კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

დევიდ დათუნას ორი გრანდიოზული გამოფენა პარიზსა და მოსკოვში

2013 წლის ოქტომბერი, საქართველოში დაბადებული და ნიუ-იორკში მცხოვრები კონცეპტუალისტი მხატვრისთვის, დევიდ დათუნასთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებით მდიდარი გამოდგა. „გალერი შუკინის” ორგანიზებით, პარიზმა და მოსკოვმა დათუნას გრანდიოზულ გამოფენებს უმასპინძლეს. 10 ოქტომბერს პარიზის გულში, ავენიუ მატინიონზე, შუკინის გალერეაში გაიმართა პრეზენტაცია, დევიდ დათუნას ახალი პროექტისა „ძალაუფლება და სილამაზე.” გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დევიდ დათუნას „ყვავილების სერია” და „დროშების სერია”, რომელიც ავტორისთვის დამახასიათებელ მანერაში, ოპტიკური ლინზების გამოყენებით შეიქმნა. პარიზულ გამოფენას არაერთი ცნობილი და გავლენიანი სტუმარი დაესწრო. პარიზში დევიდ დათუნას ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. იგივეს თქმა შეიძლება დევიდ დათუნას პირველ გრანდიოზულ გამოფენაზე მოსკოვში, რომელიც არტ-ცენტრ „ვეტოშნიში” 17 ოქტომბერს გაიხსნა. გამოფენის სახელწოდებით „თვალი თვალში” ცენტრალური პერსონაჟები ვლადიმირ პუტინისა და ნიკოლოზ მეორის უზარმაზარი ინსტალაციები იყო, ოპტიკური ლინზებით დაფარული პორტრეტები ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი გახლდათ რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დროშები, შესრულებული ავტორისთვის ჩვეულ სტილში. მოსკოვში გამართული გამოფენის პარალელურად, დევიდ დათუნას ნამუშევრების  საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც ნატალია ვოდიანოვას ფონდი „შიშველი გულები” გახდა. აუქციონიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ფონდის საქმიანობას მოხმარდა, რომელიც რუსეთსა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს ეხმარება. 

скачать dle 11.3