-ქმარიც და საყვარლებიც), თანაც, სერიოზული სკანდალებით. მათი განშორების მიზეზი კი, ათიდან ცხრა შემთხვევაში, თითქმის ერთი და იგივეა: უყურადღებო, უხეში, უზრდელი, უსაქმური, უსაფუძვლოდ ამბიციური, ალფონსი, მოღალატე ქმარი თუ საყვარელი.

უიშვიათესი შემთხვევაა, მზრუნველი ოჯახის მოყვარული რაინდი, ერთგული მამაკაცი ქალს, ცოლს, საყვარელს, შეყვარებულს გულწრფელად არ უყვარდეს. რა თქმა უნდა, უმადური და მოღალატე ქალებიც არსებობენ, მაგრამ, მე ანომალიებს არ ვგულისხმობ არც ერთ მხარეს. საერთოდ, მინდა, ხმამაღლა ვუთხრა კაცებს: თუ თქვენს ცოლსა თუ შეყვარებულს მუდმივად აგრძნობინებთ, რომ ის ქალია, თქვენთვის ერთადერთი და განუმეორებელი; თუ ყოველდღე ეტყვით, რომ ის ძალიან გიყვართ, დარწმუნებული იყავით, რომ სიყვარულსა და ყველაფერ დანარჩენ დადებითს ასმაგად მიიღებთ მისგან; მაგრამ, თუ მთელი ცხოვრება დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ ხართ მსოფლიოს მბრძანებელი და ქალისგან მხოლოდ ბრმა მორჩილებას მოითხოვთ, იცოდეთ, რომ სინამდვილეში არასდროს ეყვარებით მას (უფრო კი – ნამდვილად ეძულებით), თუნდაც ამას არ გაგრძნობინებდეთ და, ასეთი ურთიერთობით, შესაძლოა, ისეთ კონდიციამდე მიიყვანოთ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ნელ-ნელა იგრძნობთ (ან სარკეში დაინახავთ), როგორ თანდათან ემსგავსებით ირემს – ტყის მშვენებას.

ამიტომ, მოვუწოდებ ჟურნალისტებს: მამა-მარჩენალი არქიფოსი არ იყოს – ეს ყველაფერი იგივე დარჩეს, ოღონდ, უკუღმა, უკუღმა! ანუ, ქალებს კი ნუ მოძღვრავთ, როგორ არჩინონ ქმრები თუ საყვარლები, თანაც გაართონ და თანაც მომხიბვლელობა არ დაკარგონ, არამედ, კაცებს შეახსენეთ, რომ მათი წინაპრები ნამდვილი მამაკაცები იყვნენ; შეახსენეთ, რომ კაცობა მარტო შარვლის ტარება და ყანწით თავიანთი მონაპოვრების („მონა“ და „პოვარი“, ანუ – ცოლი) დღეგრძელობა არ არის; შეახსენეთ, რომ ცოლების უცხოეთში გაგზავნა ვიღაც ქეციანი მოხუცების უკანალების საწმენდად და მერე ამაში აღებული და გამოგზავნილი ფულის ბოზებში ხარჯვა და გულზე მჯიღის ცემა მხოლოდ თუ გაზრდის მათი რქების სიგრძესა და სიხშირეს.

მანამდე კი, სანამ ჟურნალისტები მიხვდებიან, რას ვითხოვ სრულიად საქართველოს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ქალების სახელით, მე ვიქნები პირველი, ვინც სასარგებლო რჩევებს მისცემს ჯერჯერობით ეგრეთ წოდებულ მამაკაცებს:

1) თუ გსურთ, რომ ქალმა ყურადღება მოგაქციოთ და თქვენზე რამე კარგი გაიფიქროს, მისი დანახვისას ნუ მიიღებთ მამის მკვლელის სახეს;

2) როდესაც ქალის საზოგადოებაში იმყოფებით, ნუ დაამთქნარებთ (მით უფრო – პირის ფართოდ დაღებით), ნუ დაიწყებთ ბეჭების ფხანას (ხელით ან კედლის კუთხეზე) და ნუ შეაჩვევთ მის სმენას ბილწსიტყვაობას. იცოდეთ, ეს ბოლო ნაწილი მოკლე ხანში ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ) – თუ ქალი ნორმალურია, ამ ყველაფრით მხოლოდ სიძულვილსა და აგრესიას გამოიწვევთ მასში.

3) არ მოეფეროთ ქალს, თუ ხართ გაუპარსავი, გიდით არყის ან ნივრის სუნი და რამდენიმე დღის დაუბანელი ხართ.

4) თუ ოდესმე  ვინმეს უთქვამს, რომ გაქვთ იუმორის გრძნობის დეფიციტი, არ მოაბეზროთ ქალს თავი თქვენი ბრიყვული ან უხამსი ხუმრობებით.

5) თუ იმ დონეზე უწიგნური ხართ, რომ ვერანაირ თემაზე ვერ ახერხებთ ქალთან საუბარს, ან „მრავალმნიშვნელოვანი“ დუმილი შეინარჩუნეთ, ან სიყვარული აუხსენით (ეს არასდროს არ არის ზედმეტი), ოღონდ, შეეცადეთ, გულწრფელი იყოთ.

6) თუ უსაქმური ხართ, თანაც – უთავმოყვარეო და უკვე მეათე პაემანზე გოგოსთან უყვავილოდ მიხვედით, ამ ერთხელ მაინც დაბრუნდით სახლში ფეხით და გზის ფული მას აღარ გამოართვათ...

მოკლედ, იყავით სულ ფორმაში, ენერგიული, ყურადღებიანი, მზრუნველი, ნამდვილი ჯენტლმენი, ერთგული და, თუ ამ ყველაფერთან ერთად ცოტაოდენ ფულსაც გაიმეტებთ ხოლმე საყვარელი ქალისთვის, მერწმუნეთ, ის თქვენს ღალატს გულშიც კი არასოდეს გაივლებს.

მოაწონეთ თავი ქალებს, ძვირფასო მამაკაცებო!

მარიანა, 26 წლის.

 

მოწიფულ კაცს ცანცარობა არ უხდება

ჩემი დეიდაშვილი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, არც ისეთი პატარა ბიჭი აღარ არის, ჭკუა რომ არ მოეთხოვებოდეს. მართალია, ძალიან კარგი გარეგნობის ბიჭია, განათლებული, კეთილი, გოგოებში საოცრად პოპულარული; სამსახურიც კარგი აქვს და სამეგობროც საუკეთესო ჰყავს, მაგრამ, მის საქციელს ცანცარობას უფრო დავარქმევ, ვიდრე დონჟუანობას. საქმე ისაა, რომ ყოველ კვირას იცვლის შეყვარებულებს. თან, რაც მთავარია, ყოველთვის გულწრფელია თავის გრძნობებში, ანუ, არც ერთ გოგოს არ ატყუებს – იმ რამდენიმე დღით მართლაც უზომოდ უყვარს და მზად არის, მისთვის სიცოცხლე გაწიროს, მაგრამ, საკმარისია, ვთქვათ, ახლობლის დაბადების დღეზე ან სადმე სხვაგან, ვინმე „ახალი გოგო“ მოეწონოს, რომ ის წინა შეყვარებული მთლიანად ავიწყდება. სანამ უფრო პატარა იყო ასაკით, მამამისი თავის შვილს „ჩვეულებრივ ბაბნიკს“ ეძახდა, მაგრამ, 30 წლის ასაკშიც რომ არ შეიცვალა „სტილი“ და საქციელი, ყველანი ძალიან ვნერვიულობთ. დეიდაჩემმა ისიც კი თქვა, ფსიქიატრთან უნდა ვაიძულო წასვლაო. მე კი არა მგონია, რომ ამან უშველოს, რადგან, ეს არ არის გენოს ცხოვრების წესი, ეს არის მისი ხასიათი, მისი სულიერი მდგომარეობა და, ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი და მძაფრი სიყვარული (ან, შესაძლოა, ღალატიც, ოღონდ, შეყვარებულის მხრიდან) თუ მოახდენს მასში გარდატეხას. თუ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდა, მეშინია, რომ რამე შარს გადაეყრება – ერთხელაც იქნება, რომელიმე შეყვარებული არ აპატიებს მასხარად აგდებას და შურს იძიებს.

ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, ამ ხნის კაცს ნამდვილად აღარ შეჰფერის 15 წლის ბიჭივით ტინგიცი.

ელა, 27 წლის.

скачать dle 11.3