კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაამთხვია ანი მიროტაძემ ქორწილი ახალი პრეზიდენტის არჩევას და რას ანდობს ის კახა შარტავას

გასულ კვირას დეპუტატი ანი მიროტაძე „კუდთან“ თანამშრომლობაში „დაადანაშაულეს,” რის გამოც ჟურნალისტმა გაზეთ „ქრონიკა პლუსის” წინააღმდეგ პროკურატურაში შეიტანა სარჩელი. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი მიზანი არა ჟურნალისტის დისკრედიტაცია, არამედ, იმ შემკვეთთა დადგენაა, ვინც ის აგენტების „შავ სიაში” შეიყვანა.    

 

ანი მიროტაძე:  ამ ინფორმაციამ ისეთ შოკში ჩამაგდო, საკმაოდ დიდხანს ვერ მოვახერხე  გონზე მოსვლა. ძალიან გამაოგნა ამ კონტექსტში ჩემი გვარის ხსენებამ. ადამიანმა ყველაფერი შეიძლება დაიჯეროს, მაგრამ, ეს უკვე მეტისმეტია.  როდესაც 9 წლის განმავლობაში ებრძვი რეჟიმს ისე, რომ უკან არ იხევ; როცა  მთელი ამ წლების განმავლობაში როგორც საკუთარ თავს, ასევე ოჯახს, საშიშროებას უქმნი  და, უცებ, ასეთ რამეს იგებ, ეს ძალიან მძიმეა. ისეთ შოკში ვიყავი, არც კი ვიცოდი, რა უნდა მექნა, თუმცა, იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ, მაშინვე შევიტანე სარჩელი პროკურატურაში.  ვიფიქრე, რომ ვიღაცამ ეს უნდა დაასრულოს.  მე  ჟურნალისტი ვარ,  თავად გამივლია ბევრი რამ,   სკანდალის ფასიც კარგად ვიცი და  ექსკლუზივისაც, მაგრამ, ეს ის საკითხია, რომელიც არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. საკუთარ თავზე ძალიან ბევრი რამ მსმენია,  მაგრამ, ასეთი – არა. ვიღაცას, შეიძლება, არ მოსწონს ჩემი მეტყველების მანერა, ან, თქვას, რომ „ფეხი„ არ მივარგა და ეს არის ბუნებრივი. ყველას თავისი შეფასების კრიტერიუმი აქვს და გემოვნებაზეც არ დავობენ, ამას გარდა, მათ ამის სრული უფლება აქვთ, რადგან, მე, როგორც საჯარო პირს, თმენის ვალდებულება მაკისრია და ამისთვის მზად ვარ. ამ საქმეს კი უპასუხოდ არ დავტოვებ და, არა იმიტომ, რომ ჩემი პატივი და ღირსება შეილახა.  ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ჩემი ხალხისა და  ჩემი ქვეყნის აგენტი ვარ და ვერ ვიქნებოდი  იმ უწყებებისა და ადამიანების აგენტი,  რომლებიც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობდნენ.  მე მადლობელი ვარ ხალხის,  ვისაც კითხვაც კი არ გასჩენია ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, რაც არ უნდა შეთითხნო ადამიანზე, ყველამ  კარგად იცის, ვინ ვინ არის. ჩემთვის იმას კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელმა გაზეთმა და ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ეს აბსურდი, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ფაქტის გამოძიება. ახალ საქართველოში, როდესაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ, მსგავსი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. მე დღეს ძალიან მიხარია, რომ, ერთ-ერთ პირველს, შემიძლია, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივულოცო ადამიანებს ცხოვრება საქართველოში, რომლის პრეზიდენტიც მიხეილ სააკაშვილი აღარ არის.  

– როგორ ფიქრობ, შენ როგორ მოხვდი  „აგენტთა“ სიაში?

– არ ვიცი, მე რა ნიშნით შემარჩიეს, ჩემამდე რამდენიმე ქალი დეპუტატიც მოხვდა ამ სიაში, ასე რომ, მარტო არ ვარ (იცინის). მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩემს პროფესიაში მყავს მტრები, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ  ამ ბრალდებაში კონკრეტული გაზეთი ან ჟურნალისტია დამნაშავე. მე მაქვს განცდა, რომ ამ აბსურდის უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული ჩემი დისკრედიტაცია. მე მინდა, გამოძიება მივიდეს დამკვეთებამდე, ინფორმაციის პირველ წყარომდე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს მარაზმი. მე ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე, იმის მიუხედავად, რომ არანაირი შეხება აღარ მაქვს  ჟურნალისტიკასთან, გარდა იმისა, რომ ვხვდები რესპოდენტის როლში; ვარ ყველა ჟურნალისტის გულშემატკივარი, მაგრამ, არ მესმის იმ კატეგორიის ადამიანების,  ვისაც ასეთი თემებით აგორებული  სკანდალები ჟურნალისტიკა ჰგონია.  

– თქვი, რომ ჟურნალისტიკას მთლიანად ჩამოვშორდიო, თუმცა, სააგენტო „პირველი,” რომელიც შენი დაარსებულია, დღეს შენს დას ეკუთვნის.

– ამ მხრივ შეკითხვები რომ არ გაჩენილიყო,  ჩემმა დამ  დაახლოებით ერთი თვის წინ გაყიდა სააგენტო. მე ბევრი ვიფიქრე ამაზე და ეს კავშირიც გავწყვიტე. მე მაქვს დამოკიდებულება, რომ პოლიტიკოსი მართალი უნდა იყო საკუთარ ხალხთან. შინაგანად, პროფესიით, რა თქმა უნდა, ვრჩები ჟურნალისტად და ამ საქმის  დიდ გულშემატკივრად.  ჟურნალისტიკაში  გატარებული წლები აღმოჩნდა ჩემი მთავარი გზამკვლევი პოლიტიკაში; ეს არის ჩემი მარჯვენა ხელი.  ჟურნალისტმა ზუსტად იცის პოლიტიკოსის რეალური სახე. ეს გამოცდილება მეხმარება, გვერდიდან შევხედო საკუთარ თავს, და არა პირდაპირ.  გვერდიდან ყველაზე კარგად ჩანს ადამიანი, მაშინვე ზუსტად ვხვდები ხოლმე, სად რა შეცდომა დავუშვი და მაშინვე ვიწყებ მის გამოსწორებას. ჩვენ, ჟურნალისტები ხომ ყველაზე უკეთ ვყოფთ პოლიტიკოსებს ჯგუფებად: ვინ პიარისთვის მუშაობს, ვინ რეიტინგზე, ვინ ტელეპოპულარობაზე... როცა ეს ზუსტად იცი, არ გაქვს სურვილი, პოლიტოკოსთა რომელიმე ჯგუფში მოვხვდე (იცინის). 

– მაგრამ ალბათ, პოლიტიკაში გატარებულმა ერთმა წელმა მოგცა იმაზე მეტი, რაც ჟურნალისტიკაში გატარებულმა წლებმა? 

– რა თქმა უნდა, პოლიტიკამ ძალიან შეცვალა ჩემი შეხედულებები, გადააფასა ბევრი რამ. ამ ერთმა წელმა მასწავლა თმენის ვალდებულება. ჟურნალისტობა ემოციური პროფესიაა, მით უფრო, თუ ამაში პირადი ემოციური ხასიათიც  გეხმარება. სულ ვცდილობ, ვიყო უფრო გაწონასწორებული, რადგან, იმ განზომილებას, რომელშიც ახლა მე ვარ, ეს საკმაოდ უხდება.

– ერთი წლის შემდეგ, კვლავ გჯერა პოლიტიკური მეგობრობის, პარტნიორობის? როგორი ურთიერთობა გაქვს დღეს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებთან, თუნდაც კახა შარტავასთან, რომლის წყალობითაც  პოლიტიკაში მოხვდი და რომელმაც პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღო?

– ჩემი და კახას მეგობრობა  პოლიტიკით არ დაწყებულა.  წლების წინ, როდესაც ის  დაბრუნდა საქართველოში, ჩვენ ერთმანეთი საერთო მეგობრის წყალობით გავიცანით. მახსოვს, ფილარმონიაში ჟიული შარტავას 55 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება იყო, როდესაც კახა გავიცანი და საოცარი შთაბეჭდილებები დამრჩა მასზე.  იმ პერიოდის პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობდა ადამიანი,  რომელსაც ასეთი ხედვები ჰქონდა და, უცებ, გავიცანი ადამიანი, ჟიული შარტავას შვილი, რომელიც ძალიან განსხვავებული დამოკიდებულებებით იყო გამორჩეული. არ შეიძლებოდა ჩვენ შორის მეგობრობა არ დაწყებულიყო, ასეთი ადამიანის ხელიდან გაშვება წარმოუდგენელია. მე დღემდე ვეძებ ასეთ ადამიანებს, რომელთა პოვნა რთულია, რადგან, ძალიან ცოტანი არიან. არ არსებოს თემა, რაზეც მე და კახას არ გვისაუბრია ამ წლების განმავლობაში,  ძალიან ბევრჯერ გვიკამათია კიდეც, თუმცა, ეს ჩვენს მეგობრობას არასდროს ცვლიდა. სხვათა შორის, დროის გასვლის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ასი შემთხევიდან ასივეში კახა იყო მართალი. ის არის საუკეთესო მეგობარი. ჩვენ გვაკავშირებს არა მხოლოდ საერთო საქმე, მე  შემიძლია, მას, როგორც მამაკაცს, ვკითხო რჩევა, მაშინაც კი, როცა პირად ცხოვრებაში ვიბნევი (იცინის). საბედნიეროდ, მე ვარ იმ მცირე რაოდენობის  პარლამენტართა შორის, ვისაც აქვს ძალიან კომფორტული სიტუაცია თავის გუნდში. ვამაყობ იმით, რომ ჩემ უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მეიმედებიან. წინ წასული, უკან შიშით კი არ ვიხედები, ვიხედები იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, სწორად ვიქცევი თუ არა. ამ  მხრივ ძალიან გამიმართლა. ფორუმელი მამაკაცები როგორც ქალს, ძალიან მანებივრებენ და, მგონი, ეს მეტყობა კიდეც (იცინის).           

– ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში შენი რომანისა და ქორწინების ამბავი ძალიან აქტუალური გახდა. მართლა ამთხვევ ქორწილს მიხეილ სააკაშვილის წასვლას პრეზიდენტის პოსტიდან?

– არა, ეს ხუმრობა იყო, რომელიც ბევრმა აიტაცა. ქორწინება ისეთი რამ არის, რომელსაც ვერ დაგეგმავ და ვერც პოლიტიკურ პროცესებს დაამთხვევ. ქორწილის დაანონსება ჩემგან არ მომხდარა,  თუმცა,  არ ვმალავ იმას, რომ მარტო არ ვარ და ვხვდები ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.  ჩვენი ურთიერთობა ახლა არ დაწყებულა, ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. თავიდან ვმეგობრობდით, მერე რაღაცეები შეიცვალა. როცა  ქალი 20 წლის ხარ მამაკაცს სხვანაირად უყურებ, სხვა მოთხოვნები გაქვს. მერე ეს მოთხოვნები იცვლება. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ  ეს არის მამაკაცი, რომელიც უნდა იდგეს ჩემნაირი ქალის გვერდით.   

– კაცებს ეს ხშირად  აფერხებთ.

– საქმეც ეგაა, რომ ის არ შეუშინდა ჩემს წარმატებას.  ის არც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, არც ჟურნალისტიკასთან, მაგრამ, თავადაც კარგი პოზიციები აქვს. კარგად იცის, რომ ლანგარზე მირთმევით არ მოსულა ჩემი პოლიტიკური კარიერა; იცის  ჩემი წარმატების ფასი და ძალიან მიწყობს კიდეც ხელს.  რაც ეს ამბავი გახმაურდა,  ბევრი  ჟურნალისტი დაეძებდა მის ფოტოს, იკვლევდა მის ვინაობას, მაგრამ, მე მაინც მოვახერხე და მისი კონფიდენციალობა შევინარჩუნე.  ჩვენ ვხვდებით ახლო მეგობრების წრეში, სადაც არ მჭირდება კონსპირაცია. დასამალი არც არაფერი მაქვს, მაგრამ, არ მიყვარს პირადი  ცხოვრების  აფიშირება. მე არც სხვისი პირადი ცხოვრება მაინტერესებს, ამიტომ, ისე ხდება, რომ ყველაზე გვიან ადამიანებზე მე ვიგებ ხოლმე  მათი პირადი ცხოვრების ამბებს.

– თბილისი-ქუთაისის „მარშრუტზე” როგორ ახერხებთ შეხვვედრებს?

– ეს კი ნამდვილად არის პრობლემა და, ხან ის ჩამოდის ქუთაისში,  ხან მე ვარ აქეთ. ის ბევრ რამეს უძლებს ჩემ გამო: ჩემს რეჟიმს, ხასიათს – არ მაქვს მე მარტივი ხასიათი; უძლებს იმ სამას კილომეტრს, რომელიც ჩვენ გვაშორებს და ეს როგორ არ დავაფასო?! (იცინის).

 

скачать dle 11.3