კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს „პირობადებული საკუთრება“?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ. აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, თუ გამსხვისებელი, ნებისმიერი სხვა გზით, ვიდრე საფასურის გადახდაა, დაკმაყოფილდება, ან, თუ შემძენი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება საკუთრების უფლების მოპოვება უპატრონო მოძრავ ნივთზე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, ის იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან, თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. მოძრავი ნივთი კი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე, საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით, ნივთის მფლობელობას მიატოვებს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორია განძის სამართლებრივი განმარტება და ვის ეკუთვნის ნაპოვნი განძი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა, ის წარმოადგენს განძს. განძის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.   

კითხვა: მაინტერესებს, როგორ გადაწყდება იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც არც საქართველოს მოქალაქეა და არც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაუდენია დანაშაული, მაგრამ, მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული სხვა ქვეყანაში. შეეხება თუ არა მას საქართველოს კანონმდებლობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, უცხოეთში დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და  მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ან/და თუ ამ დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს დენადი დანაშაული და რომელი დანაშაული შეიძლება იყოს დენადი დანაშაულის მაგალითი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ დენადია სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. ასეთი დანაშაულის მაგალითი შეიძლება იყოს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, რომელიც იწყება იარაღის შეძენით და შემდეგ უწყვეტად გრძელდება.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რომელი დანაშაულები ითვლება ნაკლებად მძიმე დანაშაულებად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს პირის ქმედება მძიმე დანაშაულად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას; აგრეთვე, გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წელზე მეტი ვადით.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სამოქალაქო საქმეზე ადვოკატის მომსახურეობისთვის გადახდილი თანხა, არის თუ არა სასამართლო ხარჯი და ხდება თუ არა მისი ანაზღაურების დაკისრება მხარისთვის? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ არსებობს პროცესის ხარჯები, რომელშიდაც შედის სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებია ადვოკატისთვის გაწეული, ასევე დაკარგული ხელფასი (განაცდენი), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, და მხარეთა მიერ გაღებული სხვა აუცილებელი ხარჯები, რომელთა გადახდაც ეკისრებათ მხარეებს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, მოდავე მხარეებისგან განსხვავებული რა უფლებებითა და მოვალეობებით სარგებლობენ სამოქალაქო საქმეში ჩაბმული მესამე პირები?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა: გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არის არასწორი და ვერ ბარდება სარჩელის ასლი ან უწყება, როგორ ხდება ამ სარჩელის განხილვა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

скачать dle 11.3