კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცხოპლანეტელი

„ტანკისტი ვიყავი – ომამდე“

 

თუმცა ბევრი არ დარჩენია (საპრეზიდენტო პოსტზე, რასაკვირველია), ჩვეულებისამებრ, ჰიპერაქტიურია: აქეთ – თურქეთის მოქალაქეებს აძლევს ორმაგ მოქალაქეობას (სულ ბოლოს ჩვენი მეზობელი თურქეთის რესპუბლიკის 1 088 მოქალაქეს გაუნაღდა საქართველოს მოქალაქეობა, და მერე რა, რომ იუსტიციის სამინისტრო იუწყება, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გვერდის ავლითო?!); იქით – პირობითი მსჯავრი და ნასამართლეობა მოუხსნა 18 000 პირს (ისეთ პროზაულ მომენტებზე აღარ შევჩერდები, როგორიცაა, მე და ივანიშვილი სხვადასხვა პლანეტიდან ვართო), ამ პროცესში თვით, წესითა და რიგით, გასაიდუმლოებულ ინფორმაციასაც გადასწვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც ჩვენი პირველი პირი და მთავარსარდალი თავდაცვით ზღუდესთან იდგა და სამწყსოს, ანუ, ერსა და ბერს, გვამცნობდა, რომ „მთავრობამ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის მშენებლობა შეაჩერა.“ ოღონდ, იქვე განმარტა, რომ, რაკი მტერმა უკვე იცის ამ თავდაცვის ზღუდის კოორდინატები, დამალვას აზრი არ აქვს (მართლაცდა, ვითომ რად უნდა დამალოს ჭეშმარიტმა დემოკრატმა მმართველმა, თუნდაც, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები?!).

შესაბამისად, დაასკვნა, რომ „ეს („ეს“ – განა ამის თქმა, სამუშაოების შეჩერება) არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მავნებლური ქმედება და ამის შესახებ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს“.

სამუშაოების შეჩერების მოტივი კი შემდეგნაირად ახსნა: „შეჩერებული სამუშაოების შესახებ ვესაუბრე გენშტაბის ოფიცრებს და, მათი თქმით, მთავრობაში აუხსნეს, რომ ამ ნაგებობების მშენებლობით ჩვენ ვაღიზიანებთ და პროვოკაციებს ვუწყობთ რუსებს.“

თავის მხრივ, ხალხის რჩეულმა ბ-ნმა კანდელაკმა დაამატა, რომ 2008 წელს რფ-ის ტანკები თბილისისკენ სწორედ იმიტომ არ წამოვიდნენ, თავდაცვის ზღუდეებს დაუფრთხნენო.

ჩვენ არ შევჩერდებით იმის განსასჯელად, უნდა გაემჟღავნებინა თუ არა მთავარსარდალს ზემომოყვანილი ინფორმაცია, თუმცა, თუ სპეციალისტებს ვერწმუნებით, მთავარსარდლის ბრძანების გარეშე მშენებლობას ვერავინ შეაჩერებდაო. ხოლო, თუ თანამედროვე ომების ტექნიკურ უზრუნველყოფას გავიხსენებთ, მეორე მსოფლიო ომში ჩარჩენილების შთაბეჭდილებას უნდა ვტოვებდეთ.

скачать dle 11.3