კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში არ ენანება დროის ხარჯვა გურამ ოდიშარიას და კომპანია „რადიო საქართველოს“ რა წამოწყებას მიესალმება რუსა მორჩილაძე

კომპანია „რადიო საქართველო” სხვადასხვა ინოვაციით გამოირჩევა და ამჯერადაც უპრეცედენტო დაჯილდოების, „ოქროს ტალღის” მოწყობა ითავა. პროექტი „ოქროს ტალღა” საქართველოში შოუ-ბიზნესის წახალისების მიზნით ტარდება და ახალი სახეების აღმოჩენასთან ერთად, საუკეთესო სიმღერების გამოვლენისა და პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა. პროექტში როგორც ახალბედა, ასევე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი სახეები იქნებიან ჩართული, ხოლო დამატებითი სტიმული კონკურსანტებისთვის, ის საპრიზო ფონდია, რომელიც წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა. ცნობილია, რომ რადიოებს: „ფორტუნა”, „ფორტუნა პლუსი”, „არ დაიდარდო” და „ავტორადიო” მაღალი რეიტინგული მონაცემები აქვს. ქართული შოუ-ბიზნესის სექტორში „ოქროს ტალღა” იქნება სიმღერების დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია.  დაჯილდოების ცერემონია გაიმართება დეკემბერში და გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო მომღერალი ქალი; წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი; წლის დუეტი; წლის ჯგუფი; პრიზი მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; „ფორტუნას” რჩეული; „არ დაიდარდოს” რჩეული; „ფორტუნა პლუსის” რჩეული; „ავტორადიოს” რჩეული; Music Box – ის რჩეული. 

კომპეტენტური ჟიური, პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და აუცილებლად სამართლიანი და ობიექტურები იქნებიან. ჩვენი რესპონდენტები სწორედ ამ ჟიურის ორი წარმომადგენელია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია და კომპოზიტორი, ტელეკომპანია „იმედის” მუსიკალური პროდიუსერი, რუსა მორჩილაძე.

 

– ბატონო გურამ, როგორ ფიქრობთ ისეთი დაჯილდოება, როგორიც არის „ოქროს ტალღა,” შეუწყობს თუ არა ხელს საქართველოში მუსიკის განვითარებას და ქართული შოუ-ბიზნესის ამოქმედებას?

გურამ ოდიშარია (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი): რა თქმა უნდა, „ოქროს ტალღა,” ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კონკურსი, დიდი სტიმულია მუსიკოსებისთვის, კომპოზიტორებისა და ტექსტის ავტორთათვის. იმედი მაქვს, თითოეულ კონკურსს, უახლოეს მომავალში, რამდენიმე კარგი ქართული სიმღერა და მელოდია მოჰყვება. მიმაჩნია, „ოქროს ტალღა” ნამდვილად დროულია, რომლის ჟიურიც ძალიან სერიოზული კომპეტენტური შემადგენლობისაა. მართალია, ძალიან ცოტა დრო მაქვს, მაგრამ მონაწილეობას მეც მივიღებ აუცილებლად, რადგან ამ საქმეში დროის ხარჯვა ნამდვილად ღირს. მე პირადად, ძალიან მაკლია კარგი ახალი ქართული, მელოდიური სიმღერა და მიმაჩნია, რომ კომპანია „რადიო საქართველომ” კარგი ინიციატივა გამოიჩინა დაჯილდოებასთან დაკავშირებით. ჩვენც მივესალმებით ამ საქმის წამოწყებას და სიამოვნებით ამოვუდექით მხარში. 

– მკაცრი ჟიური იქნებით?

– შევეცდები მკაცრიც ვიყო და, რა თქმა უნდა, სამართლიანიც, სხვანაირად არც შეიძლება. არავის არ უნდა მივცეთ სათქმელად: იმან იმიტომ გაიმარჯვა, რომ ჟიურიში მისი ნაცნობიაო, ან მსგავსი რაღაცეები. ეს თემა უნდა დასამარდეს და აუცილებლად ყველანი სამართლიანები უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ვემსახურებით ქართულ კულტურას. მინისტრები მიდიან, მინისტრები მოდიან, მაგრამ ქართული კულტურა მარადიულია. ასე რომ, ამ შემთხვევაში, თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, ყველანი ერთნი ვართ. ჩვენ ყველანი ვალში ვართ ჩვენი კულტურისა და ხელოვნების წინაშე.  

– მართალია ძალიან დაკავებული ბრძანდებით და ალბათ, რადიოსთვის დრო არ გრჩებათ, მაგრამ როცა მანქანით გადაადგილდებით, მაშინ აუცილებლად მოახერხებთ მის მოსმენას. თუ საიდუმლო არ არის, რომელ რადიოს უსმენთ?

– მანქანაში რადიოს ყოველთვის ვუსმენ. კონკრეტულად რომელიმე ერთს, არა, რადგან პერიოდულად გადავრთავ-ხოლმე სხვადასხვა ტალღაზე. მიყვარს მუსიკის მოსმენა, მით უმეტეს მაშინ, როცა შორ გზაზე მივდივარ. მე რადიოს მეგობარი ვარ, რადგან ძველი ჟურნალისტი ვარ და ჩემი მოღვაწეობა რადიოთი დავიწყე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ხუთი წლის განმავლობაში სწორედ რადიოში ვმუშაობდი.

– ქართულ შოუ-ბიზნესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ამბობს არსებობსო, ზოგიც საპირისპიროს ამტკიცებს. თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ კომპეტენტურია. რას გვეტყვით, როგორია თქვენი პოზიცია?

– შოუ-ბიზნესი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აუცილებლად კომპეტენტურად უნდა გადავხედოთ ძალიან ბევრ რამეს ამ მიმართულებით. ამიტომაც დავიწყეთ მრგვალი მაგიდის მოწყობა. გვინდა, ერთი სერიოზული მრგვალი მაგიდა მივუძღვნათ ამ თემას. მოვიწვიოთ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, კრიტიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ და შემდეგ იდეები, რომელიც დაიბადება, ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ მის განხორციელებაში. კარდინალური ცვლილებები და ახალი ხედვაა საჭირო, რის მოსაძებნადაც სწორედ მრგვალი მაგიდა გვჭირდება. 

რუსა მორჩილაძე (კომპოზიტორი, ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროდიუსერი): ჩემი აზრით, ეს ღონისძიება აქამდეც უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ერთგვარი წახალისებაცაა, გადახალისებაც და გადარჩევაც, ზოგადად, ჩვენი მუსიკალური პროდუქციისა. ხანდახან ირევა სიტუაცია და მსმენელის, ავტორებისა და შემსრულებლების გემოვნებაში ვირუსები შედის. ამიტომ კარგია, რომ ამას პროფესიონალთა არმია ჩაუდგეს სათავეში და დელიკატურად მართოს გემოვნება. ეს აუცილებელია, რადგან ყოველთვის ყველა სფეროში არსებობენ თავისი საქმის პროფესიონალები და მათი სიტყვა საზოგადოებამ უნდა მოისმინოს. ჩვენი ერი იმდენად მუსიკალური და გამორჩეულად ნიჭიერია, რომ აუცილებელია, გემოვნება სწორად წარიმართოს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მუსიკოსი ვარ, ასეც რომ არ იყოს, მაინც ამას ვიტყოდი.

– რუსა მორჩილაძე იქნება მკაცრი და სამართლიანი ჟიური?

– სამართლიანი სიტყვა იმდენად კარგია, რომ მეტი არაფრის დამატება აღარ სჭირდება. ჩვენ, როგორც პროფესიონალებმა, უნდა შევთავაზოთ ადამიანებს და ვუთხრათ, რომ ეს არის ამაზე ხარისხიანი. შეიძლება, მათ დაიჯერონ ან არა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, ჩავერთოთ გემოვნების განვითარებაში. მე პირადად, წინააღმდეგი ვარ, ახალგაზრდა თაობამ უხარისხო მუსიკას დიდი დოზით უსმინოს და ამაზე უთხრან, რომ ეს კარგია. ამიტომ შესანიშნავია, რომ ასეთ დაჯილდოებას ძალიან საპატივცემულო და წარმატებული კომპანია „რადიო საქართველო” აკეთებს. ამ ოთხი რადიოდან, მე მაინც „ფორტუნას” გამოვარჩევდი, რადგან ძალიან მიყვარს. „ფორტუნა” გემოვნებიანი რადიოა და ძალიან კარგად მუშაობს, ისევე როგორც რადიოები: „ფორტუნა პლუსი,” „ავტორადიო“ და „არ დაიდარდო.“

– როგორ ფიქრობთ, „ოქროს ტალღა” იქნება იმის სტიმული, რომ მომღერლებმა წლიდან წლამდე მხოლოდ კარგი პროდუქტი შექმნან?

– წახალისების თვალსაზრისით, მარტო ეს არ არის საკმარისი, მაგრამ „ოქროს ტალღა” ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. 

 

скачать dle 11.3