კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯაყუკას ფიქრები

ზენაარსის მიერ დასალახვრები

 

მართალია, ამ ჩვენმა „იუჟნაია ოსეტიამ“ ისეთი ნანინანატრი „დამოუკიდებლობა“ მიიღო თავისი ერთადერთი პარტნიორის, რფ-სგან, რომ, როგორც ბ-ნი მალაშენკო ამბობს, მთელი ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა აწ უკვე მოსკოვის ერთ-ერთ მომცრო ქუჩას თუ აითვისებს, მაგრამ, ეს მხარეებს (ოკუპანტებსა და სეპარატისტებს) ხელს ვერ უშლის, რომ „საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის“ სამუშაოები დაიწყონ.

ხოლო, რაკი შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მოამზადეს (პრინციპით: „სამ ტანცუეტ, სამ პოიოტ“), „საზღვრის“ გავლებაც დაიწყეს. იმდენიც კი მოახერხეს, რომ, ცოცხლების საკუთრებას ვინ ჩივის, სასაფლაოც კი „თავიანთ“ ტერიტორიაზე მოიქციეს.

რადგან მავთულხლართებს ვერაფერი აჩერებს, დვანში ეკლესიის აშენება გადაწყდა, თუმცა ერთ-ერთმა ჯაყუკამ – „იუჟნაია ოსეტიის“ „ხელისუფლების“ წარმომადგენელმა, მავანმა გაგლოევმა, განაცხადა, დვანში ეკლესია არ აშენდება და არც „საზღვრის“ დარღვევა მოხდებაო.

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებმა და ჩოხოსნებმა ჯვარი ეგრეთ წოდებული „საზღვრისგან“ ორი მეტრის მოშორებით აღმართეს, ჯაყუკა გაგლოევი მომხდარს შემდეგნაირად აფასებს (მოვიხმობ ციტატას): „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადამიანთა გაურკვეველი ჯგუფი შემოვიდა, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყვნენ და ჯვრის სახით ხის მოწყობილობა დააყენეს. ჩვენი აზრით, ეს ულამაზოა. ეჭვი არ გვეპარება, რომ, ადამიანებს, რომელთაც ეს ქმედება ჩაიდინეს, პოლიტიკური  მოტივაცია ჰქონდათ. არანაირი რელიგიური და ზნეობრივი მოტივაცია ამაში არ ყოფილა“.

ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჭირდება იმის წინასწარმეტყველება, ახდება თუ არა ვინმე გაგლოევის სიტყვები (პათოსით: ეკლესია არა – კვახიო), თუმცა, ამ ჩვენებურმა აღიარებულებმა და მათმა ამღიარებლებმა ისე გაუტიეს, რომ, წესითა და რიგით, ზენაარმა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ჩარევის გარეშეც უნდა დალახვროს. 

скачать dle 11.3